ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ადილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. "მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ...
რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. "თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ90 (ანგისა-რიყეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ...
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი", ქვეყანაში გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე შექმნილი რისკების გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით ხურავს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. როგორც "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაშია აღნიშნული, წარმოქმნილ რისკებს მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. "ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შ...
ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე კერძო სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EU...
65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, &...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. "ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღე...
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია. რკინიგზის ცნობით, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო იყო შეჩერებული, ხვალ დილიდან განახლდება. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მერვე ცხედარი იპოვეს. შსს-ს ცნობით, მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ დროისთვის ადგილზე ერთი პირის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, Cameron Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილი იყო საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამია, საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის დასრულებამდე მათ დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვთ. მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ Cameron Balloons ...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აჭარასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების, ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა. ილია მეორე დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რო...
კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული, საფრთხეები შეფასებულია მთლიანი სოფლის მასშტაბით, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გედევანიშვილი აღნიშნავს, სოფლის დაცლის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა. "კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული. კონკრეტული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული... სოფელი არის მოხვედრილი, ამ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უამრავი ფერდობი არსებობს. აქ საუბარია კონკრეტულ ფერდობზე. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით. კი ბატონო, მითითებული იყო პოტენციურად მეწყერსაშიშ ზონაში. რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. შსს-ს ცნობით, მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას. "ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას "იმედი" ავრცელებს. "იმედის" განცხადების თანახმად, ასევე დაღუპული არიან მფრინავები. "ტელეკომპანია "იმედი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და მფრინავების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარი ტრაგედიის გამო, ტელეკომპანია "იმედი" საეთერო ბადეს ცვლის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, რამაც 3 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას. "სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რ...
თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. „თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შ...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მაშველები 5 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. "ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი",- აცხადებს მღებრიშვილი. შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სო...
მეწყერის გამო, რეისზე არსებული მატარებლები მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან. "ძვირფასო მგზავრებო! უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრუ...
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მდინარე ჭიშურასთან მოხდა. "ექსპრესნიუსი" დამატებითი დეტალების მიღებისთანავე მასალას განაახლებს.
"წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!" - ამ სახელწოდებით, თბილისში, მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან, ხელოვანების აქცია გაიმართა. პარლამენტის წინ კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს უნდობლობა გამოუცხადონ. ამასთან ერთად, ხელოვანები დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს ნდობა არც მათ გამოუცხადონ.