მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. უწყების ცნობით, საქმეზე, რომლის გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო კი საქმეზე გამოძიება შეწყდა. "2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არ არ...
საქართველოს საპატრიარქოში ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა და არც განიხილება. "არასდროს არ დადგება ეგ საკითხი დღის წესრიგში. აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს. პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. მის გადადგომას ვერ მოესწრება ვერავინ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ცნობისთვის, ორი წლის შემდეგ პირველად, საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმც...
„ბაზისბანკი“ აქტიურად არის ჩართული შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, აგრო პროექტების მიმართულებით, ბანკის მიერ მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი დაფინანსდა. თხილის ბიზნესში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფომ, მეთხილე ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგრო კრედიტით. სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსება 8%-ით, 12 თვის ვადით ხორციელდება. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში და მისი მოცულობა 1 ჰექტარზე 2000 ლარს შეადგენს. შეღავათიანი აგრო კრედიტის მიზნობრიობას პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცე...
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით იმართება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის. „როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. აღსანიშნავია, რომ სინოდის სხდომა ბოლოს 2 წლის წინ, 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა.
მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირას არის ნამდვილად, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ "სასწრაფოდ გასაშვებია". "ვაზიარე და წამოვედი. მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. რაღაც ერთ ადგილს გაჩვენებთ, რომ მიხვდეთ - აი, ხელი რომ ჩავარდნილი აქვს ადამიანს, წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავ...
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. როგორც გენინსპექციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, სასახლიდან ნამუშევრების გადატანას აპირებენ. არსებული ინფორმაციით, საუბარია ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 წლის წინ წაღებულ სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარზე. "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს მინდა გითხრათ ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტო-ფიქსაცია აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ის პრეზიდენტის სასახლეში თუ არა", - აცხადებს გენინსპექციის წარმომადგენელი.
დადასტურდა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ სტიქიის ზონიდან განაცხადა. ჯანჯღავას თქმით, ჰათაის პროვინციაში საქართველოს ერთ მოქალაქეს ისევ ეძებენ. "დადასტურდა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი ჰათაის პროვინციაში, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს მიდის სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, თ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ის, რაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით ხდება, "თანამედროვე საქართველოს ნამდვილად არცხვენს". "20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში - მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვეერდზე. ცნობისთვის, თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებ...
თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცხადებენ, რომ საქმის აღძვრა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ცენზურის მცდელობას წარმოადგენს. "მე არ მგონია, რომ ჩვენ წულუკიანი ამ ხერხებით შევაკავოთ, თუმცა ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგმა ხელოვანმა ან ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც მოუნდება პროტესტის გამოხატვა, იცოდეს, რომ იქნება დაცული და...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 12 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ და ასევე მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. "საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ. საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლ...
სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს. ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტს ტემპერატურა ისევ აქვს. "ოქტომბრის შემდეგ, ბევრად უარესად გახდა იმიტომ, რომ ბევრად პროგრესირებადია ეს ყველაფერი, ეს დიაგნოზები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი და ძალიან ბევრია დიაგნოზი და რაც მთავარია, ინტოქსიკაცია - ეს პროგრესირებს. პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა და თვითონ, რა თქმა უნდა, პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს. ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს....
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, სოფელ გომთან იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა ოზურგეთის სიახლოვეს გუშინ, 11 თებერვალსაც მოხდა. 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ოზურგეთის აღმოსავლეთით 7 კმ-ში, სოფელ ვაკიჯვარში დაფიქსირდა.
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდება. ამის შესახებ ელჩმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. ჯანჯღავას თქმით, სტიქიის ეპიცენტრისკენ უკვე მიემგზავრებიან. "უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ. მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად, მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს", - წერს გიორგი ჯანჯღავა "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა. მსხვერპლთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა. დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს "ვივამედში" სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნის თხოვნით მიმართავს. ექსპრეზიდენტი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და იმედოვნებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების კლინიკაში მისვლას "პოლიტიკური ზეწოლა" ხელს ვერ შეუშლის. "მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა, არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით", ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში....
თურქეთში, ქალაქ ისქენდერუნში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ამ დროისთვის თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. შსს-ს ცნობით, ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. "ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. ამასთანავე, ად...
Basisbank keenly continues to support the hotel industry and hospitality sector. This time, another new 30-room Dadiani Inn hotel opened its doors to visitors in Zugdidi, funded by the Bank and the Host in Georgia project. The hotel facilities include a terrace and a conference hall. The total value of the project is GEL 3.5 million, of which Basisbank financial support amounts to more than GEL 2.8 million. The company also enjoys the co-funding of the state project Host in Georgia. The hotel employs 20 local staff. The construction of the hotel started in 2019 and welcomed the first guests in February of this year. The Dadiani Inn hotel invites both local and international guests f...
"ბაზისბანკი" აქტიურად აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის დაფინანსებით და „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში კიდევ ერთი ახალი, 30 ნომრიანი სასტუმრო Dadiani Inn გაიხსნა. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ტერასა და საკონფერენციო დარბაზი. პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 2.8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის, „უმასპინძლე საქართველოში“ თანადაფინანსებით. სასტუმროში 20 ადგილობრივი თანამშრომელია დასაქმებული. სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარ...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. შსს ცნობით, გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. "ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. ქ...