თსუ-ს სტუდენტს, რომელიც მმართველ...

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტების გამო თავს დაესხნენ, დაშავდა სტუდენტი, ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ლუკა შველიძე, რომელიც ნაცემ მდგომარეობაში პალატაში იმყოფებოდა, მოულოდნელად მას პალატაში უცხო კაცი თავს დაესხა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. "სამოქალაქო ფორმით იყვნენ მოსულები, გარბიან. წამოდგომა მომიწია, გამოვეკიდე და ვუყურებ, რომ იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია, საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელ...

გიული ალასანია - სააკაშვილთან პო...

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული, რადგან მას აქვს ტემპერატურა და წნევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, ის მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკაზე საუბარს თავს არიდებს, ვინაიდან არ უნდა, რომ გაანერვიულოს. „მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რათა დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს ხოლმე. სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ. კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიმიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნე...

ჯაფარიძე - იცემა თქვენი რუსი დედ...

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოსო მაისურაძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გორში ზურაბ ჯაფარიძეს პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის სცემა. ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დადონ ვიდეო, სადაც გამოჩნდება ვინ იცემა. "ქართული ოცნება - იცემა თქვენი რუსი დედა, თქვე ფარჩაკებო. ვიდეო გექნებათ, დადეთ, ერთად ვნახოთ ვინ იცემა", - წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში...

სოსო მაისურაძე - ჩემს მიერ იცემა...

მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს მისივე თქმით, ის არსად დამალვას არ აპირებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ ის გორში იმყოფება. "მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს... შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა - არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორ...

„წაგვართვეს ბანერები და 20-მდე კ...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა და "ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტება სურდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, როდესაც ბანერის გაშლა სურდათ 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან წაართვეს ბანერი, დაუწყეს რტყმა და პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე კიბიდან დააგორეს. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, თავდამსხმელები ირაკლი კობახიძის მიერ იყვნენ ორგანიზებული. "აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატ...

„იმუქრებიან, თუ არ წახვალთ საღამ...

"გირჩი-მეტი თავისუფლების"  ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისული უცხო პირები  შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძახებული ყავთ პოლიცია. "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ადგილზე მისული პირები ბავშვებს ემუქრებიან "თუ არ წახვალთ, საღამოს უარესს დაგმართებთო".

ზურაბ ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ

გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ერთ-ერთი წევრი ანა ყურაშვილი ავრცელებს. როგორც ანა ყურაშვილი აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძეს თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება. “ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება”, - წერს ანა ყურაშვილი.

ყვარელში, ილიას ტბაში კაცი დაიხრჩო

ყვარელში, ილიას ტბაში კაცი დაიხრჩო. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. ცხედარი მაშველების დახმარებით უკვე ამოიყვანეს, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბათუმში, ზღვაში მოზარდის ცხედარი...

ბათუმში, ზღვაში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული "ინტერექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო გ...

ქალაქ ფოთში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის განვლილი აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, აღნიშნულ პროგრამაში ჯამში ჩართულია 74 სკოლა. განვლილი აკადემიური წლის განმავლობაში, სკოლების თვითმმართველობებმა 130-მდე, სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა კი 145-მდე პროექტი განახორციელეს.  ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ბაზისბანკის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს, ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი "მე მაქვს უფლება".&...

ორფოლოს პოლიგონზე ვიცე-პოლკოვნიკ...

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ამრომდე მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. "ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიც...

გურჯაანში მოსული სეტყვის და ძლიე...

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის და ძლიერი წვიმის შედეგად, დასეტყვილია  სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები. ამასთან ერთად, დატბორილია შიდა და ცენტრალური მაგისტრალები, მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა გზის გარკვეული მონაკვეთებიც. წყალმა დატბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მერიის შენობის ნული სართული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და გზებს წმენდენ.

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლე...

"საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთვნენ. 15 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში სისხლის მარაგების შევსების მიზნით გაიმართა უანგარო დონორთა აქცია "თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ".  დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით მოხდება საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა.

ავტობანის აღაიანის მონაკვეთზე სა...

ავტობანზე კომპანია "მეტროს" სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ აღაიანის მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სატრანსპორტო საშუალების აალების მიზეზი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს თავ...

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო კადრები თუ როგორ დაესხა თავს მოქალაქე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, კობა ფარტენაძეს. როგორც კობა ფარტენაძემ აღნიშნა, როდესაც დილის გადაცემა დასრულდა მას დაცვამ შეატყობინა, რომ გარეთ სტუმარი ელოდებოდა, ხოლო როდესაც ის გარეთ გავიდა მას მოქალაქე თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კალაძე - 2024 წლის 1-ელი იანვრიდ...

მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ზღვრული ნორმების დაწესებას ეხება. „ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემ...

„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯ...

„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს „მედეა ღამბაშიძე–პირველი ქართველი სტუდენტი ქალბატონის წიგნი-ალბომის გამოცემას. „მნიშვნელოვანია, რომ გამოცემას თან უნიკალური ფოტოები და წერილები დაერთვება, რომელიც დღემდე საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. მემორანდუმს ხელი „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშია...

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძ...

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება აღმოიფხვრა. როგორც "ინტერექსპრესნიუსს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. 300 არაგველიდან ვარკეთილამდე მოძრაობა ტექნიკური მიზეზის გამო დროებით შეჩერებული იყო.

პრემიერი - ვმუშაობთ კანონპროექტზ...

ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი რაც გამოიკვეთა, სუროგაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემებია, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ამ საკითხზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ბელგიაში, გაერთიანებულ სამე...

სახალხო დამცველი - ნებისმიერი მი...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ორიენტაციის არევასთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება.  როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მიუღებელია. "მე, ზოგადად, ყოველთვის ვაფიქსირებ და ახლაც დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორინტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით",- ამბობს იოსელიანი. შეგახსენებთ, 10 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტმა რუსული რუბლები კი...