ქუთაისის აეროპორტში შეფერხებასთან დაკავშირებით, საქაერონავიგაცია განცხადებას ავრცელებს. საქაერონავიგაციის ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. "შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. განათლების სამინისტროს ცნობით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, შევიდა ცვლილება. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ დეკემბრამდე დაბ...
PSP-ს კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის ჯილდო Hi Seoul Friends და სეულის მერის მადლობის წერილი გადაეცა. უცხოურ კომპანიებს Hi Seoul Friends ჯილდოს ანიჭებს ქალაქ სეულის მერია, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად კორეული კომპანიებთან გამორჩეული და წარმატებული თანამშრომლობისთვის. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა; რომელმაც ასევე პირველმა, 2019 წელს კორეულ კოსმეტიკურ ბრენდ "მიზონთან“ თანამშრომლობა დაიწყო და დღეს უკვე 6 კორეული ბრენდის წარმატებული პარტნიორია. ჯილდოსთან ერთად კომპანიამ მიიღო ქალაქ სეულის მერის, ოჰ სე-ჰუნის წერილი, რომელშიც ის ულოცავს კომპანია PSP-ს Hi Seoul Friends ჯილდოს მიღებას და მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნი...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები. თუმცა თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანები ჯერ-ჯერობით, ვერ უახლოვდებიან ცეცხლმოკიდებულ ადგილებს. ფოტო : ბათუმელები
საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებები "გამაოგნებელია". "კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. უბრალოდ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით. არ მინდა მეტი კომენტარის გაკეთება",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტ...
მიზანმიმართული თავდასხმები პატრიარქზე და ჩვენს ეკლესიაზე არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძის თქმით, "პატრიარქი არის ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს". „პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების შეფასებას საპატრიარქოს მხრიდან თქვენ თავდასხმად აღიქვამთ? საოცარია. ნამდვილად გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა. პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში. მან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკ...
ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი - ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა,- ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ჯაღმაიძის თქმით, "პრეზიდენტის სიმაღლიდან ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა სამწუხაროა". "ბევრ კითხვებს ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებაში. პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სის...
იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს ეკლესიის როლზე, პრორუსულ ტენდენციასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. "ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან კომპექსურია, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დღეს პატრიარქი ფიზიკურად სისუსტადაა, პატრიარქი, რომელმაც ამ ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა. "ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მო...
პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს ...
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტმა 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე შეისყიდა. „თავდაპირველად გავაჟღერეთ, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა...
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცივი იარაღის ტარება) მუხლით მიმდინარეობს.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება, უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. „განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახ...
ვთხოვ მთავრობის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ მადლობა გაუხადა „ლიბერთი ბანკს", რომელმაც არსებული საპროცენტო განაკვეთის რამდენიმე პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. „მოგეხსენებათ, რომ გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო &...
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხად...
რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, აკრძალვის მიზეზი უამინდობა გახდა. "თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- ...
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურატურის Telegram არხზე ვრცელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ "2022 წელს გაწერელია ჩავიდა უკრაინაში, სადაც მან დადო კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და გაგზავნილ იქნა მარიუპოლში. იმყოფებოდა მრავალსართულიანი სახლის ბინაში, საიდანაც მან ცეცხლი გაუხსნა რუსეთის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაგან სამი გარდაიცვალა". მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უს...
19 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ. "თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით, ვინაიდან მათთან ყოველ წე...