თბილისში დღეს დედების მარში გაიმ...

თბილისში დღეს დედების მარში გაიმართება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდებების დედების მხარდასაჭერი მსვლელობა ზუსტად 18:00 საათზე სამთავრობო კვარტლიდან დაიწყება. მშვიდობიან პროტესტს სხვა დაავადებების მქონე მოზარდების მშობლები და მედიკოსებიც შეუერთდებიან. შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.   მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკუ...

სუს - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა...

21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, პოლიციის გამოჩენისთანავე ტერიტორია სწრაფადვე დატოვეს. ამჟამად საქართველოს მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და საფრთხე არ ემუქრებათ. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.  აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მი...

იოსელიანი აქონდროპლაზიის პრეპარა...

მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, აქონდროპლაზიით დაავადებული მოზარდების მშობლების პროტესტს. მისივე თქმით სახალხო დამცველის აპარატი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავთვა საკითხში პირველივე დღიდან არის ჩართული და აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. "მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგო...

გრიგორიადისის ბაბუას სურვილი აქვ...

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მას სურს, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. მისივე თქმით, სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ წაყენებულ მუხლს არ ეხება ნაფიცი მსაჯულთა განხილვა, თუმცა ის ამ კანონის გაფართოების ინიციატივაზე საუბრობს. "ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის იყო იქ. მე არ ვიცი ეს მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს…. მე აქედან ყველაფერს ვაკეთებ რისი გაკეთებაც შემიძლია. როგორც მეუბნებიან, ლაზარე, არის მხნედ, ვაჟკაცურად, იქედან მამხნევებს, ბაბუ, ნუ გეშინია, ყველაფერი კა...

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზ...

ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მათ მიერ გავრცელებულ ღია წერილში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის შეფასებაში ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის სიაში, გვარამიას საქმეზე მკაფიო მითითებები გააკეთა, აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. "ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებში, ვულოცავთ ქართველ ხალხს უცხოელი აგენტების კა...

ჯგუფი Imagine Dragons თბილისში კ...

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena საკულტო ჯგუფი  Imagine Dragons კონცერტს გამართავს.  Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამო...

შამუგია - 2022 წელს 96 ქვეყანაში...

„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147 %-იანი ზრდა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34 %-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 10.5 %-ით 2021 წლის მაჩვენებელს.   "ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის...

კვლევის თანახმად, საქართველოში მ...

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. კვლევამ დაადგინა, რომ სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. "საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვ...

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძ...

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია და ამ ბერკეტის არგამოყენებითა და უმოქმედობით, პრაქტიკულად, თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებისა, - ამის შესახებ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, მოძრაობა გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსსა და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა "მაქსიმალური წნეხი" შეუქმნან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.  "16 მაისს სრულდება ერთი წელი, რაც ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ამ განაჩენის გამოტანით, ხელი...

მედიის ადვოკატირების კოალიცია - ...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიის ადვოკატირების კოალიცია ზურა ვარდიაშვილისა და ბექა ჯიქურაშვილის საქმეებთან დაკავშირებით ავრცელებს. მედიის ადვოკატირების კოალიციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, მათი საქმიანობის და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია. "მედიის ადვოკატირების კოალიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, ონლაინ-გამოცემა „პ...

ბაზისბანკთან პარტნიორობით, საერთ...

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია Marine Shipping & Forwarding-ის ფინანსური პარტნიორია. კომპანიის საქმიანობას საკონტეინერო ტვირთების საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები წარმოადგენს. სახმელეთო გადაზიდვებთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნის პარალელურად, ბაზისბანკის მხრიდან 100 000 ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ შეძლო ავტოპარკის გაფართოება და 4 ერთეული EURO 6-ის ტიპის სატვირთო ავტომობილის შეძენა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებები ეკოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოა, აღჭურვილია GPS სისტემით და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს საკუთარი ტვირთის ადგილმდებარეობა, რაც მომსახურებას მეტად კომფ...

იოზვიაკი - ბრიუსელში ფიქრობენ, რ...

რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რამაც გააღიზიანა ბრიუსელი, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპოდენტი, რიკარდ იოზვიაკი ანალიტიკურ სტატიაში წერს.  იოზვიაკი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბოსნიასა და ჰერცოგოვინას შემთხვევას ადარებს და განმარტავს, რომ "თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და იქვე უნდა დარჩეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მაინც გონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსი ბოსნია და ჰერცეგოვინამაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებ...

რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგ...

საქართველოში რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას არხანგელსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  პუბლიცისტის განცხადებით, მისთვის ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი არ განუმარტავთ. "გუშინ საღამოს საქართველოში არ შემიშვეს. მოსკოვი-ერევანი-თბილისის რეისიდან 20 ადამიანი (მხოლოდ მამაკაცი) პასპორტის კონტროლის რიგიდან შეირჩა, ბოლოს მარტო დავრჩი. აფხაზეთზე დეტალურად დამკითხეს, იქ ვიყავი, არ ვიყავი, რა ვთქვი, რა არ მითქვამს. (ბოლოს სოხუმში 1988 წელს ვიყავი). თავაზიანები იყვნენ, მაგრამ არაფერი აუხსნიათ. დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ, სამი ადამიანი მომიახლოვდა და გამომიცხადეს, რომ გადაწყვიტეს, ქვეყანაში არ შემიშვან და იმავე თვითმფრინავით გამ...

ალასანია სააკაშვილზე - კუნთის ნა...

კუნთის ნასახი არ აქვს, გუშინ პირდაპირ დამანახა - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ალასანიას თქმით,  მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს სასჯელის გადავადების მოთხოვნას. „სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს. გუშინ პირდაპირ დამანახა - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა. ვითხოვთ, რომ ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს მას, რათა თავისი ჯანმრთელობა აღიდგინოს. დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგ...

ბაზისბანკის მხარდაჭერით STEM-ის ...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში, მოსწავლეთა შორის STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა, რომლის მიზანს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. შეჯიბრის პირველ ეტაპზე ჩართული იყო 24 გუნდი, საქართველოს რეგიონების სკოლებიდან, რომელთაც დავალება ჰქონდათ შეემუშავებინათ და წარმოედგინათ ავტომატური წვეთოვანი სარწყავი სისტემით აღჭურვილი ბაღის პროექტი სკოლისთვის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა სახის მცენარისა და ბოსტნეულის მოყვანა, მთელი წლის განმავლობაში. პროექტი მიზნად ისახავდა STEM-ის ყველა სფეროს ჩართვა: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. გარდა ამისა, მონაწილეებს უნდა დაესაბუთებინათ მათი სისტემი...

ვარკეთილში ავტომობილი ქვეითს დაე...

ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეტაკა, რის შემდეგაც მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ფარმადეპოში ბეჭდების აქცია დაბრუნდა

ფარმადეპოში ბეჭდების აქცია დაბრუნდა - შეაგროვეთ ბეჭდები ფარმადეპო-ში და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით. ყოველ დახარჯულ 20 ლარზე მიიღეთ 1 ბეჭედი. ბეჭდების დაგროვებას შეძლებთ 31 ივლისის ჩათვლით, განაღდება დასრულდება 15 აგვისტოს:  ერთ შენაძენზე გაიცემა მაქსიმუმ 8 ბეჭედი აქცია მოქმედებს ფარმადეპოს ყველა აფთიაქში ბეჭდები გროვდება თქვენს მწვანე ბარათზე მოითხოვეთ SMS სერვისის გააქტიურება ფარმაცევტთან. თქვენს მიერ დაგროვილი ბეჭდების რაოდენობას  და აქციაში შემავალი პროდუქტების პირობები იხილეთ  საიტზე: http://pharmadepotbechdebi.ge/ გაანაღდე ბეჭდები და გადაიხადე რე|ბანკის ტოპ ქარდით, გაინაწილე თანხა 6 თვეზე 0%-ად. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ რე|ბან...

ილია მეორე - ბირთვული კატასტროფი...

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი. "ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ" -  გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლ...

ილია მეორე - არიან ადამიანები, რ...

არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება.  - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. "სამწუხაროდ, ადრეც და, მითუმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც. რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ ...

ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ კო...

გავრცელებული ინფორმაციით, ნუცუბიძის მესამე პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ხანდაზმული ქალი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში აცხადებენ, ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია.