საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2024-ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ფედერაციის ცნობით, ევროპის ჩემპიონატის ბილეთები უეფას ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება. „უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდ...
გამოძალვისთვის გასამართლებული ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. ერთ-ერთი ტელეგრამ არხი ავრცელებს იმ მანქანის ვიდეოკადრებს, რომლითაც სავარაუდოდ კალაშოვმა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ, ტერიტორია დატოვა. კრასნოდარის მხარის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ 13 მარტს დააკმაყოფილა შაქრო კალაშოვის მოთხოვნა ჯანმრთელობის მიზეზების გამო ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. "პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე - 15 წუთამდე, N381-ზე - 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე - 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-...
საქართველო EURO2024-ს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები 4 ავიაკომპანიის მიერ, 8 მიმართულებით, კვირაში, დაახლოებით, 30 სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით, დაახლოებით, 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. "რეგულარული რეისები შემდეგ...
ერთი წელია ისე მივეჩვიე ამ რაღაც უჩვეულო ცხოვრებას, სულ მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, ანუ არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა, - ასე გამოეხმაურა მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე მისი შვილის სასამართლო პროცესის კიდევ ერთხელ გადადებას. როგორც თამთა კალანდაძე აღნიშნავს, ლაზარეს ჰქონდა სურვილი ონლაინ ჩართულიყო, "იმიტომ, რომ ვერ საუბრობს ხოლმე რაღაც რომ უნდა თქვას, გონება მეფანტება და ხალხი მაბნევსო, მოსამართლემ გვითხრა უარი". "ერთი წელია ისე მივეჩვიე ამ რაღაც უჩვეულო ცხოვრებას, სულ მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, ანუ არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა. ლაზარეს ჰქონდა სურვილი ონლაინ ჩართულიყ...
"საქართველოს ფოსტის" ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა "ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. მათი ცნობით, თსუ-ის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წლებში გამოცემული 133 საფოსტო მარკა. "ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ. აღსანიშნავია, რომ ...
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. „საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 2022 წელს სებ-მა საქართველ...
ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვის ტექსტშია ნათქვამი. პატრიარქმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს და გულშემატკივრებს გუშინდელი გამარჯვება მიულოცა. „საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის...
უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა. "პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ღამის საათებში დაწესებული შეზღ...
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ" კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან: საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა - გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ო...
გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება, ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილმა სამწვრთნელ გუნდს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. “გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მუხლჩაუხრელად იშრომა ამ წარმატებისთვის. მადლობა სამწვრთნელო გუნდს, ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივარს, ვისაც არასდროს დაუკარგავს გამარჯვების რწმენა. სრულიად საქართველოს გილოცავთ.” - განაცხადა ლ...
28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართება გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იქნება: საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წელში გამოცემული 133 საფოსტო მარკა. "აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივ...
გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძემ სრულიად საქართველოს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ფინალში გამარჯვება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გასვლა. „საოცარი დღეა. ძალიან დიდი ემოციები აქვს. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთის ნაკრებთან. ამ დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელმაც გადაუჭარბებლად რომ ითქვას, მთელი ქვეყანა გააერთიანა. საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მ...
ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, "ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ სახელმწიფოსგან შეიძლება მიიღონ". "გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნ...
საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება! - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. პაპუაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „არსებობს წუთები, რომელთა დროსაც სუნთქვა ჩერდება და ისმის მხოლოდ გულის ცემა და ჩუმი ხმაური, რომ ამ წუთის სიდიადე უფრო მეტად შეიგრძნოს. 26 მარტს დინამო არენაზე დადგა მომენტი, როცა საქართველოს გულმა სუნთქვა შეიკრა რაღაც აღმატებულის, სანუკვარის და დიდებულის მოლოდინში და მოხდა ის, რაც ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა! ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!&...
სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. ამის შესახებ კოლომინა X-ზე, [ყოფილ Twitter-ზე] წერს. "საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ!"- წერს კოლომინა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე იასპარეზებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს. აღნიშნულის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს. „წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, - განაცხადა რობინ დანიგანმა. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებთან 21:00 საათზე გამართავს. თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები და გულშემატკივართა ზონა 19:00 საათიდან იქნებ...
მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში აცხადებს. მთავრობის მეთაურის თქმით, "ერთგულ გულშემატკივარს საფეხბურთო ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია". "საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის მანძილზე 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გას...
დარიალის ხეობაში არსებული საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაადგილების სხვა ალტერნატივაა საჭირო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ახალი გზა მოემსახურება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. „თქვენ აღნიშნულ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ რამდენი ადამიანი გადაადგილდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები? არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ არ იაროთ ამ გზით, იარ...