თბილისში პოლიციელი დაჭრეს

თბილისში პოლიციელი დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლით მიმდინარეობს.

მერია - ვაკის რაიონში, ჯანსუღ კო...

ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე,  უსაფრთხოების მიზნით,  გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს. "დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 - დან  N14 - მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთ...

„დაიბრუნე ხმა“ - დღეს პარლამენტთ...

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ დამკვირვებელი ორგანიზაციების ორგანიზებით აქცია გაიმართება. აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. მოქალაქეები პარლამენტთან შეკრებას 19:00 საათზე დაიწყებენ. "იურისტები გაგაცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შემოგთავაზებთ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე",- აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

ადვოკატების ცნობით, გუშინ, საპრო...

ადვოკატების ცნობით, გუშინ, საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულ 3 პირს სამართალდამცველებმა სცემეს. აქციაზე დაკავებული სამივე პიროვნების ვინაობა ცნობილია, ესენია რეჟისორი გიორგი ლიფონავა, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი და მოქალაქე ბექა კახიძე "დაკავებულები ამ წუთებშიც არიან იზოლატორში და შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ განაგრძობს მანკიერ პრაქტიკას და ეს ადამიანები უნდათ, რომ 48 საათი ამყოფონ იზოლატორში, მაგრამ დაკავების დროს, როგორც ყოველთვის, შსს-ს წარმომადგენლების ნიღბიანი კრიმინალები იყვნენ მოძალადეები და ამ ადამიანებზე ძალადობდნენ",- განაცხადა იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ.

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი ს...

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა,  ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული  სამუშაოების გამო,  18 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციდება გეგმიური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურება. "კერძოდ,  გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში ...

ქართველი ძიუდოისტი კოტე კაპანაძე...

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტმა, კოტე კაპანაძემ (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელ მეტოქე მადალონს ეფექტური გდებით სძლია ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც იბრძოლებს. დღეს გამომსვლელი კიდევ 2 ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იასპარეზებენ.

ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის  ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სააარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. მათივე ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. “ესენი არიან: ქართული ოცნება; კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა; ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა; ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!; გახარია საქართველოსთვ...

კალანდარიშვილსა და კირთაძეს შორი...

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძეს შორის ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც  კალანდარიშვილმა კირთაძეს სხდომაზე სიტყვა არ გააგრძელებინა, კირთაძემ კალანდარიშვილს, შავი სითხე შეასხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დროებითი შესვენება გამოცხადდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შე...

დღეს, 16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. პარალელურად, ცესკოში სხდომაა ჩანიშნული, სადაც სხდომის ერთ - ერთი საკითხი პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება იქნება. აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ. კანონის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელა...

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტ...

თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის  ცნობით, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია​ ზუგდიდი-ლახამულას ...

სიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს და მედიას, არ გაავრცელონ ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანება...

ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს...

კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები  საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, „დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას  კვლავ აგრძელებენ“. „საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შო...

კალანდარიშვილი - ვერანაირი ზეწოლ...

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერანაირი ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო  კარგად,- ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი სოციალურ  ქსელში წერს. კალანდარიშვილის განცხადებით, „მუქარისშემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა“. "მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვი...

„არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე ...

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვის ბრალია. სწორედ ამ შინაარსს ატარებს „თეგეტა მოტორსის“ ზამთრის საკომუნიკაციო გზავნილიც - „არ მოატყუო ზამთარი“ და მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ზამთარში უსაფრთხოებასა და ავტომობილის გამართვას პასუხისმგებლობით მოეკიდოს. მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საბურავების სეზონური ცვლილებაა. საბურავების მწარმოებლების რეკომენდაციებით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხუ...

ბჟანია - სოხუმის აეროპორტში ტექნ...

სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი" განახორციელებდა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალი პ...

ბაზისბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. ამჯერად, სამშენებლო კომპანია ლუქსმშენმა Batumi Villas განახორციელა. ახალი პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ, 1 მილიონი აშშ  დოლარი შეადგინა. Batumi Villas  ბათუმის ახალ ბულვართან, გ. ანწუხელიძის ქ. 81-ში მდებარეობს,  რომელიც განსხვავებული კონცეფციის ევროპული ტიპის დასახლებაა და გამორჩეული არქიტექტურის 10 საცხოვრებელ ვილას მოიცავს. კომპლექსი ყველანაირ პირობას უქმნის მობინადრეებს, რომ თავი საუცხოო გარემოსთან ერთად კომფორტულად იგრძნონ. ვილები უზრუნველყოფილია დაცვით, 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით, გაქირავებისა და მართვის სერვისით. ლუქსმშ...

„ჩემი ხმა“ - ემიგრანტებისთვის სა...

სადამკვირვებლო კოალიცია - „ჩემი ხმა“ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვების შედეგების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზების მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე - სიების შედგენის დროს, საარჩევნო უბნების შექმნისას და კენჭისყრის დღეს - შექმნა ამომრჩევლისთვის დაუძლეველი და გაუმართლებელი ბარიერები, რამაც ათასობით საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა“. „სხვა ქვეყნებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 48 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა 158 დამკვ...

30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!

30  წლის წინ ალექსანდრე ყაზბეგის 5 ნომერში პატარა აფთიაქი გაიხსნა, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ 22 დასახელების მედიკამენტები იყიდებოდა. სწორედ ამ აფთიაქით დაიწყო კომპანია „ავერსის“ სპირალური აღმასვლის ისტორია („ავერსი“ ლათინური სიტყვაა და სპირალურ აღმასვლას ნიშნავს). ამჟამად „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა. საქართველოში ის 350 აფთიაქს, საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი-რაციონალს“, მსოფლიო დონის კლინიკათა ქსელ „ავერსის კლინიკას“, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ და  სადაზღვევო...

ცესკო - საბურთალოს საოლქო საარჩე...

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ, გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება“. „საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ...

ცესკო - „სამართლიანი არჩევნები“ ...

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, "საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი“. "საგულისხმოა, რომ "სამართლიანი არჩევნები“, ერთი მხრივ, ენდობა ცესკოს პირველად მონაცემებს გენდერულ ჭრილში ამომ...