ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას. ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა. პირველკურსელთა მიღების ცერემონია ილიაუნის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან დარახველიძემ. “ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმ...
მულტიფუნქციურ კორპორაცია „სფერო ჰოლდინგს“ კვლავ სასიამოვნო სიახლე აქვს. კორპორაცია საქართველოს საზღვრებს გასცდა და ევროპაში საქმიანობის არეალი გააფართოვა, „სფერო ჰოლდინგი“ უკვე საერთაშორისო კომპანიია, რომელმაც მთელ ევროპის კონტინენტზე მოღვაწეობის უფლებამოსილება მოიპოვა, ევროპელ მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობა აქვთ მოიპოვინ სრულყოფილი ინფორმაცია, კომპაანიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე დეველოპერული მიმართულებით, მულტიფუნქციური კორპორაცია, სფერო ჰოლდინგი, რომელმაც სამშენებლო სექტორში ახალი სიტყვა თქვა და ქართველ საზოგადოებას არაერთი ინოვაციური იდეა შესთავაზა, დეველოპერულ პოლიტიკას ახლა საერთაშორისო ასპარეზზეც გაავრეცელებს, კომპანიამ პირველი ოფისი იტალიაში, კერძოდ ...
"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო კომუნიკაციით. 5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, "სელფი მობაილმა" დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით გახორციელებისთვის. "სელფის" ქსელში VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და იმავდროულად მობილური ინტერნეტით სარგებლობა. ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო კომუნიკაციას. ინტერნეტის უწყვეტი გამოყენება...
მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. "ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო. დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართვე...
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. "საუბარი შეეხო არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვას, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებასა და ზოგადად ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმია...
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას ითხოვს. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკო მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, "საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას; დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად". "საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაცი...
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სამ სტუდენტს სწავლა ერთი წლით დაუფინანსა. კომპანიამ სტიპენდია მასშტაბური კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში გასცა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ განათლების ხელშეწყობაა. სტუდენტების დაფინანსებისა და დასაქმების კუთხით „თეგეტას“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა „კავკასიის უნივერსიტეტთან“ ასეთი პარტნიორობა პირველად შედგა. „თეგეტას“ სტიპენდიატები გასაუბრების საფუძველზე შეარჩიეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატება, მიზანდასახულობა, ხედვები და სამომავლო გეგმები - არჩევანი სწორედ ამ კრიტერიუმებით გაკეთდა. შოთა ილაშვილმა, მარიამ ტალახაძემ და თათია ნაც...
ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს პარტიული სია 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა, იმ სუბიექტების სია კი, რომლებმაც ცესკოს უკვე მიმართეს, ასე გამოიყურება: 1. „საქართველო“ 2. „გახარია საქართველოსთვის“ 3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია 5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია 6. „მემარცხენე ალიანსი“ 7. თავისუფალი საქართველო 8. ტრიბუნა 9. „შეცვალე საქართველო“ 10. „ჩვენ“ ...
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დღევანდელ სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი განიხილება. "ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს...
“საქართელოს რკინიგზის“ დელეგაციის ჩინეთის ქალაქ სიანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. “საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელობამ შუა დერეფნის სამუშაო შეხვედრებში პირველად მიიღო მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარშრუტის განვითარების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტვირთის მოცულობის ზრდას, ამავდროულად უზრუნველყოფს ტვირთის სტაბილურ ნაკადს და გააძლიერებს დერეფნის სატრანზიტო პოტენციალს. “შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორის...
2024 წლის 20 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში, "საქართველოს რკინიგზის" დელეგაციამ გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრისას დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. "აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, "საქართელოს რ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. "რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "...
ცესკოს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი წარმომადგენლები "ინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვაში მხარდაჭერის ნაცვლად, თვითონ ახდენენ მის დისკრედიტაციას და საზოგადოებას უჩენენ აღქმას, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონს არღვევს და უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე". საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს, "საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები შეწყვიტონ". "26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვ...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების ფარგლებში შეისწავლა შპს "რაიდტექ ჯორჯიას" მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. სამსახურის ცნობით, აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა და Yandex Pro-ს აპლიკაციების მეშვეობით. მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტკავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს და სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი. კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობ...
გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23-25 სექტემბერს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
მულტიფუნქციური კორპორაცია “სფერო ჰოლდინგის” სათაო ოფისში, კომპანიის გენერალური დირექტორისა და გიორგი მამარდაშვილის მამის, დავით მამარდაშვილის შეხვედრა შედგა. “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს #1 მეკარეს, საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციისთვის და არაერთგზის დაპყრობილი მწვერვალებისთვის, კომპანიამ საჩუქრად სასტუმრო კომპლექს “რივიერაში” საცხოვრებელი აპარტამენტი გადასცა. საპატიო სტუმარს, კომპანიის წარმომადგენლებმა “სფერო ჰოლდინგში”უმასპინძლეს. შეგახსენებთ, კომპანიამ, გრანდიოზული საჩუქარი, რომელიც საცხოვრებელი აპარტამენტებს გულისხმობს, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ კომპ...
"საქართველოს ფოსტამ" დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა, თეონა იაშვილმა და გენიალური ქართველი მსახიობის შვილმა, ზაზა აბაშიძემ. "ღონისძიების ფარგლებში, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ არქივს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. 20 სექტემბრიდან, ეროვნული არქივის ...
37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრები, ახლობლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, დიღმის მასივში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. შეგახსენებთ, 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 ...
აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი საქართველოს სთხოვს სამშობლოში არ დააბრუნონ, რადგან მისი თქმით, იქ მოკლავენ. აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას განცხადებით, აფგანი თავს პოლიტპატიმრად თვლის და აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოა. "გუშინ შევხვდი მეუღლეს, მაგრამ ძალიან გვიან, რადგან ჩემი შეშვების პროცესს ხელოვნურად აფერხებდნენ. ეს არის დაკვეთილი საქმე, სახელმწიფომ უკანონოდ დააპატიმრა. არც საემიგრაციო სამსახურმა, არც სხვა შესაბამისმა უწყებებმა, არ განიხილეს აფგანის ქეისი, როცა ის აეროპორტში უკანონოდ დააკავეს და თვითმფრინავში ასვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან. “მილანის“ ლეგენდების დიდი ჯგუფი თბილისში 20 სექტემბერს ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს სტუმართა გუნდის რამდენიმე წევრი ეწვია. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 20 სექტემბერს ჩაატარა. მატჩი დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.