უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრ...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ყაფლანიშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარში მიასვენეს, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  დაღუპულ მებრძოლს 29 ოქტომბერს დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს, ლუგანსკში სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა.

კალაძე - სამშენებლო ობიექტების ი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებას. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამი ობიექტი გამოვლინდა, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა.  „როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა ამ მიმართულებით და როგორი თ...

კალაძე - ბოლო დღეების განმავლობა...

პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, ბოლო დღეებში კი განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა.  დედაქალაქის მერმა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დაზიანებულ ინვენტარს სრულად აღადგენს. „ვანდალიზმი ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ქალაქისთვის და სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს. ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება -...

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრუ...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. აკადემიურმა საბჭომ მხარი პოზიციაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას დაუჭირა.  არჩევნებში საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგები ასეთია - 28 მომხრე, 2 კი - წინააღმდეგი.  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით შეასრულებს რექტორის მოვალეობას. ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი. გადაწყვეტილების გამოცხადებას უნივერსიტეტში სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.  ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისის სახელმწიფო უ...

ზარქუა ოპოზიციას - კალაძე იმიტომ...

კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნას.  მისი თქმით, ხალხმა იცის, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის.  "კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ. არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო რაც თქვენ გააკეთეთ, ამ ტრ...

დასკვნა ყველა ეტაპზე იყო დადებით...

დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანზე, სადაც 13 ოქტომბერს დენის დარტყმის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.  როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნული დასკვნის შემდეგ, დედაქალაქიის მერიის თანამშრომლებს უფლება არ ჰქონდათ, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე თანხმობა არ გაეცათ. "მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა, ჩვენ შევისყიდ...

აზარაშვილი ვაკის პარკის ტრაგედია...

ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. აზარაშვილმა, რომელმაც "ნიუ ჰოსპიტალსში" ერთ-ერთი დაშავებული მოზარდი მოინახულა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. "ლაზარეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრეთ ექიმთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, რეაბილიტაციის პროცესში იქნება თუ მკურნალობის პროცესში, ყველ...

პრემიერი - დიდი გამოწვევების წინ...

ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო მშვიდად გადის ამ განსაცდელს. „დღეს რთული დრო არის მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი გამოწვევ...

აშშ-ს საელჩო ვაკის პარკის ტრაგედ...

ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს,- ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. საელჩო მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან. "ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება. უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ" - წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ გუში...

ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ილია მე...

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გადადგომას გეგმავდა.  როგორც ჯაღმაიძემ სვეტიცხოველში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თუმცა მღვდელმთავრებმა ხელი შეუშალეს.  "ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი გადადგომის შესახებ, თუმცა არანაირი თარიღები, არანაირი ვადები სიმართლეს არ შეესაბამება. ალბათ, გადადგომას მისი ჯანმრთელობიდან ან ასაკიდან გამომდინარე გეგმავდა. მღვდელმთავრები არიან წინააღმდეგი ამის და განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება&quo...

საპატრიარქო - ვაკის პარკის ტრაგე...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  მათი ცნობით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც. „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნული საპატრიარქოს ინფორმაციაში. დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „სვეტიცხოვლობას“ აღნიშნავს.

ილია მეორე - ვლოცულობთ პატარა მა...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ვაკის პარკის ტრაგედიისას გარდაცვლილ 13 გოგონას სამძიმარს უცხადებს. “დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის  დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე", - ნათქვამია ქადაგებაში.  შეგახსენებთ, რომ გუ...

მელია 13 წლის გოგონას გარდაცვალე...

როგორ შეიძლება მილიონობით ლარს ხარჯავდე პროექტის განხირციელებისთვის და ბავშვები გიკვდებოდეს სწორ ადგილას, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 13 წლის გოგონას გარდაცვალებას, რომელსაც ახლად გახსნილ ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. მელია ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ სიკვდილს ოლიგარქიული, კორუფციული სისტემა იწვევს. "რა თქმა უნდა, შემზარავია, რა თქმა უნდა, გამანადგურებელია და მე, როგორც მშობელს, წარმოდგენაც კი მზარავს, რომ მსგავსი რამე დამემართოს, მაგრამ დაემართათ მშობლებს იქ, სადაც არ ელოდებოდნენ ამ ამბავს. მესმის, მძიმე წ...

13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პ...

13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა.  მისივე თქმით, მეორე მოზარდი მართვით სუნთქვაზეა. "მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.  შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის მოსწავლეები ჩავარდნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამ...

პსპ ფარმამ სს „ქართული ლუდის კომ...

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  PSP-მ  განაცხადა, რომ  მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან. ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად  და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები.

სუს-ი - დვანის მიმდებარედ რუსეთი...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრეცელებს. სუს-ის ცნობით, ბორდერიზაციის პროცესში რუსეთის ძალებმა უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიო...

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პ...

5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა. ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე. ლიბერთი უკვე ექვსი წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. ,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულ...

2023 წლიდან პენსია იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულების დაფინანსება 770 მლნ ლარით გაიზრდება.  როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა: პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის 365 ლარი გახდება  70 წლის ან მეტი ასაკის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 420 ლარამდე გაიზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, 300 ლარამდე გაიზრდება 70 წლამდე პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარი გახდება  მთავორბის მეთაურმა დასძინა, რომ აღნიშნული ცვილელა ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელები...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით გაზრდება.  როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით. "ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად, 2023 წელს იქნება 24,3 მილიარდი ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. ძირითადი პრიორიტეტებია - თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უ...

შსს - ყველა სასაზღვრო გამშვებ პუ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა.  უწყების ცნობით, საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა ასევე შემცირებულია. 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9642 ...