8 აგვისტოდან საქართველო გაერთიან...

გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმს ცვლის და ქვეყნის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 აგვისტოდან საქართველო დიდი ბრიტანეთის ე.წ წითელი ქვეყნების სიაში იქნება. საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრება, მთელი რეგულაციების დაცვით, შეეძლებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ცხოვრების უფლება აქვთ. გაერთიანებული სამეფოს წითელი ქვეყნების სიაში 66 ქვეყანა იყო, თუმცა მათ საქართველოსთან ერთად დამეატა მაიიოტა, მექსიკა და რეუნიონი.  რაც შეეხება მწვანე ქვეყნების სიას, მათ დაემატებიან: ავსტრია, გერმანია, სლოვენია, სლოვაკეთი, ლატვია, რუმინეთი და ნორვეგია.  ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ...

მელია დათუნაშვილზე: ფედერაციამ ა...

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია საკუთარ Facebook-ზე სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ბრინჯაოს მედლის მოპოვებას გამოეხმაურა. "ჩვენი ქვეყნის უკუღმართობამ, ფედერაციაში არსებულმა განუკითხაობამ იგი იძულებული გახადა სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა და მისი წარმატება მისი სამშობლოს წარმატება არ ყოფილიყო." - წერს ნიკა მელია. ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ ბლოკში დღეს სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ხორვატი ივან ჰუკლეკი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

223 კილოგრამი - ლაშა ტალახაძემ ა...

პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 208 კგ შეუკვეთა და იოლად დაძლია, მეორეზე – 215 კილოგრამს შეუტია. მისი აწევა ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას არც ოლიმპიური რეკორდის დამყარება გასჭირვებია. მესამე ცდაზე მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ 221 კგ შეუკვეთა. თუმცა ბოლო მომენტში 223-ად გადააკეთა. მიზეზი მარტივია – 222 კგ ლაშას მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი იყო. მისი გაუმჯობესებისთვის კი ერთით მეტი კილოგრამი იყო საჭირო. მან 223 კილოგრამიც დაძლია. აკვრაში ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 247 კგ შეუკვეთა. მისი დაძლევა საკმარისი აღმოჩნდებოდა ოლიმპიური ოქროს მოსაგებად.

გაბუნია - ინფიცირების 4 000-ზე მ...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის 4 000-ზე მეტი შემთხვევა ბოლო 2 დღის განმავლობაში მიუთითებს, რომ საქართველო მეოთხე ტალღის პიკშია. როგორც გაბუნია განმარტავს, ვირუსისგან მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენება და არსებული რეგულაციების დაცვაა. „4 000-ზე მეტი შემთხვევაა უკვე ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ პიკია რეალურად, მეოთხე ტალღის. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება, 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული და დამატებითი კლინიკები ერთვებიან, ასევე ემატება სასტუმროებიც და ბინაზე 27 000-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას. გუშინ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისათვის, რომ სა...

ბოროტმოქმედებმა მაჰათმა განდის ძ...

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა. კალაძემ აღნიშნა, ვარკეთილში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს. „პრობლემა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. მხედველობაში მაქვს ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები. რასაც ვაკეთებთ, ეს იქნება ახალი სკვერები, პარკები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, კეთდება ისევ და ისევ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ფაქტებს საკმაოდ მრავლად ვხვდებით. როგორც მოგეხსენებათ, 10 ივლისს ვარკეთილში მდებარე სკვერში ინდოეთის სახელმწიფ...

საქართველოში კორონავირუსის 4 233...

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 229 ტესტი და დადასტურდა 4 233 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35 %. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა - 591, იმერეთი - 518, ქვემო ქართლი - 200, შიდა ქართლი - 185, გურია - 107, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27. ამ ეტაპზე...

თბილისში, რუსული სამხედრო ძალები...

თბილისში, სავარაუდოდ, რუსეთის ძალოვანი უწყების მანქანა გადაადგილდება. ინფორმაციას და ფოტომასალას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები ავრცელებენ. როგორც სამოქალაქო მოძრაობაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ პოლიციას უკვე შეატყობინეს და ინფორმაცია შესაბამის სამსახურს უკვე გადაეცა. „მოძრაობა საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ფოტო საბურთალოზე, ყაზბეგის ქუჩაზე დღესაა გადაღებული.

გაბუნია- დამატებითი რეგულაციების...

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში, დღევანდელი მდგომარეობით და საბჭოს გადაწყვეტილებით, დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. თუმცა, გაბუნიას განმარტებით, "რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე". ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანა ამ დროისთვის იმყოფება ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში, – "ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, პროგნოზულად, რომელსაც ჩვენ  საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიდან ვიღებთ. ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ესაა პიკი, რომელიც შემდეგი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ...

ილია მეორე ანჩისხატის საპატრიარქ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით მიმართავს. მოგეხსენებათ საქართველოში ღვთის განგებით ჩამობრძანდა ქარისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქიმნელი ხატი ანჩისხატად - „პირი ღვთისად“ წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.  ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო. ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი ბ-ნი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ ...

4 827 ინფიცირებული, 34 გარდაცვლი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  428 670-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯა...

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45...

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო“ 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, როგორც კი უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აიცრებით თუ არა, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. ეს მაჩვენებელი 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 6 ნიშნულითაა გაზრდილი. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ავიცრები, როგორც კი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდება - 18%    ავიცრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ - 19% ავიცრები, კანონის ან დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში - 7% არ ავიცრები - 45% უკვე ვაქცინირებული ვარ - 5% სხვა - ...

საქართველოში კორონავირუსის 1 655...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 661 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 041 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 620 PCR ტესტით. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 655 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1ე-ლი აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.08 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.68 %. ბოლო 24 საათში ვირუს...

კვლევა - საქართველო ევროპის კონტ...

OC MEDIA-ს მომზადებულ სტატიაში საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის, ISSP-ის კვლევის შედეგებზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად სახელდება. „საქართველოში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ჰომოფობიის მასშტაბი ქვეყანაში და გამოკითხულთა მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანა შესაძლოა იყოს ყველაზე ჰომოფობიური, კონტინენტზე“, - აღნიშნულია სტატიაში. ISSP-ის გამოკითხვა 33 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში ჩატარდა. რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სქესოს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია. საქართველო ამ მაჩვენებლით კვლევის პ...

ბათუმში ბერლინელ DJ-ის ჰომოფობიუ...

ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ბერლინელ DJ- ის Phase Fatale. თავს დაესხნენ . ის ფესტივალ Sphere-ის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია . ფესტივალი დღეს უნდა გაიმართოს ბათუმში. ძალადობისა და ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შესახებ არტისტიმა საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე წერს და " სთორიში" ფოტოს აქვეყნებს. მისი განცხადებით  ერთ-ერთი თავმდამსხმელი იმ კლუბის დაცვის წევრი იყო, რომელშიც არტისტს დღეს უნდა დაეკრა.

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერ...

ქართველმა  ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში 100 + წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში თუშიშვილი ჩეხეთის წარმომადგენელს ორ გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლუკაშ კრპალეკას შეხვდა და დამარცხდა. თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც იგი  ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს შეხვდა და დამარცხა , მეოთხედფინალში კი ბრაზილიიელ რაფაელ სილვას მოუგო, რაც შეეხება  ნახევარფინალს, თუშიშვილმა რუს ტამერლან ბაშაევს სძლია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისტვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს რიგით მეოთხე მედალია. 

საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცი...

"ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ეპიდაფეთქების დასაწყისი და მთავარი მტერი დიდი თავშეყრებია. ,,დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება ანუ ზე სვლა, თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში, გავდივართ შემდგომ პიკს, რაც შეიძლება 10 დღე ან 2 კვირა გაგრძელდეს. ამის შესაკავებლად ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია, უფრო მეტად ინტენსიფიცირება ვაქცინაციის ტემპის ქვეყანაში და მეორეს მხრივ დაცვა ...

საქართველოში კორონავირუსის 2 712...

საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში  1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416338  დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის პაციენტი 381246  უკვე გამოჯანმრთელდა,  გარდაიცვალა 5 793  ადამიანი .

გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში დ...

ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი (100 კგ) ოლიმპიადის ნახევარფინალშია და რუს მეტოქეს, ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში 2-გზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი სენსაციურად დაამარცხა. 26 წლის ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადაზე პირველად ასპარეზობს. ტოკიოს ოლიმპიადის პირველ წრეში თუშიშვილმა ტაჯიკი ტემურ რახიმოვი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელი რაფაელ სილვას დამარცხება მოახერხა, რომელმაც 3 ყვითელი ბარათი მიიღო.  ფინალური ეტაპი დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება.

პირველი ოქრო - ლაშა ბექაური ტოკი...

ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია ოლიმპიადის ნახევარფინალაში რუს მიხაელ იგოლნიკოვს შეხვდა, ერთი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელს მოუგო და ოქრო მოუტანა საქართველოს. შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი კოჩმანი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვს მოუგო.

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკ...

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირი საინტერესოდ მიმდინარეობს. 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო ესპანეთის სახელით მოჭიდავემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა. მეოთხედფინალში შერაზადიშვილი რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა. ორთაბრძოლის დასრულებამდე 9 წამით ადრე რუსმა სპორტსმენმა მეტოქე მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა, რამდენიმე წამის მანძილზე შერაზადიშვილი ტატამზე უგონოდ იწვა, ქართველ ძიუდოისტს დახმარება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გაუწია. შერაზადიშვილის მსგავსად მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ლაშა ბექაური. 21 წლის ქართველმა ძიუდოი...