შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია კულტურის სამინისტროსთან მინისტრის, თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად, ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, ეკა კიკნაძემ გაავრცელა. „დიდი მადლობა ყველას აქციაზე მოსვლისთვის. იქ შევიტყვეთ, რომ დინარა ვაჩნაძე, რომელიც ზაფხულში ჩემთან ერთად ჩამოაქვეითეს და სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი, ასევე გაათავისუფლა წულუკიანის ადმინისტრაციამ. დღეს მიიღო ბრძანება“, - წერს ეკა კიკნაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 56-ვე ოჯახმა ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეისყიდა. „ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს 2017 წლის ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. უკვე 2000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. დაახლოებით, სამასი მილიონის ქონება არის გადაცემული ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ თავისი რაიონის გამგეობას, სადაც მ...
20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით. თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა დღემდე ისარგებლეს 1 270 678 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 860 295 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 2 130 973 ლარს შეადგენს. ...
პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც იგი უკრაინაში, სოლიდარობის მიზნით, ვიზიტს გეგმავს. მისი სიტყვით, საქართველოში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, მას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი პასპორტი „არ უმწვანდება“. „უკრაინაში ვგეგმავ ვიზიტს სოლოდარობის მიზნით და იმის გამო, რომ ვიღაცას დაავიწყდა ტექნიკურად აპლიკაციაში ვადების შემცირების შეტანა და კი დამიმთავრდა იზოლაცია, მაგრამ პასპორტი არ მწვანდება, უნდა ველოდო კიდე დღეები. ან ვარ გადამდები ან არა ხო? თან კი თან არა როგორ გამოდის? თუ მორჩა იზოლაცია რატო ვარ შეზღუდული?“, - წერს ელენე ხოშტარია.
21 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას ეტაპობრივად, ახალი მარშრუტები დაემატება. ამბავს „თბილისის მერია“ იუწყება. ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: „N416 - აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება. მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან ნ. გოგოლის ქუჩის გავლით, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს და კვლავ სადგურის მოედანს დაუკავშირდება; N428 - მეტროსადგურ „ისნიდან“ ყვარლისა და თეოდორ უშაკოვის ქუჩების გადაკვეთამდე გადაადგილდება; N431 - ბიჭვინთის ქუჩიდან იონა ვაკელის ქუჩამდე (აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამდე) იმოძრავებს და უკუმიმართულებით, ბუდაპეშტის ქუჩას, პეკინის გამზირსა დ...
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, დე ფაქტო ცხინვალის იზოლაციურ პოლიტიკას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. DRI -ის ცნობით, ახალგორის მაცხოვრებლებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ, რაც არაერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა. როგორც DRI –ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ საავადმყოფოს მთავარი ექიმის შეცვლის შემდეგ პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უფრო გართულდა. „გასული წლის დეკემბერში ახალგორის რაიონული საავადმყოფო ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, სავარაუდოდ, კორუფციული სქემა გამოიკვეთა, რის გამოც საავა...
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 306 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 021 943. ...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას თავიანთი ხალხისათვის საუკეთესო მომავლის არჩევის უფლება გააჩნიათ. მათივე განცხადებით, მომდევნო კვირებში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის მხირდან საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში შეჭრის, ქიმიური იარაღის გამოყენებისა და კიდევ სხვა უკანონო საკითხებს, აშშ-ს მოკავშირეებთან ერთად, სახელმწიფო რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, დღის წესრიგში დააყენებს. „უკრაინას, საქართველოსა და სხვა ევროპულ სახელწიფოებს უფლება აქვთ, თავიანთი ხალხისთვის საუკეთესო მომავალი თავად აირჩიონ, ამასთან შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის წევრები გახდნენ. ბოლო ს...
მსოფლიო პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსი თავისი დისთვის, ჯეიმი ლინ სპირსისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამბავს BBC იუწყება. საქმე ეხება ჯეიმი ლინ სპირსის ავტორობით გამოცემულ ახალ წიგნს, რომლის გაყიდვებისათვის გასაზრდელად, იგი ბრიტნის შესახებ „დამამცირებელ“ განცხადებებს აკეთებს. ამის თაობაზე, ბრიტნის ადვოკატმა, მეთიუ როუსენგარტმა განაცხადა. „ბრიტნი ამის დაშვებას არ აპირებს და არც უნდა დაუშვას. ცრუ და ზედმეტად ფანტასტიკური ამბების მოყოლა არასწორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამით წიგნების გაყიდვას ცდილობ. ამასთან ერთად, ეს პოტენციურად უკანონო და დამამცირებელი ქმედებაცაა “, - აღნიშნა ადვოკატმა. ამბავთან დაკავშირებით, ჯეიმი ლინს კომენტარი ჯერჯერობ...
იტალიაში, რეჯო-დი-კალაბრიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძე დაიკარგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება. უკანასკნელი ცნობებით, რამდენიმე დღის წინ, ნათია ჭულუხაძე რომის აეროპორტში იყო. სწორედ, ამ ადგილიდან ქრება მისი კვალი. „დაიკარგა ემიგრანტი იტალიაში რეჯო კალაბრიაში 28 წლის ნათია ჭულუხაძე „შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხს“ დახმარებისთვის მიმართა ემიგრანტმა თაკო თაკომ. კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით... გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ. (ის რამდე...
თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია. აღნიშნულის შესახებ, გზების დეპარტამენტი იუწყება. ასევე, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება. „თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ...
დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. - ამის სესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით. ს...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ62 მ...
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება. სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გელათის სამონასტრო კომლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას ეხმიანება. საიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები იკვეთება. საია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, ეს საქმე გამოიძიოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის ოქტომბერში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა[1] გენერალურ პროკურატურას გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებული ...
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.26%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში გამო...
დაწესებული რეგულაციები ადეკვატურია დამატებითი შეზღუდვები სამთო კურორტებზე არ იგეგმება. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე, ის რეგულაციები, რაც დაწესებულია საკმაოდ ადეკვატურია“, - თქვა ნათია თურნავამ. ამასთან, საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში კოვიდ19-ის გამო დაწესებული რეგულაციები. „მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესებ...
სახალხო დამცველი სანატორიუმ „ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება და ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილების დროულად განსახლებას მოითხოვს. ომბუდსმენის განცხადებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია. "სახალხო დამცველი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ოჯახებზე და ასეთი შენობებიდან მათ დროულად განსახლებას მოითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია საექსპ...
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 196 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 515 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 999 343-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.69%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი, ხოლო ჯამში...
დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში. „მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არს...