ანდრო ჭიჭინაძე - იმედია, შოთა რუ...

თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან ეხმიანება.  დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები "ღია დაპირისპირებაში შესვლას", ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს!  რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში, სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და საპატივცემულო ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელ...

ზურაბიშვილი - სტუდენტების გარიცხ...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან "სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია". მისი თქმით, რექტორი, გიორგი შალუტაშვილი, რომელიც "თავს იწონებდა" მარო მაყაშვილის შთამომავლობით, მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა. "თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია. ინსტიტუტის რექტორი შალუტაშვილი მახსენდება იმითი, რომ მარო მაყაშვილის შთამომავლობით თავს იწონებდა. ის ვერ გაიაზრა, რომ დღეს გარიცხული სტუდენტები მარო მაყაშვილის ნამდვილი შთამომავლები არიან, თვითონ კი მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა!"- წერს სალომე ...

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებ...

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები. მათ საკანონმდებლო ორგანოს კიბეებთან გაშალეს ბანერი წარწერით: „ტირანიის წინააღმდეგ“. მანამდე კი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტისკენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან მსვლელობა მოაწყვეს. ხელოვანების განცხადებით, მიმდინარე პროცესში ყველა მოქალაქემ სხვადასხვა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა. მათივე თქმით, პროტესტის გამოსახატად აქციისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არაა და პარლამენტთან ღამის გათენება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატ...

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუნდეტების გარიცხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს. უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. ისინი ურჩევენ სტუდენტებს, გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის...

SABA Reader - განახლებული პრემიუ...

13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომი. ეს კამპანია “საბას” მეგობარი გამომცემლობების  - სულაკაურის გამომცემლობის, პალიტრა L-ის, ინტელექტისა და არტანუჯის მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მთავარი მიზანია, “საბას” განახლებული პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება პირველი გაეცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან გამოცემებს. ექსკლუზიური წიგნების ჩამონათვალი მუდმივად განახლდება და პირველ ნაკადში “საბა” პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს 5 წიგნზე ...

ახალი თეატრის რეგიონებში სვლას ა...

ახალი თეატრის "მანიფესტი" რეგიონებში სვლას აგრძელებს. ამჯერად საპროტესტო წარმოდგენა გორშია ჩანიშნული. სტიქიის გამო, რასაც გურიაში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, გაფიცულ მსახიობებს პაუზა ჰქონდათ აღებული. ისინი დიდთოვლობის ეპიცენტრში იყვნენ და მოქალაქეებს ფიზიკურად ეხმარებოდნენ, თუმცა დღეიდან პროტესტი რეგიონებში გრძელდება. მანიფესტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზე გაიმართება.  მსახიობები ამბობენ, რომ გორში გულთბილ დახვედრას ელოდებიან, სადაც მოქალაქეების პრობლემების შესახებაც მოისმენენ.  ვიყავით 4 სხვადასხვა ქალაქში, თუმცა გორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია და კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობაა პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ ეს არის რ...

აქტივისტებმა ახალი პლატფორმა თერ...

აქციების განრიგს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიახლეებს მოქალაქეები დღეიდან ახალ პლატფორმაზე გაეცნობიან. პროტესტის მასშტაბების ზრდის მოტივით სამოქალაქო მოძრაობაში ჩართულმა აქტივისტებმა, პროგრამისტების ჯგუფთან ერთად, პლატფორმა “თერგი” შექმნეს. იდეის ავტორების თქმით, “თერგი” პროევრუპულად განწყობილ საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან თავი ხელისუფლების ტერორისგან. თერგი არის პლატფორმა, რომელიც შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობაში ჩართული აქტივისტებისა და პროგრამისტების ჯგუფის მიერ და მიზნად ისახავს სრულ კოორდინაციას, დაგვეხმარება იმაში, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი პროტესტი და აქტივობა. ასევე გვაქვს იმედი, რომ გაზრდის პროტესტის მასშტაბებს და დეცე...

პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცესკოს ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა მიხეილ ყაველაშვილმა. ცვლილების მიხედვით, კომპენსაცია ერგებათ 65 წელს მიღწეულ იმ პირებს, ვისაც, ჯამში, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ, მათ შორის, უწყვეტი 5 წლის განმავლობაში იყვნენ ცესკოს წევრები. მისი ოდენობა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი იქნება. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ისინი, ვისაც სასამართლომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდასტურა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გ...

საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება. "დედებო, გილოცავთ დედის დღეს. გილოცავთ თქვენ, ვისი შვილებიც უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს", - წერს მე-5 პრეზიდენტი Facebook-ზე. მსვლელობა 20:00 საათზე, ფილარმონიიდან დაიწყება.

რკინიგზა დიდთოვლობის გამო რამდენ...

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №6355/6356 ქუთაისი-რიონი; №6353/6354 ქუთაისი-რიონი; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი-ბორჯომი; ასევე, უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ: 3 მარტს: №685 ბორჯომი-თბილისი; 3-4 მარტს: №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; "აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება" - აცხადებს ...

შემოსავლების სამსახურის სახელით,...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დაბრუნების მიზნით, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას სთავაზობენ. შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან.  თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ  მოქალაქეთა თანხების დაუფლებას/გამოყენებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შ...

ჩოხატაურში რამდენიმე სოფელი კვლა...

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მისივე ცნობით, მოსახლეობას გამოელია საკვები და ისინი დახმარებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ გზები გაწმენდილი არ არის, მათთან მისვლა ვერ ხერხდება. „ამ წუთის მონაცემებით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი სურების მხარე, ეს იქნება: ვანი, შუა სურები, ზემო სურები - გზა არ არის გაწმენდილი. მოგეხსენებათ ძალიან მაღალმთიანი ზონაა და იქ მყოფი ადამიანები ითხოვენ შველას. ასევე, არის სოფელი სამება, სადაც ურთულესი მდგომარეობაა. ასევე, სოფელ კალაგონში არიან მოხუცები ჩარჩენილი. მძიმე სიტუაციაა კოხნარსა და ზემო ხეთშიც. არცერთ სოფელში შიდა...

ვატო სურგულაძე გურიის სტიქიაზე -...

გურიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე სტიქიის ზონაში ჩასული კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებიც საუბრობენ. როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, მთავარ პრობლემას გაუწმენდელი გზები წარმოადგენს,  სწორედ ამიტომ, მისივე განმარტებით, კოალიციის იდეაა, რომ იქირაონ მძიმე ტექნიკა და ხალხს დაეხმარონ. სურგულაძე აღნიშნავს, რომ დღეს ოზურგეთში შექმნილ საგანგებო შტაბში 200-ზე მეტი ზარი შევიდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღმოუჩინეს დახმარება, მიაწოდეს საკვები და მედიკამენტები. ვითარება საკმაოდ მძიმეა. 200-ზე მეტი ზარი მივიღეთ ცხელ ხაზზე, ამ ზარების ანალიზს ვაკეთებთ, რა არის სასწრაფო, რამ შეიძლება მოიცადოს. დღეს ბევრი გასვლა გვქონდა. მივაწოდეთ მედიკამენტები, საკვები, ს...

რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს ...

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს  მატარებლების რამდენიმე რეისს აუქმებს. კერძოდ: 26 თებერვალი: № 804  თბილისი - ბათუმი; №801   ბათუმი - თბილისი; №869  ზუგდიდი-თბილისი; №874  თბილისი -ფოთი; №617  ბორჯომი-თბილისი; №686  თბილისი - ბორჯომი; 27 - 28 თებერვალი: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356  ქუთაისი-რიონი; № 6353/6354  ქუთაისი -რიონი; № 682/681  ქუთაისი- ბათუმი; № 684/683  ქუთაისი-ბათუმი; № 613/614  ბათუმი-ოზურგეთი;  №618/617  თბილისი - ბორჯომი; №685 ბორჯომი-თბილისი; "მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინ...

საქართველოს საერთაშორისო და შიდა...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე) ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს. მთელი ქვეყანის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური...

საია - დღეს მზია ამაღლობელს კლინ...

"საიას" ინფორმაციით, მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივა მედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს,  ციხეში დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.    ამაღლობელს ასევე სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში. შეგახსენებთ, მზია ამაღლობელმა შიმშილობა 38 დღის შემდეგ, 18 თებერვალს შეწყვიტა. 

ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ...

მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმები ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ. „დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,-აღნიშნა ჩხაიძემ. შეგახსენებთ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიცი...

ზაზა ოქუაშვილი - „მთავარი არხის“...

„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ, – ამის შესახებ „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ოქუაშვილი აცხადებს, ელეკომპანია „მთავარმა არხმა“ შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა. იმ დროს, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველოში მწვავე ვითარებაა და, მეორე მხრივ, სასამართლო პროცესები მაქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში ივანიშვილისა და მისი მთავრობის წ...

თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Fre...

13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია. შეჯიბრება ზურულდის მთაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა 3 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს. გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოება მესტიის პარკში მოწყობილ სპორტულ სოფელში გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენებს მედლები და პრიზები გადაეცათ. შეჯიბრებას, სპორტულ სოფელში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, თვალს ადევნებდნენ ზამთრის სპორტის მოყვარულები და გულშემატკივრები. ამასთან, ყველას ჰქონდა საშუალება, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთ პროდუქცი...