25 აგვისტოდან კვების ობიექტები 2...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. "ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება მკაცრი კონტროლი", – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ისრაელმა საქართველო „წითელი" ქვე...

ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილება ძალაში 1–ელი სექტემბრიდან შევა. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გა...

საქართველოში ჩატარებული აცრის რა...

24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებული აცრის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 1 010 096 აცრაა ჩატარებული. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია. ამასთან, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.

გამოვლინდა 5 924 ახალი შემთხვევა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 4 777 პირი გამოჯანმრთელდა.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტებ...

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ(FDA) სრული ავტორიზაცია მიანიჭა “ფაიზერისა“ და  “ბიოტექის“ ვაქცინას,  მათ ჯერ კიდევ  დეკემბერში მიიღეს გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოყენების ავტორიზაცია.-ინფორმაციას  „Reuters”-ი ავრცელებს სააგენტოს ცნობით, FDA– მ დაამტკიცა ორი დოზის ვაქცინა 16 წელს ზევით  ასაკის ადამიანებისთვის გამოსაყენებლად. კოვიდ -19 საწინააღმდეგო სხვა  ვაქცინებიდან არცერთს, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA– ს გადაუდებელი სიტუაციის დროს  გამოყენების ნებართვა - მათ შორის “მოდერნა“ და “ჯონსონ-ჯონსონის“ ვაქცინებს  - აქამდე  არ მიუღიათ სრული ავტორ...

რუხის კლინიკაში კორონავირუსით 22...

22 წლის ახალგაზრდა  რუხის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, ის კლინიკაში ერთი თვის მანძილზე მკურნალობდა. როგორც რუხის საავადმყოფოს დირექტრომა განაცხადა, მას თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც გართულდა მისი ჯანმრთელობის მდგომაროება. „პაციენტი შემოყვანილი იყო ოკუპირებული ტერიტორიიდან, მას ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, რაც იწვევდა მის დამძიმებას. კოვიდ ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენთან, რეანიმაციულ განყოფილებაში. მალევე მოხდა მისი გადმოყვანა საზღვრზე. თავიდანვე, შემოყვანისთანავე  მძიმედ იყო “- განაცხადა კლინიკის დირექტორმა დავით შონიამ „ფორმულასთან“ საუბრისას.  მისი თქმით, ამჟამად რუხის კლინიკაში ო...

მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რო...

ვაქცინის მესამე დოზა ჯერ გარკვეული ჯგუფისთვის დაიშვება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.  მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ, ანუ მესამე დოზის, საკითხზე იმსჯელებენ და ცვლილება საქართველოს პროტოკოლშიც შევა. მესამე ე.წ. ბუსტერ დოზაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე, ჩვენ ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. მასობრივად მესამე დოზების გამოყენების შესახებ ჯერჯერობით მსჯელობა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპი...

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისასა აღნიშნა, აღნიშნულ საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება გუშინვე დაიწყო. „დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით", – განაცხადა მინისტრმა.

ოცნება - 44.7%, ენმ - 32.6% - „ქ...

„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში მათი პარტია 44.7%-ით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კი, 50.3%–ით ლიდერობს. კვლევის შედეგები ჟურნალისტებს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აცნობა. "დღეს ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევის შედეგებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით. დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რ...

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 979 813​  პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 294 365  ადამიანი. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში

კორონავირუსით კიდევ 60 პაციენტი ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 5 200 პირი გამოჯანმრთელდა.

რეგულაციების დაცვა კიდევ, მინიმუ...

“რეგულაციების დაცვა წელიწადი, წელიწად-ნახევარი და კიდევ მეტი დაგვჭირდება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს. მისი თქმით, ჩვენ ომში ვართ და ქართველმა ხალხმა ეს უნდა გაითავისოს. “ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ დღეს მიკროსამყაროსთან, ვინ ვის დაამარცხებს, რთულია, აქედან გამომდინარე, ამარცხებს მას მხოლოდ და მხოლოდ აცრა და რეგულაციებს დაცვა, რომელიც დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს, წელიწადი, წელიწად-ნახევარი და მეტი კიდევ, შეიძლება. იმიტომ, რომ ეს ვირუსი ებრძვის მაკროსამყაროს, იცვლის გენეტიკურ შენობას, იცით ეს, მუტაცია ხდება ხშირი იმიტომ, რომ ადაპტირდეს და უფრო მეტი ადამიანი დააზიანოს, აქედან გამომდინარე, იცავს, მხოლოდ დ...

ამირან გამყრელიძე- ორსულები აუცი...

ბევრი ჩემი კოლეგა სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის „ფაიზერის“ შესაბამისი მარაგი, რომ ისინი აიცრან. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  ვებინარზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობთ ორსულებისთვის სამი ვაქცინაა დაშვებული ეს არის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“. „სამწუხაროდ, დედათა, ორსულთა სიკვდილობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა მ...

ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზი, ...

ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირე სტაბილიზაციის სურათი იკვეთება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთანავე, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე საუბარი არ არის. „ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთ რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს არის შედარებით ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო გუშინ ან თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ, ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირე სტაბილიზაციის სურათი იკვეთება. ჩვენ მთავარია დღეს აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც დღეს დ...

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტ...

გუშინ საღამოს დადგა ის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტია მოთავსებული. „გუშინ საღამოს დადგა ის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო, 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 4 743...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4  743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 3 393 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მასშტაბით მასწავლებე...

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა. ვაქცინაციაზე მისულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს...

მეუფე იაკობი პანდემიაზე - ჩემთვი...

ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა, მაინც ასე ვცხოვრობდი, არც ზედმეტად ვიბან და არც ისე. - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას, პანდემიაზე საუბრისას განაცხადა „როგორც ბერი, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა, მაინც ასე ვცხოვრობდი, არც ზედმეტად ვიბან და არც ისე. სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით ხო საქართველოში მაგი, ხელის ბანა არის თუ პირის. უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ“, - განახადა მეუფემ.    

დღეს საქართველოში კორონავირუსით ...

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში 49 468 ტესტი ჩატარდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 9,95%, ბოლო 14 დღის - 10,78%, ბოლო 7 დღის - 11,01%. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 921 შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 948, რაც შეეხება რეგიონებს: აჭარა - 739, იმერეთი - 626, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 257, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37. 19 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილია 258 303 ადამიანი.

“ ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქც...

თამარ გაბუნიამ კორონაინფიცირებულთა შორის ვაქცინირებულების რაოდენობაზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით გაბუნია ასკვნის, რომ “რეალურად ვაქცინა მუშაობს და იცავს მძიმე შემთხვევების განვითარებისგან”. “ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე აცრილი პირებისრაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არიყო. საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500 პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. ანუ, ორჯერ ვაქცინირებულების ერთ...