5 წლის გოგონა, რომელიც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ადასტურებენ. კლინიკაში აცხადებენ, რომ გოგონა წუხელ გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა. არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.
მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენები 20 ივნისიდან ყოველდღე შესრულდება. სააგენტომ ამ მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.
მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ახალწვეული იუსიფ ნასიბოვი (დაბადებული 2005 წელს) გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი. "პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა ...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუქია დაიღუპა. შემთხვევა ბოგდანოვკაში გუშინ მოხდა, აფეთქებას ქართველი მებრძოლთან ერთად 5 უკრაინელი მებრძოლი ემსხვერპლა. ქართველი მებრძოლის ცხედარი ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენებული ამ დრომდე არ არის. ზურაბ მუშუქია აფხაზეთისა და აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ცნობისთვის, ზურაბ მუშუქია 46-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.
9 ივნისს, რესტორან "ბინა N37"-ში, სლოგანით "სიკეთე იწყება შენით!" საქველმოქმედო საღამო გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, საქველმოქმედო საღამო მიზნად ნინო ქათამაძის ფონდის საქმიანობის მხარდასაჭერად რესურსების მობილიზებას ისახავს. "ფონდი ზრუნავს 70-ამდე ბავშვზე, ლტოლვილებზე, ძირითადად, უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ფონდი უზრუნველყოფს მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, აწყობს მასტერკლასებს, ხელს უწყობს ნიჭიერი ბავშვების განვითარებას - მუსიკა, სახვითი ხელოვნება; ბავშვებს უტარდებათ სამედიცინო ოპერაციები და ა.შ. საღამო მოიცავს გასართობ პროგრამას, მათ შორისაა ნინო ქათამაძის სიმღერების შესრულება, მის...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ უკანაფშავში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, სოფელ უკანაფშავში მიწისძვრა გუშინ, 6 ივნისსაც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 - 8 ივნისს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში, "მსოფლიო საფოსტო კავშირისა" (Universal Postal Union) და "მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის" (World Customs Organization) გლობალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე პრეზენტაციით წარსდგება. "საქართველოს ფოსტის" ცნობით, კონფერენციის თემა გახლავთ „ქვეყანაში შემავალი ელექტრონული კომერციის გამოწვევები და შესაძლებლობები საფოსტო და საბაჟო დარგების თანამშრომლობისას". აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან საფოსტო და საბაჟო დარგის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
2020 წლიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშშია ნათქვამი. როგორც TI-ის ანგარიშშია ნათქვამი, მედია გარემოს გაუარესებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ვინაიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არ ქონა კიდევ უფრო ამწვავებს და ახალისებს მათზე თავდასხმის შემთხვევებს იმ ფონზე, "როცა გრძელდება ხელისუფლების წარმომადგენელთა აგრესიული და დამამცირებელი განცხადებები კრიტიკული მედიის მისამართით". ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზეც, რა...
"ლიბერთის" მხარდაჭერით, მზიურის სოციალური კაფე, ერთი თვის განმავლობაში, ბავშვების საგანმამათლებლო პროექტს უმასპინძლებს. ,,მზიურმცოდნე" ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე, კაფე მზიურის სივრცეში, პატარები შესაბამის ცოდნას მიიღებენ ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების შესახებ. ,,კაფე მზიური, მეორე წელია, "ლიბერთის" მხარდაჭერით ვახორციელებთ "მზიურმცოდნეს". ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საბავშვო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილე ბავშვები ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვის და ინკლუზიური გარემოს შესახებ მნიშვნ...
საქართველოში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიზანია, საქართველო რეგიონის საავიაციო ჰაბი გახდეს, დღეს არსებული აეროპორტი კი, არ არის დამაკმაყოფილებლი და ვერ პასუხობს გამოწვევებს. მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომლის ასაშენებლადაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომი შეირჩა. "მინდა ამ დღის მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად, ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდ...
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, - ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ხვიჩა კვარაცხელიამ 33 მატჩში შეძლო 12 გოლის და 10 საგოლე გადაცემის მის ანგარიშზე ჩაწერა, რითაც სეზონის განმავლობაში ოქროს ქულები ჩაიწერა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სერია A-ს ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა საუკეთესო მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“). საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე – ნიკოლო ფაჯიოლი („იუვენტუსი“). საუკეთესო მეკარე – ივან პროვედელი („ლაციო&ldquo...
თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება. როგორც პრაიდის ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, წელს თბილისი პრაიდის კვირეული პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს მოიცავს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს. "სიყვარულს ვერ დაამარცხებ! თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა...
კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გაკვეთილებს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, ლელა კოტორაშვილი წაუკითხავს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მოწვეული მწერლების და გიორგი კეკელიძის სტუმრობას ამ რეგიონის სოფლებში და საჯარო ლექციების ჩატარებას. „PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, ახალგაზრდული გაერთიანებების, ახალგაზრდული პარლამენტის, უნივერსიტეტების თვითმართველობის ღონისძიებებში. განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციის...
პარლამენტთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. როგორც თვითმხილველი რაფიელ კაკაბაძე აცხადებს, როგორცკი ბექა გრიგორიადისმა დააპირა კარვის გაშლა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით წაართვეს და შემდეგ დააკავეს. "მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
გამოდიან და გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით, იმით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, საქართველო უნდა მოემზადოს, რათა ომის დასრულებისას ქვეყანა "შედარებით ძლიერად იყოს". "რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? იმის მაგივრად, უკრაინას რომ ეხმარები თუ გინდა და თუ საქართველო პარტნიორია, იაფად მომცე რაღაცები, რომ გავიდე რუსული ბაზრიდან, არც იმას მაძლევ და რომ აღარ გექნებათ არც საწვავი და არც საკვები, რა უნდა ქნათ?! თქვენ თვითონვე შეხედეთ სიტუაციას. გამოდიან და გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინას ლოცვებით ვეხმარ...
ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მძლავრია, სახელმწიფოში ყველაზე მძლავრია, ყველაზე მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებაა. თქვენ სამოქალაქო საზოგადოება მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები გგონიათ?!- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა თქვა, "ჩვენ არ ვერევით სახელმწიფოში ვინმეს დანიშვნაში და ჩვენთანაც არავის ჩავრევთ". „მინდა შევეხო სეკულარიზზმს. ზოგიერთები არასწორედ განმარტავენ ხოლმე. ამდენი წელია, ადამიანები პოლიტიკაში არიან და მათ მივმართავ, ვინც პოლიტიკაშია. კარგად გაარკვიეთ, რა არის სეკულარიზმი, თორემ ხალხსაც არ ესმის სეკულარიზმი და ჰგონიათ, როცა ვლაპარაკობთ ერის საჭირბოროტო საკითხებზე, თ...
ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდამჭერი პროექტების დაფინანსებას. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ, მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესის უნივერსალური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს 15 საჯარო სკოლის 10,000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. საბაზისო განათლების პროგრამა ახორციელებს საკლასო სწავლების მხარდაჭერის მრავალდონიანი სისტემის მიდგომის პილოტირებას, რომელიც სწავლის უნივერსალური დიზაინის ნაწილია, რაც მოიცავს სპეციალურ ტრენინგს მასწავლებლებისთვის, რათა უზრუნველყონ მიღებული ცოდნისა და უნარების წარმატებით გამოყენება სწავლების ყოველდღიურ პრაქტიკაში დ...
პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ცვლილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლის ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში გასეირნების წესებს დაარღვევენ. "ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. კანონპროექტი ასევე, შეეხება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ...
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე დღეს, გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ბარაბაძე 4 აპრილს, ბახმუტთან რუსეთის საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა. ფრონტის ხაზზე არსებული რთული ვითარების გამო კი, ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 40-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
წარმოგიდგენთ „ჯპს კლუბი“-ის მესამე მასტერკლასს: „ბოტოქსი და ფილერი - თანამედროვე ტენდენციები და ასაკისთვის შესაბამისი პროცედურები“. დასასწრებად აუცილებლია რეგისტრაციის გავლა: http://mygpc.ge/registration/ მასტერკლასს ჩატარებს კონსტანტინე მათითაშვილი. მასტერკლასი შედგება 2 ივნისს, "ჰილტონ გარდენ ინში", 19:30 სთ-ზე. მასტერკლასზე დასწრებას შეძლებს პირველი 30 დარეგისტრირებული. დასწრების საფასური - ჯპს ბარათის 30 ქულა. „ჯპს კლუბი" ეს არის ჩვენი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯპს-ს ლოიალურ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ უამრავ საინტერესო მასტერკლასს, მიიღონ ახალი გამოცდილება და შეიძინონ საჭირო უნარები პროფესიუ...