სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. "ინტერექსპრესნიუსი" მიმართვას, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: "მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო. რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც, გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: ,,მოწყალებისა კარი გან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში განახლდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოები. "ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება. გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. გზის ...
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. „მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით ...
თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს. „ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00...
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 27 ივლისს, ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემი შემოვა. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. სააგენტო ასევე განმარტავს, რომ გემი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. "გემის სააგენტო კომპანიის INFLOT-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია...
მიმდინარე წლის 18 ივლისს, საქართველოს ფოსტისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს. „შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეტაპზ...
„ლიბერთის“ ციფრული გადახდების პლატფორმაზე www.pay.ge, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას სასურველი გადასახადის დაფარვა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. Pay.ge „ლიბერთის“ ციფრული გადახდების არხია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს. „ლიბერთი“, თავის მომხმარებლებს მუდმივად აწვდის მათზე მორგებულ საბანკო სერვისებს და სპეციალურ შეთავაზებებს. სწორედ ამიტომ, Pay.ge-მ Mastercard-თან პარტნიორობის ფარგლებში, მის მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობა შესთავაზა, რომელიც გულისხმობს, 17 ივლისიდან Pay.ge-ს ყველა სერვისზე, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით...
მინდა, მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით, რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას?- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო. „ჩაიწერა ჩვენთან კონსტიტუციაში, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მო...
აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან - ვინ დარჩა, უკაცრავად? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან" ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტი გასინჯა "ყველამ, ვინც საჭირო იყო". "ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა, უკაცრავად? რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მ...
4 წლის ბავშვი, რომელიც ორმოში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში, საკუთარ ეზოში, ორმოში ჩავარდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. ბავშვი ქუთაისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მოზარდი ჩასული იყო აუზის იმ მონაკვეთში, რომელიც ბავშვებისთვის საბანაოდ განკუთვნილი არ არის,- ამის შესახებ ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი და მაშველები ადგილზე იყვნენ და მოზარდის გადარჩენას ცდილობდნენ. "მოხდა უდიდესი ტრაგედია და მინდა, სასტუმროს ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. სამედიცინო პუნქტი არსებობს ტერიტორიაზე, როგორც არის წესი. შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმო...
PSP-ს ორგანიზებით, წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი PSP Beauty Fair 21, 22 და 23 ივლისს ქუთაისში, ხოლო 30, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს ბათუმში იმართება. უკვე ქუთაისსა და ბათუმში სამი დღის მანძილზე, ფესტივალზე მოსული მომხმარებელი შეძლებს ყველა იმ საინტერესო გამოცდილების მიღებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ყველა თავის მოვლის მოყვარულ ადამიანს. ადგილზე დაგხვდებათ მსოფლიოს ცნობილი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები. ფესტივალის განმავლობაში PSP, როგორც ზრუნვის ადვოკატი, არღვევს სტანდარტებს და გარდა სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებებისა, მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად: სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს დერ...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში მაშველებმა ბიჭის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ცხედარი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის. არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ სამცვერას ჩანჩერთან გაუჩინარებული 18 წლის ბიჭია, რომლის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
15 ივლისს სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" ყრილობა გაიმართა. "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" ცნობით, ყრილობას 400 ფარმაცევტი დელეგატი დაესწრო, თუმცა ფარმაცევტული დარგის მიმდინარე გამოწვევებისა და პრობლემების გამო, ყრილობის მიმდინარეობაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 700-ს მიაღწია. "ყრილობას დაესწრნენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციები, ფარმაცევტ სტუდენტთა და ევროპული ბიზნეს ასოციაცია, აჭარის ფარმაცევტთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტის ფარმაცე...
წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში 16 წლის ბიჭის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაიწყო, რაც მომხდართან კავშირში არ არის. „რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შაბათს ტერიტორიაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხ...
არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ თითს - არავითარი კონტაქტი პოლონელ ექიმებთან არ მქონია,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. ალასანია იმედოვნებს, რომ გაკეთდება შესაბამისი განმარტებები და ყველაფერი გაირკვევა. "არავითარი კონტაქტი მე ამ ადამიანებთან არ მქონია, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ მათი, რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. ალბათ, გაკეთდება რაღაც კომენტარი იმიტომ, რომ გამომდინარე იმ ინტერესიდან, რომელიც არის ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] მიმართ დღეს, დასავლეთში ყოველ შემთხვე...
ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პოლონელ ექიმთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში "გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა". როგორც ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ადვოკატის მომართვაში მსჯავრდებულ სააკაშვილთან სამედიცინო პერსონალის დაშვების თაობაზე მითითებული იყო ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, თუმცა შეთანხმება ვიზიტორების მხრიდან დაირღვა. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმ...
მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მეუფე შიოს მოწამვლა "ხელოვნურია". "მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული... "ციანიდის საქმე" ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი "ციანიდის საქმე" არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც...
ერთადერთი ვისზე ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს,- ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მეუფე ანტონმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ასეთი რამ ჰაერიდან არ ჩნდება". "წარმოუდგენელია, სიმართლე გითხრათ. ფაქტი ისაა, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია და ეს ისეთი რამაა, რომ ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი ვისზე ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს",- ამბობს მეუფე ანტონი. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. 6 ივლისს კი, საპატ...
ბაზისბანკმა, თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორობის ფარგლებში, თბილისის თოჯინების თეატრის დარბაზის გათბობა-კონდიცირების სისტემით აღჭურვა უზრუნველყო. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თოჯინების თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობა. კულტურის სფეროს პროექტების მხარდაჭერის არაერთწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვართ, ბაზისბანკის ხელშეწყობით, კიდევ არაერთი სასარგებლო და საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია, ბაზისბანკი, მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორიცაა.