ახალდაბის მიმდებარე ტყეში, ხანძრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო. "მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დ...

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდა...

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ტყის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ტყის სიღმეში, დასახლებული პუნქტიდან მოშრებით გაჩნდა. უცნობია რა გახადა ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ავიაცია ჩაერთვება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პოლო...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც ბელქანია აღნიშნავს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. "რანდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი 1989 წ დაბადებული გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია. მობილიზებულია პოლიცია. დეტალებს ვაზუსტებთ", - წერს ბელქანია.

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქარ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა. "შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტან...

მერია - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეც...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. "გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლა...

„ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას  უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს, საკუთარი ხელით რომ უვლის საკოლექციო, უკვე ვინტაჟურ ავტომობილებს. გამონაკლისი არც „თეგეტას“ მექანიკოსი და ავტომრბოლელი ლიკა მაისურაძეა, მანქანების სიყვარული პროფესიად რომ აქცია და სამუშაოდაც ის ადგილი იპოვა, სადაც მიაჩნიათ, რომ ავტომობილის მოვლა შეიძლება ხელოვნებას უტოლდებოდეს. ვინც „თეგეტა მოტორსის“ საზაფხულო კამპანიას თვალს ადევნებდა, ამ ადამიანებსაც ადვილად ამოიცნობს. კომპანიამ, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია, მომხმარებელს სრულ ...

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმ...

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.  “ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე. ასევე, განმცხადებელმა...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი...

ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოძრაობა 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე შეიზღუდება. "ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე,  საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება", - ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ენათმეცნიერი მანანა ბერიძე - კან...

კანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა, - ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინა ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა. მანანა ბერიძის თქმით, უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით. "უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით და შერჩეულ ტერ...

ლევან იოსელიანმა „რუსული კანონის...

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა  29 აგვისტოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს “რუსული კანონის“ კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით მიმართა. "მიგვაჩნია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას.  არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს “კანონის...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ის შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, როგორც “ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბაზისბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუ...

ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ქალაქ რუსთავში, ვახუშტის ქ. 6-ში მდებარე 6 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი  გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და ადგილმდებარეობით. კომპლექსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით, გამართული  ინფრასტრუქტურით  და   გამწვანებული სკვერით, სადაც მოიაზრება საბავშვო სივრცეც. AIM ჯგუფს არაერთი დეველოპერული პროექტი აქვს განხორციელებული, დაკომპლექტებულია კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისაგან შემდგარი ჯგუფებით, შენობები კი გამოირჩევა უსაფრთხოების კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. ...

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამ...

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ახაშენის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის სახელ...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების თემაზე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება გაკეთდა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, ფორმულირება დაზუსტებული არ არის და საპატრიარქოში მსჯელობენ, რა ფორმით უნდა მოხდეს შემოთავაზების ფორმულირება. "ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ შინაარსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ამდენად, ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას ა...

სენაკში, მდინარე ტეხურში ახალგაზ...

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ცნობით, ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცესკო - 26 ოქტომბერს საქართველოს...

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.   26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.   "როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკო პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლე...

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვა...

26 აგვისტოს მოსული უხვი ნალექის შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში წარმოიქმნა მეწყრული პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ხაშურის მერიის ცნობით, სტიქიურმა მოვლენამ დააზიანა მეორე ხარისხოვანი გზა, რის შედეგადაც, რამდენიმე ოჯახს გადადგილების მხრივ პრობლემა შეექმნა. "სტიქიურმა მოვლენამ დააზიანა მეორე ხარისხოვანი გზა. შედეგად, რამდენიმე ოჯახს გადადგილების მხრივ აღნიშნულ გზაზე პრობლემა შეექმნა, თუმცა მოქალაქეები გარე სამყაროს არ არიან მოწყვეტილები, გზის აღდგენამდე მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლიათ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობას მოგვიანე...

იტალიური მედია სამცხე-ჯავახეთის ...

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, იტალიელ ჟურნალისტსა და სოციალურ მედია-ინფლუენსერს კონსუელო ჯენარის უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტმა რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ბორჯომის ცენტრალური პარკი, ახალციხის ციხე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სოფელი სარო, კურორტი აბასთუმანი - იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომლის შესახებაც იტალიელი ჟურნალისტი მაყურებელს შთაბეჭდილებებს გაუზიარებს. კონსუელა ჯენარი ასევე ესტუმრა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" სადემონსტრაციო ნაკვეთს, სადაც ისტორიული მესხური ჯიშის მარცვლეული კულტურების აღდგენა/სელექცია ხორციელდება....

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის მ...

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელმა” ...

ულტიფუნქციური კორპორაცია “სფერო ჰოლდინგის” სათაო ოფისში, კომპანიის გენერალური დირექტორისა და ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის შეხვედრა შედგა. კომპანიამ, ოქროს მედალოსანს, ღირსეული გამარჯვებისა და საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციისთვის, სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტი გადასცა! საპატიო სტუმარს, კომპანიის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეგახსენებთ, კომპანიამ, გრანდიოზული საჩუქარი, რომელიც საცხოვრებელი აპარტამენტებს გულისხმობს, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ კომპლექსებში, გიორგი მამარდაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს გადასცა. “სფერო ჰოლდინგი, აფასებს ქართველი ხალხის ღვაწლსა და დამსახურება...