„ლიბერთის“ სამომხმარებლო სესხის ...

„ლიბერთი“, 1-ელი  ნოემბრიდან,  მომხმარებლებს არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს 4 წლამდე ვადით შესთავაზებს. ახალი სესხის აღებისას, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანის და რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებლები  ახალი პირობებით ისარგებლებენ.  აღსანიშნავია, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელმისაწვდომი ლიმიტი გაიზარდა 80 000 ლარამდე. სასურველი თანხის მიღებას,  მომხმარებლები კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით -  ნომინალური 9,9%-დან და  ეფექტური 15,8%-დან შეძლებენ. სამომხმარებლო სესხის მისაღებად, ბანკში შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესი ხელმისაწვდომია როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. სახელფასო კლიენ...

Cashback-ისა და Mastercard-ის ერ...

„ლიბერთის“ Mastercard-ის ბარათის მფლობელებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი და აქსესუარები თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის და მომენტალურად დაიბრუნოთ 50%-მდე ქეშბექი თქვენს Mastercard - ის ბარათზე! აქციაში მონაწილე Cashback-ის მეგობარი ობიექტებია: 31 ოქტომბერი - ლევისი (მაღაზია) - 50%, ლიმიტი - 150 ლარი 1 ნოემბერი -  her store (მაღაზია, ელ კომერცია) - 50%, ლიმიტი - 100 ლარი 2 ნოემბერი -  კალეისი (მაღაზია, ელ კომერცია) - 50%, ლიმიტი - 100 ლარი 2 ნოემბერი -  კაბა (მაღაზია, ელ კომერცია)  - 50%, ლიმიტი - 150 ლარი 4 ნოემბერი...

ილია II-მ ვანო ჩხარტიშვილი საპატ...

ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. ამის შესახებ განცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. “ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია, თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და  ...

PSP თურქული იაფი მედიკამენტების ...

ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით, PSP თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას PSP ავრცელებს.  მათი ცნობით, კომპანიამ ამჯერად მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. "არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით ...

ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური დიაგ...

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია. "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სა...

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდ...

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებული პროექტი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახილეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები მკაცრდება. "მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვ...

მთავრობის ადმინისტრაცია - ონკოქი...

ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. "სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და...

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა...

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union”) თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ბ-ნ მარიან ოსვალდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ „Silk Road Forum”-ის ფარგლებში, შეხვედრები გამართა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელ პირებთან. „საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორთან ბ-ნ ლევან ჩიკვაიძესთან შეხვედრისას, საუბარი გაიმართა საფოსტო დარგში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ &bdq...

პრემიერი - ყველაზე დიდ გავლენას ...

ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებასა და აზროვნებაზე ოჯახთან ერთად არის მასწავლებლები და ეკლესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მასწავლებლები საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან. „მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენისაზოგადოების გამორჩეული წევრები.  ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნის დასაზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნეპატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენსდამსახურებულ, ღვაწლმოსი...

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალებ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.  "საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ე...

ილია მეორე - ყოველდღიურად ვევედრ...

დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. როგორც ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი, ის "ყოველდღიურად ევედრება წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს". „დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველდღიურად ვევედრებით წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდ...

პარლამენტთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან, მათი მოთხოვნა უკანონო პატიმრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა. ირაკლი ბებუას ბიძაშვილის თამუნა ბებუას თქმით, "სახელმწიფო არ იყენებს საერთაშორისო პლატფორმას სათანადოდ". "ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად არის დამძიმებული. მისი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მდგომარეობა ძალიან რთულია. ამიტომ ოჯახი სახელმწიფოსგან მოითხოვს, ირაკლის სასწრაფოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მის გათავ...

ბაზისბანკი კიბერუსაფრთხოების საე...

ბაზისბანკი, მესამე წელია, საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუს ინიციატივით გამართულ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას უერთდება. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წელს კამპანიის სლოგანია - დაფიქრდი, სანამ გახსნი #იყავიჰაკერზეჭკვიანი. ტექნოლოგიების განვითარება სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური თუ სხვა მომსახურებების მიღებას, თუმცა, შესაბამისად იზრდება რისკებიც. ყოველწლიურად ჩდება კიბერთავდასხმებისა და თაღლითობების ახალი მეთოდები, რომელთა თავიდან არიდება და იდენტიფიცირება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების გზით შეიძლება.  კიბერ და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე საზოგად...

სელფსერვისი და თანამედროვე ტექნო...

ფარმაცევტულ სფეროში თვითმომსახურების აპარატით სარგებლობის პრეცედენტი "ავერსმა" შექმნა - სააფთიაქო ქსელში ტექნოლოგიური სიახლე ჯერ კიდევ 2 წლის წინ დანერგა და დღეს სელფსერვისით სარგებლობა "ავერსის" 153 აფთიაქშია  შესაძლებელი.  სიახლე საზოგადოებამ სწრაფად მიიღო - სელფსერვისი მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მითუფრო, რომ თანამედროვე აპარატის მეშვეობით სასურველი პროდუქციის შეძენა არაერთ პოზიტიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული:  * ამ სივრცეში უპრეცედენტო ფასდაკლებებისა და მიმზიდველი აქციების სახით ყოველდღიური სიურპრიზები გელით.  * შერჩეული პროდუქციის შესაძენად რიგში დგომა არ გიწევთ, შესაბამისად, ზოგავთ დროს! "ავერსი" თა...

ვაზისუბანში, აფეთქების შედეგად დ...

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც "ექსპრესნიუსს" ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი მათთან სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებებით მიიყვანეს, რის გამოც მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ცნობისთვის, ვაზისუბანში მდებარე კორპუსში ხანძარი დღეს, 23 ოქტომბერს გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 პირი სასწრაფო სამაშველო სამსახურმა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

ისნის გამგეობამ ვაზისუბანში მომხ...

ისნის გამგეობამ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამ ეტაპისთვის, სასტუმროში  გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც  დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა. მერიის ცნობით, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ცნობისთვის, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად ხანძარი დღეს გაჩნდა, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახ...

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ ს...

ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კავკასიის უნივერსიტეტის მიმდებარ...

სროლა იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგზე. მედიის ინფორმაციით, უცხოელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მანქანის პარკირების გამო მოხდა, რის შემდეგაც, კონფლიქტის ერთერთმა მონაწილემ ჰაერში ისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. 

ომბუდსმენმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებ...

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა.  ომბუდსმენის აპარატის ცნობით, წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ კანონპროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.  "დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერე...

გორში მამამ შვილი მოკლა

გორში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.  შსს-ს ინფორმაციით, კაცს დაზიანებები თავის არეში ნაჯახით აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.