რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. "ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასა...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. “აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის&...
ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე, როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. როგორც კუპატაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამ...
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვედნაყოფი "შავი არწივი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. "შავი არწივის" ცნობით, დაღუპულები ამავე ქვედაყოფის მებრძოლები - დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე არიან. "ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი "შავი არწივის" მებრძოლები - დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფი "შავი არწივი" ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!" - ნათქვამია ქვედანაყოფის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ. შეკრებილ მოქალაქეებს "ქართული ოცნების" შენობასთან მიახლოების საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - გაიწვიოს ხელისუფლებამ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომაპნია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან იმ დროს მოხდა, როცა კლდიაშვილმა საელჩოს შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. მომხდარის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა, რომელიც ტელეკომპანიის ცნობითვე, მმართველი პარტიის ერთ-ერთი შემომწირველი და მხარდამჭერია.
სახალხო დამცველი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირები განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება "გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილ...
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება. "ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე" - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ლოზუნგით, 9 მაისს, 21:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ადმინისტრაციის ცნობით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, "სუხიშვილები", ანსამბლი "შავნაბადა", Loudspeakers, "დაგადაგანი", Quemmekh.
ბაზისბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ. ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ პარტნიორობით, სოციალურად დაუცველი 450 ხანდაზმული ბენეფიციარისთვის, ორი დღის განმავლობაში, სააღდგომო ს...
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მულტიფუნქციური სმარტ ბორდი გადასცა და ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით შეავსო. აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ონტოფოში პირველი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით 1912 წელს დაარსდა. 111 წლის შემდეგ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები საუკუნოვანი იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდნენ და ტრადიციული სივრცისთვის ახალი მიზნები დასახეს. ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება და მათი ცოდნის გამრავა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, "რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა". "გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვე...
"უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ქართული ოცნების" ოფისთან, გზა გადაკეტეს. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. მოქალაქეები მმართველი პარტიის ოფისთან რუსთაველის გამზირიდან და სასტუმრო "პარაგრაფიდან" მსვლელობით მივიდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "პარაგრაფთან" იკრიბებიან, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება იწყება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა, უცვლელია - გაიწვიოს საქართველოს მთავრობამ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებმაც მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა და საავტომობილო გზაზე მანქანების მოძრაობა არ შეაფერხონ.
„არა რუსულ რეჟიმს“ - დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი". "დაფიონის“ განცხადების თანახმად, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური. "ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ, შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი! არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები. ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მ...
სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის მანძილზე ადგენენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, 3 მაისის დილის მდგომარეობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს. "ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას. გ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) "უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გელა ნადირაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტელეფონით უთხრეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია. საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ გელა ნადირაძის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყოს. "2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინ...
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. „დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შე...
"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო გადაზიდვების დიგიტალიზაციის პროცესი განიხილეს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტების (მათ შორის შუა დერეფნის) განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. "კომპანია SIGIS სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად იყენებს railwagonlocation.com-ის პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდ...
"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, თბილისში დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Design Festival 2024 მხარდამჭერია. ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, 1-ელ მაისს თბილისში ტარდება და სრულიად ეძღვნება დიზაინის ინდუსტრიას. ფესტივალზე იმართება პანელური დისკუსიები, ვორქშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომელსაც უძღვებიან ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკოს დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც აუდიტორიას ესაუბრება საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე. 2015 წლიდან დღემდე, AD Black Sea ფესტივალს მნი...
ბაზისბანკთან, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით იწყებს ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე, ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს. რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ახალი კლინიკის შენობის სრული რემონტი და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინვენტარის შეძენა ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. „ვივო მედიქალ ჯგუფის“ წევრი, ჟორდ...