მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ჯილდო მას ერევანში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა. ლაშა ტალახაძე ერევანში 14 აპრილს ძალოსანთა ნაკრებთან ერთად გაემგზავრა და სომხეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულია უკანონო აქტივები, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართლი ინსტალაციები. მათივე თქმით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის უკანონო ე.წ.&...
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია თავად ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა და კომპანიას აღნიშნული რეისებთან დაკავშირებით განაცხადი არ გაუკეთებია. "ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. შეგ...
გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში, ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე. ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება. დღის განმავლობაში, პერიოდულად აღენიშნება ტემპერატორული რეაქცია, მაგრამ მაინც უფრო რჩება ნორმის ფარგლებში. ...
დღესაც ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძის განცხადებით, ქართული ენა ქართველი ხალხის თვითმყოფადობასა და ეროვნულ თვითშეგნებას გამოხატავს. "ქართული ენა - ენა, რომელიც გამოიხატავს ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას. ქართული ენა - ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს. დღესაც ისევე, როგორც 1978 წ...
ბაზისბანკმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურმა ინსტიტუტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. 13 აპრილს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებითა და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ბანკის მხრიდან ფინანსური კონტრიბუცია განხორციელდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ შვილობილებს, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ასევე, კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრის, „ბედნიერი სახლის“ მხარდაჭერასა დ...
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. ქართველ მებრძოლს ჯერ თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში, შემდეგ კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გადაასვენებენ. მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. შეგახსენებთ, გუშინ, 13 აპრილს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი დავით ქუჩუკიანიც ჩამოასვენეს. ქუჩუკიანი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდა. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეწყალებულებიდან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო ორ მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. ცნობისთვის, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა.
2022 წლის განმავლობაში, საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. საუბარია 15 ათას ბინაზე, რომლებიც უცხოეთის 10.6 ათასმა მოქალაქემ იყიდა. აღნიშნულ მონაცემებს BM.GE აქვეყნებს და უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, თუმცა ინფორმაციაში არაა დაკონკრეტებული რამდენი მათგანი იყო ამავდროულად საქართველოს მოქალაქე. მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, რომლებმაც გასულ წელს 1,892 ბინა შეიძინეს, მესამე ადგილზე უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც 1,321 ბინა იყიდეს. უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2022...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს. "განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845 332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს. საერთაშორისო მო...
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა. ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, 16 ჰა ფართობზე 40 000 ძირი ლურჯი მოცვისა და 6 ჰა-ზე 70 000 ძირი დაფნის სარგავი მასალის შეძენა/გაშენებას, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემებით მოწყობასა და მიწის დამუშავებას, ტორფის შეძენას, და ტერიტორიის შემოღობვას მოხმარდა. აჭარა აგროჯგუფი, მიმდინარე სეზონზე მოცვის 4 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში...
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მებრძოლის ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. ქუჩუკიანის ცხედარი მშობლიურ სოფელში, ქარელის მუნიციპალიტეტში უკვე გადაასვენეს. შეგახსენებთ, დავით ქუჩუკიანი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდა. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. 2022 წლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად სულ 42 ქართველი დაიღუპა.
ბავშვი გამიწირეს იმიტომ, რომ არის სხვა ვიზუალის, არადა თავისუფლად გაიზარდა და ყოველთვის მიტინგებზე გამოდიოდა, როცა იყო რობოკოპებით დარბევა, ყოველთვის გამოდიოდა, მითუმეტეს ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, - ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემამ ლაზარე თავიდანვე მისი ვიზუალის გამო ამოიჩემა, მან ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციოს იმედი ჰქონდა, მაგრამ დარწმუნდა, რომ ლაზარე განწირულია და მისი გათავისუფლების შანსები ამოიწურულია. "ბავშვი გამიწირეს იმიტომ, რომ არის სხვა ვიზუალის, არადა თავისუფლად გაიზარდა და ყოველთვის მიტინგებზე გამოდიოდა, როცა იყო რობოკო...
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა და ტუბერკულიოზის და ფილტვის ცენტრში გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. როგორც ილია ღუდუშაური აღნიშნავს, გენერალური დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელსაც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა. „შეხვედრა გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებების ყველა ხელმძღვანელთან, ასევე მენეჯმენტთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კლინიკის ახალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა, რომელიც წლებია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ასრულებდა კლინიკური მენ...
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე), სპეციალისტების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის პირობებში, გამოვლინდა ადგილი საიდანაც შეიძლებოდა განვითარებულიყო ქვათაცვენა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის პერიოდში, მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. "ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომ...
იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება, - ამის შესახებ ანანია გაჩეჩილაძემ, POSTV-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი და შალვა რამიშვილის ურთიერთობის ფარგლებში სისხლის სამართლის ნიშნები დადგინდება, შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება. "გამომძიებელი ქალი იყო საკმარისად ემპათიური და ასე ვთქვათ ორიენტირებული ჩემი ინტერესების დაცვისკენ და გამომდინარე იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძ...
კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობების მისაღწევად, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება. "წარმოგიდგენთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას ხელისუფლებისადმი: გასულ თვეში, საქართველოს მოქალაქეებმა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგო...
ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ბანკი თეატრის სპონსორი გახდა. მემორანდუმის ხელმოწერა რეაბილიტირებულ, ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საზეიმო გახსნაზე შედგა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „საქართველო“. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თოჯინების თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობის დაწყება. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. კულტურის სფეროს პროექტების მხარდაჭერის არაერთწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვართ, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგადაც, ბაზისბანკის ხელშ...
მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, სომხეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ეროვნულ ოპერატორს “HayPost CJSC”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის. მემორანდუ...
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" დღეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მოძრაობის ძველმა და ახალმა წევრებმა განცხადება "დედაენის ბაღში" ცოტა ხნის წინ გააკეთეს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უამრავი ადამიანი უერთდება მოძრაობას. დღემდე ამ მოძრაობას შემოუერთდნენ ექიმები, პროფესორ-მასწვლებლები, მხატვრები, მწერლები. დღეს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნასა და შესაბამისად, ამ მოძრაობას უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები - მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ვინაიდან მათი სიტყვა, მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ გზაზე", - განაცხადა მოძრაობის წევრმა, ბაჩანა შენგელიამ. ახალი წევრის, პ...