რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რაკეტებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევიმ ავრცელებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება. "ამჯერად ოკუპანტებმა რაკეტებით დაარტყეს ქალაქის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კერძო საწარმო დაზიანდა",- განაცხადა კურტევიმ. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბრის ღამეს რუსები თავს დაესხნენ ქალაქ ზაპორიჟიეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ჩვენ ვართ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, დღეს "ვივამედში" ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ. "მე რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასაჯაროვების თაობაზე. დანარჩენი დრო მასთან ექი...
„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველო, როგორც ღირსეული წევრი, ისე უნდა მიიღოს, ქარველ ხალხს კი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს, ისე უნდა დაელაპარაკოს. "ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვლაპარაკებიან - „აი, ქართველი ხალხი...“. გვეკითხებია...
ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანია ყველას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ. "ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში - კალიფორნიაში, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან მათ რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა...
ევროკავშირმა შესაძლოა დაბლოკოს Twitter კონტენტის მოდერაციის წესების შეუსრულებლობის გამო - Financial Times ევროპული ინდუსტრიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა ვიდეო შეხვედრა გამართა Twitter-ის მფლობელ ელონ მასკთან, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში Twitter შესაძლოა დაიბლოკოს ან დაჯარიმდეს გლობალური ბრუნვის 6%-მდე. „ტვიტერმა უნდა დაიცვას წესების საკონტროლო პაკეტი, რომელიც მოიცავს უარს თვითნებურ მიდგომაზე აკრძალული მომხმარებლების აღდგენაზე, დეზინფორმაციის აგრესიულად გავრცელებაზე და პლატფორმის „ფართო დამოუკიდებელ აუდიტზე“ მომავალ წლამდე დათანხმებას“, - ნათქვამია გამოცემაში. ევროკავშირის მოთხოვნებს შორის არის მკაფიო კრიტერიუმების ...
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს. „ემპათიას“ და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარა – კლინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალი...
მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტო „თრაიქეას“ წარმომადგენლობამ, გლობალურმა სადაზღვევო კომპანიამ SOS International-მა, „თრაიქეას“ პროგრამის სამედიცინო მომსახურების მომწოდებლად აირჩია. „ნიუ ჰოსპიტალსმა“ ხანგრძლივი სელექციისა და ინსპექტირების შედეგად მიიღო „თრაიქეას“ ავტორიზაცია და მისი პარტნიორი გახდა, რათა უზრუნველყოს „თრაიქეას“ და SOS International- ის საქართველოში მყოფი ბენეფიციარებისთვის სრული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. „თრაიქეა“ წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტოს პროგრამას, რომელიც არა მხოლოდ აშშ...
„მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი ისურვებდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საახალწლო სლოგანის შესახებ ისაყბრა. მისი თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ. „ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო „სიცოცხლით სავსე თბილისი“, „სიყვარულით სავსე თბილისი“, „ისტორიით სავსე თბილისი“, „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მ...
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც. „საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავ...
მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრეგაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სარგებლობს ყველა უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. "აქტიურად ვაკვირდებით მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო და დაძაბულობის მუხტის შექმნის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ პატიმარი სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. მსჯა...
მე დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილი, რომელიც დაახლოებით, ორი თვის წინ "ფეხზე იდგა", ახლა წევს. "უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება. დაახლოებით, ორი თვის წინ, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა ხოლმე. ახლა წევს. რაღაც კრიტერიუმებია ჩამოთვლილი და მართლა მძიმე უნდა იყოს პაციენტი, მაშინ ათავისუფლებენ. ეს უნდა აჩვენოს ანალიზებმა, გამოკვლევებმა. სასულიერო პირი, რომელიც მასთან შემოდის და კონტაქტშია, მგონი მე ვარ. ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო. ამის შესახებ მან პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო. „დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი - ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მო...
კერძო სექტორში დასაქმებულთათვის, დეკრეტული შვებულების პერიოდში, დახმარებას გავაორმაგებთ და 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. „ე.წ. დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური, ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, მქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლ...
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. „ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები და ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები. სტადიონე...
აქვს ძალიან მკვეთრი წონის დაკარგვა და პრაქტიკულად სულ წევს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ლომჯარიამ მედის წარმომადგენლებს უთხრა, ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრის დასაწყისიდან შეინიშნება. "როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, ასევე არ ჯდება. განსაკუთრებით, როგორც ექიმი ამბობს, დინამიკაში უკუსვლა არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ოქტომბრის დასაწყისიდან. ექიმის თქმით, ამას ის უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში... შუამდგომლობა, ალბათ, დამოკიდებული იქნება ექსპერტი...
ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს ახალი ნივთიერება - დარიშხანიც ამოუვიდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეს ელოდებიან. "ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა ფრჩხილის კვლევის შედეგად", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება გადაწყვიტა. "იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების გადადებისა და ჩაშლის, გადაწყვიტა [მიხეილ სააკაშვილმა], რომ დღეს გამოცხადდეს სასამარ...
საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ცხრამუხაში მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. როგორც სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებაში სიძულვილის დათესვას ცდილობს. "საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა. სამწუხაროდ, ის ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია და იყენებს საკუთარ ძალ...
ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია, სიკვდილის მცდელობასაც. შესაძლებელია, დადგეს სავალალო შედეგი წუთი წუთზე, - ამის შესახებ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი დღესვე შეიწყალოს. "მე მინდა ხელისუფლების საყურადღებოდ განვაცხადო, რომ ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ ექსპერტთა ჯგუფი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვქონდა მსჯელობა. ექსპერტთა ჯგუფი მივიდა მყარ დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი ალბათობით, შემდგომ მტკიცებულებებს ველოდებით, მიხე...
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პას...