ქუთაისში ადგილობრივების პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმართველბის ორგანოდან მუნიციპალიტეტის ქუჩებში გადაინაცვლეს. მოქალაქეები, რომლებსაც მსვლელობას მართავენ უჭირავთ ბანერი, წარწერით: "არა მოძალადე რეჟიმს".
"ბარამბო" მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას! ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს,- აღნიშნულ განცხადებას კომპანია „ბარამბო“ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ბარამბო" სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 20,000 ლარს გადასცემს. "ბარამბო" მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას! ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოქალაქეებს და 20,000 ლარს გადავცემთ სოლიდარობის ფონდს აქცი...
28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენის ცნობით, 352 პირიდან 226 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. "28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 პირი. ომბუდსმენის ცნობით, მათგან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს და ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარედ იმყოფებიან. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისინი საჯარო მოხელეებს შეუერთდებიან და ერთობლივად საკნონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ. მოქალაქეები საჯარო მოხელეებს ადგილზე 20:00 საათისთვის ელოდებიან.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ,- ამის შესახებ განცხადებას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე". „კოკა-კოლა" მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულეგებისა და იდეალების ერთგული. დღიდან დაარსებისა, ისწრაფვის, გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს.&...
ჯგუფი "დაიტოვეს" დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დაკავებულ გოგოს, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები დამამცირებლად ესაუბრებოდნენ. როგორც ნენსი ვოლანდი წერს, გოგოს ნიღბიანები ვიდეოებს უღებდნენ და ეუბნებოდნენ "შენ სტრიპტიზს ცეკვავ ვიცითო". "ერთერთ დაკავებულ გოგოს ნიღბიანები ვიდეოებს უღებდნენ და ეუბნებოდნენ სტრიპტიზს ცეკვავ შენ ვიცითო",- წერს ნენსი ვოლანდი.
დედაქალაქში მოქალაქეები მე-13 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკურ კურსს. დღესაც, მოქალაქეებმა მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს და ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობით მობილიზება არ შეინიშნება, ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას. ადგილზე ვითარება მშვიდია და მოქალაქეების ნაკადი აქციას ემატება. შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება.
28 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, 327 პირიდან 225 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს და აქედან, 157 პირს ხილული დაზიანება აღენიშნება. "უშუალოდ მე და ჩემმა რწმუნებულებმა 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად განვახორციელეთ ვიზიტები. 28 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - 225 პირი. ხილული დაზიანება აღენიშნება - 157 პირს. კიდევ ერთხელ მო...
გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია,- ამის შესახებ განაცხადებას ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "გორგია" მუშაობს იმისთვის, რომ პროდუქცია რეალიზაციაში დაბრუნდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. "გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი. ყველა...
ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას!- ამის შესახებ PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. როგორც PSP ჯგუფის განცახადებაშია აღნიშნული, სურთ, ქვეყანა იყოს ზედმიწევნით დემოკრატიული და შეუჩერებლად დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას. „PSP ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 8 000 ადამიანზე მეტი, სრულად წარმოადგენს სამედიცინო სფეროში მომსახურე კომპანიას. პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა და მათი ვალდებულებაა სამედიცინო მომსახურების უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა საჭირო სამედიცინო...
საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია 2 200 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა. ყორშიას პროკურატურა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. შეგახსენებთ, ბექა ყორშია 6-7 დეკემბერს ღამით, მეტროს მიმდებარედ დააკავეს. ადვოკატ ვიქტორ კვიტატიანის განცხადებით, ყორშიაზე სამართალდამცავებმა ავტომობილში ფიზიკურად იძალადეს.
2024 წლის 28 დეკემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება: წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ - ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ოპერაცია ხორციელდება“. განცხადების თანახმად, ხდება აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვე...
„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას იწვევს. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდებ...
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, „TV პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორ გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან. „მაკას და გიორგის მდგომარეობა ამ დროისათვის არის სტაბილური. ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში. მოგახსენებთ დეტალურად მათი ჯანმრთელობის შესახებ: მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე თვალის არეში კონექტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არის დაქვეითებული. თავს გრძნობს ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის რომოგრაფიული დათვალიერებით, მას თავის ტვინის ძვლოვანი სტრ...
უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთსიძულვილის ენამ და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის გრძნობა - ეს საერთო პრობლემად უნდა აღიქმებოდეს და ერთად ვფიქრობდეთ ამის გამოსწორებაზე,- ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში. „უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ და დაუნ...
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. როგორც ომბუდსმენმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ელისაშვილი ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებულ ტრავმაზე საუბრობს. „ამასთან, ცალკე მინდა გამოვყო გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ, პოლიციელების მხრიდან დაკავებისას გამოყენებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებულ ტრავმაზე. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია. „4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდა, რომელსაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სპეცრაზმელმა ე.წ. გაზის კაფსულა თვალში მოარტყა, კომაშია. როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, დაშავებულ აქციის მონაწილეს ოპერაცია გაუკეთდა. „22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!! გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“- წერს ჟორჟოლიანი.
2-3 დეკემბერს, აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო,- ამის შესახებ ნათქვამია განცხდებაში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საპოლიციო ძალები პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ მათ და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. „შსს 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას. აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ მოუწოდებდა, ხოლო დარბევის ოპერაცია ...
აპარატის თანამშრომლები ოთხი დღე და ღამეა ეძებენ და ნახულობენ აქციაზე დაკავებულ და დაშავებულ პირებს, ესაუბრებიან და პირადად მათგან იკვლევენ დეტალებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. აპარატის ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის (2.12.24-13:00) სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს 156 ადამიანი, მათგან 124 (80%) პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიცია ამეტებს თავის უფლებამოსილებას და როდესაც კონკრეტული სამართალდამცველები არ ისჯებიან ასეთი ქმედებისთვის, ყოველ ჯერზე აქციის დაშლა სულ უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ხორციელდება. ამიტომ, სახალხო დამცველი მოითხოვს სპეციალურმა საგამო...