ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი, მარინე გელანტიას განცხადებით, საქართველოში, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ექიმ-თერაპევტი თქმით, ვაქცინაცია ჩვეულ ცხოვრებასთან გვაახლოებს და აღნიშნავს, რომ იგი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვისაც ხელმისაწვდომია. „ბოლო პერიოდში ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. დაბალი ვაქცინაციის ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო იმატებს. რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგე...
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 29 წლის იუბილე აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პირველი ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნახსენებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. „დღესვე, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაღუპული კაპრალ ღვთისო თომაშვილის სახელობის სკვერიც გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქ...
ჟურნალისტმა „დახვეწილი არამზადობა“ არ უნდა იკადროს - ასე უპასუხა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე იოანემ მის მიერ პანაღიას მითვისების შესახებ შეკითხვას. მეუფეს განცხადებით, ჟურნალისტები იმ ეთიკას არღვევენ, რომლის გამოყენებაც ევალებათ. "თქვენ ასე უტიფრად რატომ მელაპარაკებით? დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ. ადამიანმა იცის სახელები და სანამ არ მივაწექი, უხეშად რომ ვთქვათ, არ გამოთქვა. ჟურნალისტებს ეთიკაც ევალებათ, თქვენ ეთიკას არღვევთ. თვითონ აგოს პასუხი. ვერ გამცემს პასუხს?! თქვენ ვერ გამცემთ პასუხს, რომ დაგჭირდათ დამხმარე? აქ დგანან კოლეგები, მაგრამ არ ერევიან. მე არ მივეცი ამის უფლება, თქვენ რატომ აძლევთ ამის უფლებას?! მომა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა 46 562 ადამიანს აქვს გაკეთებული. მათივე ცნობით, დღევანდელი, 19 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 254 991 ადამიანი - 18 ასაკის მოსახლეობის 43.7%; სრულად ვაქცინირებულია 1 078 455 ადამიანი - 18 ასაკის მოსახლეობის 37.6%. 18 დეკემბერს კი, ქვეყნის ფარგლებში, სულ 7 081 ადამიანი აიცრა.
საქართველოს შრომის ინსპექციის განცხადებას კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, იმის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა პუნქტი სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობისა და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გავლილი და შეთანხმებულია, დღეს, ივენთები მაინც ჩატარდება. ქეთა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება, ღამის კლუბების მიზანმიმართული განადგურებისა და გაქრობის მცდელობაა. „2 წლიანი ლოდინის მერე, ძლივს ვიხსნებით. იმის ფონზე, როცა ათასობით ადამიანს კრებენ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებებზე, თურმე კლუბები საფრთხის შემცველი ადგილები ვართ. თვეებია მიდის კვ...
საქართველოს შრომის ინსპექციის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით არ მიუღია. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ იქნება მიღებული. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტ...
ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 210/218/225 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა! ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია და ახლა აკვრაში შეჯიბრისთვის ემზადება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისთვის საყოველთაო შერიგების ინიციატივა მისაღებია და შერიგების ქრისტიანულ მოძღვრებას განმარტავს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შერიგების პროცესი ხანგრძლივი იქნება. "ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის - უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის,...
ვითვალისწინებთ ტელევიზიების თხოვნას და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „პირველი მოსმენის შემდეგ, იცით, რომ გამოითქვა გარკეული ტელევიზიებიდან მე მგონი, სამართლიანი მოთხონა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამების განთავსების თვალაზრისით, იმიტომ რომ უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც, შესაბამისი სტრუქტურებიც ამ მოდელზე. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ და რეკლამების ნაწილში აკრძალვა ტელევიზიების პირველი მარტიდან ამოქმედდება, ეს არის მეორე მოსმენაში ცვლილება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული...
ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა განაცხადა, რითიც ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ ვერდიქტს გამოეხმაურა. მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს „სწორი გადაწყვეტილებისთვის“ და „სიმართლისთვის“ მადლობა გადაუხადა. „ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. ძალიან დიდი ტრაგედია და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის“, - განაცხადა კობიაშვილმა. ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ...
„დიდი შვიდეულის ქვეყნები“ აცხადებენ, რომ ამჟამად კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტი „გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა“. G7-ის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან განახორციელონ დეკლარაციებში არსებული დაპირებები მიმდინარე პანდემიის დასაძლევად. „დიდი შვიდეულის ქვეყნებმა“ კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს და გაზი გაუსვეს „მჭიდრო თანამშრომლობის“ მნიშვნელობას, ასევე მონაცემთა მონიტორინგისა და ვაქცინაციის მნიშვნელობას. „მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება „ომიკრონს“ შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით მთელ მსოფლი...
ევროკავშირის ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 1 000 სოფელსა და შორეულ დასახლებათი მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის 34 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს, რაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებას გულისხმობს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია რომ პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფ...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელების შემთხვაში მზად არის. მისივე თქმით, არსებული სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს უფრო რთულ ვითარებასაც გაუმკლავდეს. „ჯანდაცვის სისტემა იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიის დასაწყისში გვქონდა, ვინაიდან არ გვქონდა საკმარისი მზაობა ამისთვის. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა, დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა ავტომატურ რეჟიმზეა, ვინაიდან, ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ეფექტურად მუშაობს. ამაში ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცირებული პაცი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 3 470 პირი.
დღეიდან, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ღამის კლუბები იხსნება. "17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", - წერს კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ადამიანისთვის, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსის ალფა ან დელტა ვარიანტი, ახალი „ომიკრონით“ ინფიცირება ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს. ივანე ჩხაიძე „ბუსტერ“ დოზების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნას, რომ ორი დოზა ვაქცინა, მათ შორის, „ფაიზერი“, „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტური არ არის. „იცით, რომ "ომიკრონის" გარშემო ინფორმაცია ეფუძნებოდა ერთეულ შემთხვევებს - სამხრეთ აფრიკა და დიდი ბრიტანეთი. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკაში 78 000 პაციენტის შესწავლის შედეგი, რაც უკვე რეალურ სურათს გვაძლევს "ომიკრო...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაზუსტებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქედან მილიარდ 305 მლნ ლარი საბიუჯეტო, ხოლო 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილია. „რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულოში გადავაგზავნეთ უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ, ამ ბიუჯეტს საკრებულოს წევრების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, რადგანაც მნიშვნელოვანია, დედაქალაქს ჰქონდეს შესაძლებლობა, ის პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, განხორციელდეს. 2022 წლის ბიუჯეტი დაზუსტებული სახით, ჯამში, მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან მილიარდ 305 მლნ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 4 215 პირი.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს მგზავრებს 10:00 საათის ნაცვლად, 13:00 საათიდან მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - წერია განცხადებაში.
„ღია სივრცე კავკასიამ“ (COS), ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ ფარგლებში, სამდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. უწყების განცხადებით, შეხვედრებში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის/გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და რეგიონული განვ...