სურამის სატრანსპორტო კვანძი - ბო...

სურამის სატრანსპორტო კვანძი - ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურაა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო  გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბ...

ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციაშ...

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული პროცესის ფარგლებში, ადმინისტრაცია განაახლებს ცესკოს აპარატის საქმიანობის ბიზნეს პროცესებს იმგვარად, რომ 2025 წლის თვითმმართველობის და ყოველი მომდევნო საერთო არჩევნები ორგანიზებული იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე“. „საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა - დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზ...

პოლიციელი, რომელმაც შსს პროტესტი...

პოლიციელი, გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა, გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ გიორგი გოგინაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც პოლიციელი აღნიშნავს, მან არ იცის მიზეზი, თუ რის გამო დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გიორგი გოგინაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე თანამდებობას ტოვებს.

12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკ...

12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა. როგორც გვარამიამ იზოლატორის დატოვების შედეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. "სადაც სხვები, იქაც მე, მიტინგზე მეც წავალ აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ. ეს სახალხო პროტესტია. ყველა, ვინც ამ პროტესტზე ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ქვეყანაში არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა არ შეიძლება",- განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა. ის ადმინისტრაცი...

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის თანა...

გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე,- ასე მიმართავენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს. განცხადებას, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 171 ხელმოწერა. "ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილება...

საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21...

საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი, ალექსანდრე თირქია, რომელიც მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის, ხელოვნური კომიდან ბოლომდე გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს. როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ჯგუფ „დაიტოვეში“ წერს, თირქიას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანენ. „ალექსი ბოლომდე გამოვიდა კომიდან. დღეს გადაჰყავთ უკვე ინტენსიურში. ფრაგმენტული მეხსიერების პრობლემები აქვს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ დრო და რეაბილიტაცია სჭირდება“,- წერს ჟორჟოლიანი. შეგახსენებთ, ექიმების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ა...

ISFED - „საჯარო სამსახურის შესახ...

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „ცვლილებებით უარესდება დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება  საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას“. „2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველ...

თბილისში დღეს რამდენიმე საპროტეს...

დღეს, 16 დეკემბერს რამდენიმე აქცია-მსვლელობა გაიმართება. უწყვეტი პროტესტის მე-19 დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება. გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს: 08:00 - სამეზობლოს მსვლელობა - მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტი; 12:00 - დაუჭირე მხარი ქართველი ხალხის ნებას! - ყოფილი დიპლომატების აქცია უნგრეთის საელჩოსთან; 12:00 - კურიერების მარში - ჯანდაცვის სამინისტროდან საქალაქო სასამართლომდე; 14:00 - ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველას უფლებაა! - ჯანდაცვის სამინისტრო; 15:00 - ბებია-ბაბუების მსვლელობა - მეტრო რუსთაველიდან პარლამენტამდე; 16:00 - კინემატოგრაფისტთა და კინომოყვარულთა მარში - კინოთეატრ "აპოლოდან" პარლამენტამდე; 17:00 - ლიტერატურის...

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მსვლელობით მისულ ხელოვანებს შეხვდა. მოქალაქეები სკანდირებდნენ პრეზიდენტის სახელს და მას მადლობას უხდიდნენ. თავისმხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მსვლელობის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე...

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

პროტესტის მე-16 დღე - რუსთაველის...

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილი აქვთ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ეტაპობრივად სკანდირებენ „საქართველო”  მათ პერიოდულად დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მოქალაქეები მსვლელობით უერთდებიან.  ამ დროისთვის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი არ შეინიშნება.

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ილია მეორე - უმართავი პროცესების...

უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი,- ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას“. „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმ...

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზა...

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირების პროცესს იწყებენ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცადა. როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა,  როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე. “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას ვიწყებთ. როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე სამოქალაქო საზოგად...

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14...

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე ილუმინაციების მონტაჟი ცოტა მოგვიანებით დაიწყება.  „როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის  სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა, მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვე...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. ოკმელაშვილი პოლიციამ 15 მაისს დააკავა. მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. 17 მაისს, სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა...

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს ბელგიაში, ქალაქ ბრუსელში გაიმართა.  აღსანიშნავია, რომ საბჭოზე შემუშავებულ იქნა პოსტევროპის ერთიანი პოზიცია რითიც ქვეყნები წარსდგებიან მსოფლიო საფოსტო კავშირის კონგრესზე რომელიც გაიმართება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში 2025 წელს. ასევე განხილულ იქნა ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ...

კარგად ვარ - გამოძიება დაწყებული...

ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც უცნობი პირი თავს დაესხა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. როგორც ეპიტაშვილი წერს, ის თავს კარგად გრძნობს, სამედიცინო დახმარება გაეწია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. „მეგობრებო, კარგად ვარ.. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს.. გამოძიება დაწყებულია.. იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა.. იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს.. იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია.. პ.ს დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩე...

გაბუნია - ოქუაშვილმა გადაწყვიტა ...

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ოქუაშვილი აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს და არხი დახურვამდე მიზანმიმართულად მიჰყავს. „იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მ...

ნინო ჟვანია - ანრი უნიჭიერესი პი...

მოგეხსენებათ, რომ რომ დღეს ბათუმში დაპატიმრებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენი პირველკურსელი, საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტი, პროფესორ ნინო ქათამაძის მოსწავლე ანრი კაკაბაძეა,- ამის შესახებ მუსიკოსი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, ანრი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. "მოგეხსენებათ, რომ რომ დღეს ბათუმში დაპატიმრებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენი პირველკურსელი, საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტი, პროფესორ ნინო ქა...