„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა...

"საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები. "მნიშვნელოვანია, რომ "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში არსებული სტრატეგიული კომიტეტისა და საუკეთესო პრაქტიკის კომიტეტის წევრია. ...

ზაქარიას პატარა მანქანა დიდი საქ...

„თუ ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ესე იგი, ჩვენი მოსავლელიცაა“, - ამბობს ზაქარია დოლიძე, „კეთილი მანქანის“ შემქმნელი, რომელმაც ქვეყნის მოვლაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა 6 წლის წინ სრულიად ახალი კონტექსტით გაიაზრა. პროფესიით რეჟისორისთვის მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა მთავარ საქმედ იქცა, დაუგეგმავად და თითქმის შემთხვევით. ამბავი კი ასე დაიწყო - ზაქარიას ძაღლს, ვალიკოს, მძიმე დაავადება შეეყარა. ინფორმაციის მოსაძიებლად პატრონი სხვადასხვა ინტერნეტჯგუფში გაწევრიანდა. საბოლოოდ, ძაღლი გამოჯანმრთელდა, ზაქარიამ კი აღმოაჩინა, რომ აურაცხელი მიუსაფარი ძაღლი ჯანმრთელობისა თუ სხვა პრობლემების დროს ქუჩაში ყოველგვარი ზრუნვისა და იმედის გარეშეა დარჩენილი. ამ რეალობის ...

მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხ...

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარ...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას ს...

ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში. 2014 წლიდან, ბაზისბანკი პასკალის პრემიით აჯილდოვებს ახალგაზრდა მეცნიერებს.  ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიები. 2024 წლის ღონისძიება, უნივერსიტეტის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. კურსდ...

ნადიმ ხმალაძე - სუს-ი ტერორიზმის...

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ნადიმ ხმალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ. აღნიშნულის შესახებ ხმალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. "მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუს-ი",- წერს ხმალაძე.

ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე ს...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.  ცესკოს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. "როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდე...

ე.წ. ბასლაინზე მოტოციკლებისა და ...

პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ  განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მოტოციკლს ან/და მოპედს მიანიჭოს. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტის 77 ხმით მიიღო - სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ავტო...

გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სა...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა - შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. “კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ...

22 წლის ნიკას ოპერაციისთვის საზო...

21 წლის მარიამ გოგიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, რათა შეაგროვოს მისი მეუღლისთვის, 22 წლის ნიკა ბერძენიშვილისთვის ოპერაციის თანხა. ნიკას ოპერაცია თურქეთში უნდა ჩაუტარდეს და ამისთვის 15 000 დოლარის შეგროვებაა საჭირო. როგორც მარიამი აღნიშნავს, მან უკვე შეძლო 6 000 დოლარის შეგროვება და მიზნამდე მათ 9 000 დოლარი აშორებთ. "ჩემს მეუღლეს 22 წლის ნიკოლოზ ბერძენიშვილს 2022 წლის 16 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაუზიანდა ხერხემალი რის შემდეგაც ეტლით გადაადგილდება…6თვის წინ საკონტროლო ემერტე კვლევამ აჩვენა კისტური წანაზარდი ზურგის ტვინთან ახლოს … თურქმა სპეციალისტმა გვირჩია 6 თვე მოცდა რომ იქნებ კისტა დაპატარავებულიყო … მაგრამ ახლახანს ჩატარებ...

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალუ...

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. "ქართულმა მხარემ კოლეგებს "საქართველოს რკინიგზის" შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას. როგორც ჩინეთის რკინიგზის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივ...

UEFA-ს პრეზიდენტი კობახიძეს - თქ...

თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ,- ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყარო. „UEFA EURO 2024 დასრულდა ერთთვიანი, უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო სანახაობის შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს იყო „ევროპის გულში ფეხბურთით გაერთიანებული" და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩვენთვის დიდი პატივ...

ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომ...

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეც...

გაბიტაშვილი - დიდი ხანია ფარცხალ...

ახალი გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.  როგორც გაბიტაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება". “ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ გარკვეული პერიოდი ერთად ვიმუშავეთ, მათ შორის მისი მთავარი პროკურორობის დროს, მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. ერთთვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, რამე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში, არის მხოლოდ სპეკულაციები. მე დიდი ხანია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნ...

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებ...

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.  "აქტიური დისკუსიის ფონზე წარი...

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი - ...

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დააკავეს მანიაკური მკვლელობის კულტის (MKY) ლიდერი, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ებრაელი ბავშვების მკვლელობას გეგმავდა. როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩხიკვიშვილის დაკავება მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე წლის 6 ივლისს მოხდა, ბრალი კი, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის ფედერალურმა სასამართლომ 4 მუხლით წაუყენა. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინში გაემგზავრა და იქ ყოფნისას ბებიასთან დარჩა. მან სასაზღვრო ორგანოებს მიაწოდა ბებიის მისამართი ბრუკლინში, როგორც მისი მისამართი შეერთებულ შტატებში. უწყების ცნობით, სულ მცირე, 2022 წლის ივლისიდა...

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებ...

15 ივლისიდან 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ 60 დღის განმავლობაში გაჩერება შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  მედიის ცნობით, ტაილანდის ხელისუფლებამ სავიზო პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ მიმდინარე წლის მაისში განაცხადა.  ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ტრაისული ტრაისორანაკულმა თქვა, რომ სამინისტომ გამოაქვეყნა ქვეყნის სავიზო პოლიტიკის 4 განახლება, რომელიც მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მეტი შემოსავლის გამოსამუშავებლად, რაც ეროვნულ ეკონომიკას გაზრდის.

სუს-ი - საოკუპაციო ძალების მიერ ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, თეიმურაზ ხომასურიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგ...

კობახიძე - ოლიმპიური ჩემპიონების...

საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების და ოლიმპიური გუნდის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. "ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრი...

ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვი...

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.  "განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდ...

ახალი ნომერი ₾1 და ბევრი ინტერნე...

"სელფი მობაილი", რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სთავაზობს ახალი ნომრის ონლაინ დამატებას მხოლოდ ₾1. აქციის ფარგლებში, მომხმარებელი იხდის მხოლოდ ნომრის ღირებულებას, ხოლო eSIM-ს უფასოდ იღებს. ამასთან, "სელფი" საჩუქრად ურიცხავს: 5GB ინტერნეტს საქართველოში 5GB როუმინგში  eSIM-ი ვირტუალური სიმ ბარათია, რომელიც ფიზიკურ სიმ ბარათს ანაცვლებს. eSim-ის უპირატესობაა სწრაფი და მარტივი გააქტიურება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. eSIM-ი არ ზიანდება და მისი აქტივაცია შესაძლებელია ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთად. შესაბამისად, აბონენტს შეუძლია ისარგებლოს ერთდროულად ორი ნომრით. eSim-ის გასააქტიურებლად, მობილურ...