იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭი...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპანია “ალმას”  საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმად სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსება უნდა შეიზღუდოს. კომიტეტის სხდომას “ქართული ოცნების” წევრები და “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი ესწრებოდა. "ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ სა...

თორნიკე რიჟვაძე - მაშველებმა ბავ...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.  მისი თქმით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მძიმე სიტუაციაა, ნანგრევეში რჩებიან ადამიანები, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი რიცხვი უცნობია.  "ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ კვლავ რჩებიან ნანგრევებში ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა", - ამბობს რიჟვაძე. ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღესვე გავ...

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს ემხაურება.  როგორც ღარიბაშვილი Facebook გვერდზე წერს, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. 'ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარება...

სააკაშვილმა ციხეში შიმშილობის გა...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილოზე მეტი დაიკლო. როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი შიმშილობას კვლავ აგრძელებს. „ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს დაკლებული აქვს. დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო, როგორც ვიცი. დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის. მორალურად მხნედ არის“, - განაცხადა ბასილაიამ.  

მიხეილ სააკაშვილის მამა - შიმშილ...

"მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს" - საქართველოს ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.  ,,სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია, სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გა...

ეკატერინე ტიკარაძე - სახეზე გვაქ...

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებოა. ​მისივე თქმით, აცრის რიცხვი საკმაოდ დაკლებულია. "ეპიდვითარება არის საყურადღებო, ვინაიდან ჩვენ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მომატებული, ეს რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აისახება ნატურალურ რიცხვებში ვირუსის გავრცელებაზე, აქედან გამომდინარე კვლავ ბუნდოვნად რჩება, როგორც ვაქცინაცია და ყველა იმ რეგულაციის მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის მხრიდან არის მოწოდებული. აცრის რიცხვი არის დაკლებული, ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება და დღეს ჩვენ გვაქვს საბჭო, რომელში...

გამოვლინდა კორონავირუსის 2 661 შ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 1 274  პირი გამოჯანმრთელდა.

საპატრიარქო - ე.წ. „კრებსების“ ...

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინდორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა. გავრცელებული ინფრომაციით, შეხვედრა ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხს შეეხო. როგორც განცხადებაში ვკიტხულობთ, საპატრიარქოსთვის უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას. „შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაც...

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ყო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დედა - გიული ალასანია და ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრას მისი შვილებიც ითხოვენ.  

მიქაელ ბოტკოველი - სააკაშვილი ში...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. დეკანოზმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ  სააკაშვილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შიმშილობის შეწყვეტას არ  აპირებს. "მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.  მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა. ცნობისთვის, დეკანოზმა მიქაელ ...

ადვოკატი: ხელისუფლება ცდილობს მი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს სააკაშვილის იზოლირებას და გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას.  ბექა ბასილაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშლობას აგრძელებს და პროტესტის მკაფიო და რთული ფორმის მიუხედავად, თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად. „მიშა არის შემართული გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პ...

ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, დას...

ევროკავშირი ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე კვლავ გამოვიდა მოწოდებით, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი. პოლიტკოვსკაია მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ააშკარავებდა კორუფციას რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ადამიანის უფლებების დარღვევებს ჩეჩნეთში. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს, მოკლეს საკუთარ ბინასთან. მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, სათანადოდ გამოეძიებინა ეს დანაშაული. დანაშაულისთვის გაასამართლეს ჯგუფის წევრები, რომლებმაც შეასრულეს დაკვეთილი მკვლელობა, მაგრამ ხელისუფლება...

„ძალიან უდროო დროს კი დამატყდა” ...

ფო­თის მე­რო­ბის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კან­დი­დატს, გიგი უგუ­ლა­ვას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მი­ი­ღებს. "და­მი­დას­ტურ­და კო­ვი­დი. ძა­ლი­ან უდ­როო დროს კი და­მა­ტყდა. კარ­გად ვარ. აც­რი­ლიც ვარ. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბ...

ილია II-ის კურთხევით, დეკანოზმა ...

პარტიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.  ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა.  დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.  "დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეი...

თბილისში 14 საბავშვო ბაღი კორონა...

გახსნიდან 3 დღეში თბილისის 14-მა საბავშვო ბაღმა, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, მუშაობა შეწყვიტა. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია. ამ დროისთვის მუშაობა შეწყვიტა თბილისის მე-100, 72-ე; 145-ე;45-ე; 75-ე;  86-ე; 186-ე; მე-15; 173-ე;  38-ე; მე-10; 74-ე; 53-3 და 135-ე საბავშვო ბაღებმა.  აღნიშნული ბაღები მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს. ცნობისთვის, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში პროცესი არადისტანციურად 4 ოქტომბერს განახლდა. 

12 წლიდან აცრის რეკომენდაციას გა...

"12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის"- აღნიშნული გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.  „რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დო...

საქართველოში კორონავისურის ე.წ ბ...

დღეიდან, 50 წელს ზემოთ ადამიანებში, ასევე ქრონიკული დაავადებისა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება დასაშვები გახდა.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  „ორი ძირითადი საკითხი განიხილა საბჭომ, ეს გახლავთ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება და ასევე, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი. ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონ...

ამირან გამყრელიძე - შეინიშნება ე...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო 3 დღის განმავლობაში შეინიშნება ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციები. როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეპიდვითარების გაუმჯობესების პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. „ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა, იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა, თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი, მაგრამ ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენ...

კომპანია „ალმამ“ პარლამენტს მიმა...

კომპანია „ალმა“ სიძულვილის ენის შემცველ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი,  2 ოქტომბერს, შპს „ალმამ“ დაუყოვნებლივ უზრუნველყო აღნიშნული სარეკლამო ვიზუალების ჩამოხსნა და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას. გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შპს „ალმამ“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა რეკლამის გამავრცელებელს  შესაძლებლობა მისცეს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე. "ზემოაღნიშნული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწი...

გამოვლინდა კორონავირუსის 2 228 ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 1711 პირი გამოჯანმრთელდა.