Beauty Success Georgia - CashBac...

სიახლე „ლიბერთის“ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს პარფიუმერია, კოსმეტიკა და თავის მოვლის პროდუქტები: Beauty Success Georgia „ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამის, CashBack - ის პარტნიორი გახდა. Beauty Success Georgia - თავაზობს თავის მომხმარებლებს ფრანგული  პროდუქტებისა და ბრენდების ფართო არჩევანს, მათ შორის ლუქს ბრენდებს: Dior, Guerlain, Givenchy, Kenzo, Lancome, Versace, Estee Lauder, YSL, Elie Saab, Cacharel, Armani, Emanuel Ungaro, Valentino, Prada, Mugler, Payot, Novexpert, Thalgo, Baija, Biotherm და სხვა. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ექსკლუზივი ნიშ პარფიუმერიის ისეთ ბრენდებთან როგორიცაა  L...

ილია II - კანდიდატის სტატუსის მი...

კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, - ასე ეხმაურება  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კანდიდატის სტატუსის მიღებას.  როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. "დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურ...

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყ...

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა. შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან და უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან...

„არ მიფიქრია ბევრი, მე აქ უნდა ვ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო ღონისძიებაზე მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ევროპისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, ვულოცავ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე, ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ახლა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ...

დავით ნარმანია მარეგულირებელი კო...

საქართველოს პარლამენტმა დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის წევრის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. დავით ნარმანია პირველი ვადით, 6 წლით, საქართველოს პარლამენტმა მარეგულირებელი კომისიის წევრის პოზიციაზე 2017 წელს აირჩია და 2019 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს კომისიას. "კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე, 6 წლით, დავით ნარმანიას კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართვე...

კალაძე - ჩემზე მეტად ვის უნდა უნ...

პირველი მე ვარ დაინტერესებული, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა იყოს მოგვარებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში განაცხადა, სადაც საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.  მერმა დეპუტატ მიხეილ კაკაურიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მზადაა, ოპოზიციისგან მოისმინოს და გაიზიაროს კონსტრუქციული რჩევები ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.  „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე პარლამენტის დონეზე, აქაც, თქვენთან, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი.&nb...

ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ ხანძარ...

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შ...

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ არასრულწლოვანს მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალებ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. "საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის ...

სიახლე ჩვენიანებს - „ლიბერთის“ ა...

საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანის ფარგლებში, „ლიბერთი“ ახალ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს,  რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას. განახლებული პირობების თანახმად, პირველი იპოთეკური სესხის აღებას მომხმარებლები ანუ ჩვენიანები წლიური - 10.8%-დან, ეფექტური - 11.94%-დან შეძლებენ. ხოლო სხვა ბანკიდან რეფინანსირების შემთხვევაში: წლიური - 10.8%-დან, ეფექტური - 13.28 %-დან. „ლიბერთი", კამპანია  #ჩვენიანის ფარგლებში, იპოთეკური სესხის განახლებულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ  პირობებს სთავაზობს  მათ, ვინც პირველად აპირებს უძრავი ქონების შეძენას. ასევე, განახლებულ პირობებს ვთავაზობთ მათ, ვინც სხვა ბანკების მომხმარებლები არიან,&nb...

ღარიბაშვილი - მიზანმიმართული დეზ...

ბოლო პერიოდში, შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველდღე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, მინისტრის წინააღმდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს, სწორ საქმეს აკეთებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს მადლობა გადაუხადა. "რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს და მის გუნდს, კიდევ ერთხელ და  და ვუსურვო წარმატებები... ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელ...

სახალხო დამცველი - იმედია, ადამი...

იმედია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის შედეგად აღმოიფხვრება, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება  მოჰყვება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ომბუდსმენი განცხადებაში ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. "2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელ...

თოვლის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუ...

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  "თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

15 დეკემბრის ჩათვლით თბილისი-სენ...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზ...

„შენი ხმა ევროკავშირს“ - ევროპის...

"შენი ხმა ევროკავშირს" - ევროპის მოედანზე ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს. მსვლელობა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რიგითი მოქალაქეები და აქტივისტები მართავდნენ რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობას ასევე შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს უნდა ევროპა და დასძინა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცნობისთვის, ევროკავშირის 12 ვარსკვლავი, სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა.

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო,...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ. მათივე ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი ასევე დაჯდა ერევანში. თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.

საქართველოში და რეგიონში პირველა...

ნობილი ხდება სად გაუშვებს „სელფი“ 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად „სელფის“ 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს. „სელფი“ ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, „სელფი“ იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს. ახალი ტექნოლოგია გამოირჩევა ინტერნეტის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე 4G და ფაქტობრივად გამორიცხავს დაყოვნებას, რაც უსაზღვრო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეკონომიკის...

თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთა...

​მარტივი და გასაგები, ამავე დროს მასშტაბური, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული - „ლიბერთი ბანკის“ ახალი მასშტაბური კამპანია მთელ სათქმელს ერთ სიტყვაში ატევს. „ჩვენიანი“ - აქ ასე ეძახიან ყველას, იმ თანამშრომლით დაწყებული, რომელიც ბანკის ფილიალის კარს პირველი აღებს, დამთავრებული იმ მომხმარებლით, რომელთანაც ყველაზე მიუვალ ადგილებში თანამედროვე საბანკო სერვისები მობილური მანქანა-ფილიალით ან ცხენითაც კი აღწევს. უფრო კონკრეტულად, „ლიბერთის“ ახალი ეტაპის შესახებ, „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, თორნიკე კორძაიამ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. - „ლიბერთის“ ახალი ვიდეორგოლი „ჩვენიანი“ ...

თოვისა და ლიპყინულის გამო, გუდაუ...

თოვისა და ლიპყინულის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. "თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციე...

„საქართველოს ფოსტა“ გამოფენას „თ...

​„საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი, ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, გამოფენა „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ გრძელდება 5 დეკემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოში საფოსტო საქმიანობის ისტორიას. სიმბოლურია, რომ გამოფენა იმართება ფოსტის ისტორიული განყოფილების ტერიტო...