ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებისთვ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონ ქვინს შეხვდა, რომელიც  ვირჯინიის შტატის ფეარფექსის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი საარჩევნო მოხელე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET), რომელიც ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ამ მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით დაინტერესდა. შესაბამისად, დღევანდელი შეხ...

პრეზიდენტმა გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი შანიძესთვის 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.  მას სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.

პრეზიდენტმა ერთი მსჯავრდებული შე...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პირი პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა. ამ დროისთვის შეწყალებული პირის ვინაობა უცნობია.

ზუგდიდში, სადაც „ერთიანობა-ნაციო...

ზუგდიდში, სადაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრები წინასაარჩევნო კამპანიას მართავდნენ თავს დაესხნენ. როგორც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტიის წევრ ანა წითლიძეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს. ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში მობილიზდა სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე "ქართული ოცნების" წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც. ...

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის...

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. კომიტეტის ცნობით, კანდიდატთა შორისაა მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსიპორტის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი, ფრანგი დავიდ ლაპარტიენტი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები - იორდანიის პრინცი, ფეისალ ალ-ჰუსეინი და ზიმბაბველი ორგზის ოლ...

ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძ...

ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას. როთი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჰომოფობიური კანონი გააუქმოს. "ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან. კესარია აბრამიძე მოკლეს. საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-LGBTI კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ. ღრმად ვარ შეძრწუნებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას - "ქართულ კოშმარს", დაუყოვნებლივ გიწვიოს სამარცხვინო კანონი",- წერს როთი X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ, 18 სექტემბერს თბილისში, დიდ ...

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამე...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა.  "შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკოს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ცესკოს  დადგ...

იოსელიანი კესარია აბრამიძის მკვლ...

იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კესარია აბრამიძის მკვლელობას. იოსელიანის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს. "მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები...

სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა ...

კესარია აბრამიძეს სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. "ექსპრესნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლებმა ხმამაღალი საუბრის შემდეგ კი ჩხუბის ხმა გაიგეს. მას შემდეგ რაც მოკლულმა დახმარება ითხოვა მეზობლებმა სასწრაფოს და პოლიციას გამოუძახეს. არსებული ინფორმაციით, იძებნება ბექა ჯაიანი, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო, პოლიციას ამოღებული აქვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც როგორც ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ადგილზე პოლიცია მუშაობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, თ...

ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამი...

თბილისში დიღმის მასივში, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ბინაში უკვე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები. მიბილიზებულია სასწრაფოს მანქანა და პოლიციის რამდემიმე ეკიპაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ...

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა, განსაკუთრებით ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შარაბიძემ აღნიშნა, განვლილი პერიოდის მანძილზე, ექვსასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა,  საარჩევნო ტექნოლოგიების  საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის იმიტირებულ კენჭისყრებში. ასევე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნი...

ცესკო - 26 ოქტომბრის არჩევნებზე ...

ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს. ცესკოს ცნობით, შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს, რომელიც შესაბამისი პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლინდა.  მათივე ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი - არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი ...

Tbilisi Pride ჰომოფობიურ კანონზე...

Tbilisi Pride და კიდევ 31 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ ჰომოფობიურ კანონს, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონების პაკეტი, "თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ". "ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. „ქართული ოცნება&rdq...

ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგ...

ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის პორტფელის გასხვისების მორიგი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორატიული პორტფელის ნაწილი სამართავად ბბ ლიზინგს გადაეცა. აღნიშნული გარიგების შედეგად, ბბ ლიზინგი განაგრძობს კორპორატიულ პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, რადგან კომპანიის  სამომავლო პრიორიტეტებს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება წარმოადგენს. ბბ ლიზინგი აქტიურად განაგრძობს ქართულ სალიზინგო ბაზარზე თანმიმდევრულ ზრდას. აღნიშნული გარიგებით ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიის პოზიციებს კიდევ უფრო მეტად იმყარებს. ბბ ლიზინგი, ბბ დაზღვევ...

ცესკო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევ...

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. "საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება საკანონმდებლო რეგულაციების, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნისა და სხვა პროცედურების შესახებ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა...

პრემიერი - მერაბ დვალიშვილის უმა...

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მერაბ დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. „მინდა, მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალ-ყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ელოდა ძალიან დიდი ინტერესით და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზ...

ცესკო - პოლიტიკური პარტიების ქცე...

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოს ცნობით, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმება საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.  "საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ აერთიანებს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას. ქცევის კოდე...

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუ...

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია.  დვალიშვილმა ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელი შონ ომალი დაამარცხა. 33 წლის მებრძოლმა UFC-ში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო. დვალიშვილს, საერთო ჯამში, 22 გამართული ბრძოლიდან 18 მოგება აქვს.

ცესკო - საუბნო საარჩევნო კომისიე...

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში. "სამწუხაროდ აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების გ...

პრეზიდენტმა ქართველი ოლიმპიელები...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ორბელიანის სასახლეში უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მონაწილეები ღირსების მედლებით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ღონისძიებას მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, ხოლო დაჯილდოვების შემდეგ ადგილზე საზეიმო კონცერტი დაიწყო, სადაც ლელა წურწუმია და "ჩვენი ბენდი" იღებს მონაწილეობას.