დედაქალაქში აქცია "არა რუსულ კანონს" მოძრაობა "ჯიუტის" და "დაფიონის" ორგანიზებით კვლავ გრძელდება. დედაქალაქში შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობა გამართეს, საიდანაც გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობენ მარშს. სტუდენტები და სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აცხადებენ, რომ აქცია უნდა გაიმართოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობასთან და პროტესტი არ უნდა შეწყდეს, იქამდე, სანამ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუ...
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს, ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ჩაშლის საფრთხე. ემუქრება. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს. ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება დაფინანსების არ-გამოყოფის შესა...
მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძეს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 10 არასამათავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო სექტორის ნაწილი ასევე მოუწოდებს კოკა კაციტაძეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. "24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს. სა...
სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. "სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა. დაკავებული აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავეაბული მო...
ბაზისბანკი, განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მე-11 წელია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სახელობით სტიპენდიას გადასცემს. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებზე. ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძ...
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქვვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მამარდაშვილი სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!"- წერს მამარდაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. გუშინ, 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პ...
საქართველოს გზა ევროპაშია,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს. კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს",- წერს კვარაცხელია "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსნებეთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, ...
ევროპისაკენ სწრაფვით, ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებულ პროტესტს ეხმაურება და აცხადებს: "მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისათვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველო ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისაკენ სწრაფვით, ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის",- წერს...
საქართველოს გზა ევროპაშია,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე აცხადებს. ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას",- წერს ზივზივაძე.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. "შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე. უფლებადარღვევის შემთხვევ...
პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. როგორც სირაძე აღნიშნავს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ პირთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. „დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ. დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა სირაძემ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რუსთაველის გამზირზე შეკრებას მშვიდობიანი სახე აქვს და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს შეკრების მიმდინარეობას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, "იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ". "შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილ...
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით, კამპანიის #მიყვარხარდედა ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 100-მდე ოჯახს თანადგომა გაეწია. ბაზისბანკისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კონტრიბუციით, კამპანიის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი დედებისთვის, შვილებმა სპეციალურად შეარჩიეს და გადასცეს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები. 11 აპრილს კი, საქველმოქმედო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, დედები მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს და სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლ ,,მაკბეტს“ დაესწრნენ. ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისიასთან, რომელიც საქართვე...
"სელფიზე" პორტირება ონლაინ გახდა შესაძლებელი, დაპორტირებული მომხმარებლები კი ყოველთვე 1GB+100 წუთით დასაჩუქრდებიან. 15 აპრილი, 2024 - "სელფი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს პორტირებას უკვე სრულად ონლაინ, ვებგვერდიდან სთავაზობს. პორტირების განაცხადის შევსება უმარტივესი პროცესია. მომხმარებელს პორტირებისას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს სიმ ბარათის ტიპი, როგორც ფიზიკური, ისე eSIM-ი. "სელფიში" დაპორტირებული მომხმარებლები ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე საჩუქრად მიიღებენ 1GB მობილურ ინტერნეტს და 100 წუთს ნებისმიერ ქსელთან სასაუბროდ. ფიზიკური სიმ ბარათის არჩევის შემთხვევაში...
ლიბერთის ლოიალობის პროგრამას CashBack და მის მეგობარი ობიექტს, საინტერესო სიახლეები აქვთ: Beauty Success Georgia რებრენდინგის შემდეგ, მომხმარებლებს ახალი დასახელებით Beauty Scent Georgia დაუბრუნდა და СashBack - თან ერთად ახალ აქციას სთავაზობს! 15 აპრილს, Beauty Scent Georgia-სა და Beauty Scent სილამაზის ინსტიტუტის ჭავჭავაძის ფილიალში, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები შეძლებენ დაიბრუნონ დახარჯული თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად. გარდა ამისა, Beauty Scent Georgia - ში ქეშბექი დაემატება შიდა ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე. აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იქნება მხოლოდ შეთავაზებების გააქტიურება და შემდეგ ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა....
სულ მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. თამთა კალანდაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარეს შეყალების გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. "სულ მჯეროდა, ნოემბერში როდესაც ჩამოვედი, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს იმიტომ, რომ ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა, ყველას დასანახად ისჯებოდა, რომელიც დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით.. გულით და სულით მჯეროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა .. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომე...
ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით 10 საათზე, არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს... ხელი ჯერ არ მომიწერია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მას გადაწყვეიტლებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, რადგან საჭირო პროცედურებია გასავლელი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. „გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10:00 საათზე. ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს გადავწყვეტდი. ახლა ა...
"საქართველოს ფოსტამ", კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. "საქართველოს ფოსტის" ცნობით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. „პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, "საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს ფოსტის...