მეუფე იაკობი - გმირი კაცი ერშიც,...

გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია, ციხეშიც გმირია - პალატაში რომ წამოგორებულხარ და ვერ გაგიძლია, სირცხვილია, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებაზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი "როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა - უკრაინელი". "კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირო მხარი, თუ ქვეყანა გიყვარს, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინო. მე ტყუილად კი არ ვლაპარაკობდი თემურ ლენგსა და შაჰ-აბასზე - შენ რა იცი უცხოელმა ჩემს ისტორიაში ვინ არის რამე კარგის გამკეთებელი - რომ ...

იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვ...

მაქვს იმედი, რომ ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის მოწამვლასა და უკანონო პატიმრობაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება და შეიძლება ყველაფერი "ძალიან ცუდად დამთავრდეს". "ბილ ბროუდერი ჩაერთო პროცესში, რომელიც მიეხმარება ჩვენს მხარეს, რომ შედგეს მიხეილ სააკაშვილის სია - "მაგნიტსკის სიის" მსგავსი. მაქვს იმედი, რომ ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის მოწამვლასა და უკანონო პატიმრობაში მიიღო მონაწილეობა... მისი ჯანმრთელობა ყოველდღე უარესდება და შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, ვიდრე მის ორგანიზმში არ...

მეუფე გრიგოლი - ვაპირებდი მიხეილ...

არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე გრიგოლმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სურდა მიხეილ სააკაშვილის მონახულება, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. "მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის, არ ვიცი, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ ვერ მოხერხდა. კიდევ ვეცდები. პირველ რიგში, გავერკვევი თუ რა მოხდა - თუ რეგულაციებია, რომლებიც ობიექტურად არ იძლევა საშუალებას, გასაგებ...

ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყ...

ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. "ვერაფერს ახალს, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი. არის სისუსტე, წევს ერთი და იგივე მდგომარეობაში. ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია. რასაც ვხედავ, ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა საშუალებას, რომ თუნდაც დისტანციურად დაესწროს [სასამართლო პროცესს]... რაღაც მდგომარეობა არის ხოლმე ხანდახან რომ ვეუბნები, აბა, თავ...

გარდაიცვალა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე

საქართველოს დამსახურებული არტისტი ლამზირა ჩხეიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს და მსახიობის ოჯახსა თეატრალურ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს. ლამზირა ჩხეიძემ 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.  "მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია(კ. მალიარევსკის &quo...

ვაკარჩუკი სააკაშვილს - გისურვებთ...

გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მიწერა. წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ვაკარჩუკი ექსპრეზიდენტს "ყველა განსაცდელის დასაძლევად, ფიზიკურ და სულიერ ძალას" უსურვებს. "ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში, გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას, ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბ...

ნედ პრაისი - მოსკოვს არ აქვს სურ...

ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება კრემლის განცხადებაზე, რომ ის მზადაა დიალოგში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მხოლოდ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შემთხვევაში, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები აშკარა ნიშანია იმისა, რომ მოსკოვს არ აქვს სურვილი ჩაერთოს დიალოგსა და დიპლომატიაში, რაც გამოიწვევს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების გაწევას. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება კრემლის განცხადებაზე, რომ ის მზადაა დიალოგში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მხოლოდ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შემთხვევა...

თბილისში ალილოს მსვლელობის გამო ...

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება.   სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან  ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.  მს...

მეუფე ნიკოლოზი - საზოგადოება ითხ...

საზოგადოება ითხოვს, რომ პატრიარქი შეწყალებაში ჩაერიოს და ფაქტობრივად, შეიწყალოს", - ამის შესახებ  ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორ მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ეკლესია შეწყალების საკითხში ვერ ჩაერევა, რადგან "არ აქვს უფლება, გავლენა მოახდინოს". "რამდენიმე წლის წინ პატრიარქმა ითხოვა შეწყალების უფლება. ითხოვა საზოგადოებისგან, ითხოვა მთავრობისგან, მაშინ პირველი ვადა იყო ირაკლი ღარიბაშვილის და იგი დათანხმდა. ამაზე იმხელა ამბავი ატეხა საზოგადოებამ და ახლა ზუსტად იმას ითხოვთ, რომ შეწყალებაში ჩაერი...

მათ ვინც „სულიერი რეალობა“ ციხეს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის წერილის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს და ილია მეორეს მადლობას უხდის, რომ მის ოჯახის წევრებს შეხვდა.  ექსპრეზიდენტმა ასევე განმარტა პატრიარქის წერილში ნახსენები "სულიერი რეალობა" და დასძინა, რომ ეს მის სულიერ გაძლიერებას უკავშირდებოდა.  "დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს. მინდა ვუპასუხო მათ ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი". ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად ...

კობახიძე - მადლობა პატრიარქს უდი...

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს. კობახიძემ მისალოც წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისთვის, ილია მეორეს მადლობა გადაუხადა. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავ 90 წლის იუბილეს! როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რიგითი წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი პატრიარქს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისათვის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გასწია. უწმინდესი და უნეტარ...

მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს 9...

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს მიულოცა. ბართლომე პირველი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილესაც ულოცავს და მას სულიერ სიმტკიცეს უსურვებს. „უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა! სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ...

რომის პაპი ილია მეორეს - ეკლესია...

ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ სამყაროსადმი მის სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ, -  ასე მიულოცა რომის პაპმა 90 წლის იუბილე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. პაპი ფრანცისკე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავსაც ულოცავს და მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქზე "მინდობილი ეკლესია ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა". „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების 45-ე წლისთავთან დაკავშირებით და 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყ...

ლუკაშენკო ილია მეორეს - ამაყად ა...

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცა. ლუკაშენკომ მისალოც წერილში აღნიშნა, რომ ილია მეორეს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბიანი აღორძინება და შენარჩუნება.  “მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავად მსახურობთ უძველესი და ბრძნული ქრისტიანული იდეების დამტკიცების სფეროში. თქვენს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბიანი აღორძინება და შენარჩუნება. თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას თქვენი მრევლის გულებში, რომელთაგან ათიათასობით თქვენი ნათლულია. თქვენი პირადი მაგალითით შთააგონებთ ყველა მორწმუნეს და ურწმუნოებს მოყვასის...

რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს და...

რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვა რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესო, ძვირფასო ძმაო და უფლის შემწირველო! გულითადად გილოცავთ მნიშვნელოვან თარიღს - თქვენს 90-ე დაბადების დღეს. თქვენი, უწმიდესისა და უნეტარესის ცხოვრების გზა, განუყრელად არის დაკავშირებული ქრისტესთან, რომელიც გიყვართ ყრმობიდანვე. ეკლესიის წინააღმდეგ დევნის მკაცრ დროს, თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა. წმინდა სერგის დიდ კელიაში სულიერი განათლების მიღების შემდეგ, ივერიის ეკლესიის საკეთილდღეოდ დაიწყო გულმოდგინებით მუშაობა, რითაც გაზარდეთ უფლის მიერ მიცემული ძღვენი. როგორც კი დაინახ...

პრეზიდენტი ილია მეორეს 90 წლის ი...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს. მისალოცი წერილი პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.  „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს! ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს 90 წელი შეუსრულდა.

ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა

დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა. წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველად 1977 წელს აირჩიეს. ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, რის შემდეგაც დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტო...

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად და...

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“ „ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად. „ნომინაცია &...

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრ...

ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი,  როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრო...

კალაძის განცხადებით, თანამშრომელ...

თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია...