გლდანში ხანძარია - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ "მარიამის" სახურავს უკიდია. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. “აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა ა...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წელს გაწეულ საქმიანობას აფასებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში შრომის ანაზღაურებაზე 1 521 640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49 024 ლარი მიიღეს. "ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები: ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძ...
ზაფხული - მოგზაურობის დროა. ახალი ადგილების მონახულება გვავსებს შთაბეჭდილებებით, ახალი ფიქრებითა და გრძნობებით. ეს ავტომატურად გვიჩენს სურვილს, გავუზიაროთ ნანახი სამშობლოში მყოფ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ფოტოების, ვიდეოების, ხმოვანი თუ წერილობითი შეტყობინებების მეშვეობით. ამისთვის კი ბევრი ინტერნეტია საჭირო. "სელფი მობაილის" საუცხოო როუმინგით, შეგიძლია აღარ იფიქრო მეგაბაიტების რაოდენობაზე. "სელფის" როუმინგის შეთავაზებაში იმდენი ინტერნეტია და იმდენად ხელმისაწვდომი, რომ თამამად გაუზიარებ ახლობლებს ყველა შთაბეჭდილებას, ჩვეულებრივ თუ არაჩვეულებრივ ამბავს და ემოციას. “გააზიარე რამდენიც გინდა”! "სელფი მობაილის" საუცხოო როუმი...
პირველ საათზე, დღეს შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე იქნებოდა მიღება, დახვედრა ოლიმპიელების და თურმე, დაჯილდოება - მე მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ეს არის სერიოზული საქმე და არა, აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი", და ამიტომ, აპირებს, რომ სახალხო ზეიმი მოაწყოს. ამასთან ზურაბიშვილის თქმით, ახლა იწყება პარაოლიმპიადა, რომელიც 8 სექტემბრამდე გრძელდება და ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაბრუნების ცალ-ცაკლე აღნიშვნა დისკრიმინაციული იქნება. "პირველ საათ...
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირ...
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე ცნობით, ძალოსანთა ოლიმპიური გუნდი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. ძალოსნებს აეროპორტში გულშემატკივრები, ფედერაციის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთან...
ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ,- ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაში. განცხადების თანახმად, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები: ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი; ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები: ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გივი მაჭარაშვილი, ლაშა გურული. "საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, ...
მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ გენო პეტრიაშვს ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს და საჩუქრად, საცხოვრებელ აპარტამენტს გადასცემს. კორპორაცია ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა პრემიუმ კლასის აპარტემენტები გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურსაც გადასცა. გენო პეტრიაშვილის გამარჯვებას „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. “ვულოცავთ გენო პეტრიაშვილს ამ დიდ წარმატებას და მსგავსად გიორგი მამარდაშვილისა და ლაშა ბექაურისა გადავცემთ საჩუქრად, საცხოვრებელ ფართს ჩვენს ერთერთ უნიკალურ პროექტში ( მწვანე ჰორიზონტი ) გრიგოლეთში,”...
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად და ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს. ომბუდსმენი განცხადებაში ასევე უთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს. "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 16 ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ცესკოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობაზეც, რომელიც ამომრჩევლებისთვის ტექნოლოგიების გაცნობ...
შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც კი, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არცერთი პირი არ გამოვლენილა. არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია საქმეზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანო არ არის დაინტერესებული სრულად და ყოველმხრივ აწარმოოს გამოძიება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) ავრცელებს. როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურას ამ დრომდე არ უცვნია დაზარალებულად შოვში სტიქიას გადარჩენილი პირების ნაწილი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც უშუალოდ ღვარცოფულ მასაში იმყოფებოდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. არასამთავრობო ორგა...
არ ვხედავ "ქართული ოცნების" მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალი კონფიგურაციების, მმართველი პარტიის განცხადებების ფონზე, რა მოლოდინი გაქვთ, იქნება თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები ცვლილებების მომტანი და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სად ხედავთ თქვენს როლს როგორც ცვლილებების, ისე "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში - ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებმა "უთუოდ ევროპული ძალების გამარჯვება უნდა მოიტანოს". "არ ვხედავ "ქართული ოცნებ...
მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე დეტალურად ისაუბრა, მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. “ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს პირველა...
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ასევე, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიებს და ასევე, ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქუთაისი ასევე გაჩნდება საე...
UFC-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს დაიცავს. 27 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მაქს ჰოლოვეი იქნება, რომელიც წარსულში უკვე ფლობდა ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს. MMA-ის კარიერაში 32 წლის ამერიკელ მებრძოლს, მაქს ჰოლივეის 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მის ანგარიშზე 26 მოგება ფიქსირდება. ილია თოფურიას ანგარიშზე კი, 15 ბრძოლიდან 15 გამარჯვება იყრის თავს. მან ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის 18 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ქართველი მებრძოლისა და მაქს ჰოლო...
ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის, გურამსა და მას შორის დაძაბულობა არ არის. “საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“,-განაცხადა რინერმა. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა&nbs...
დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ისტორიაში პირველად ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას. იტალიის ნაკრებმა კი, უნგრეთი გუნდურ შეჯიბრებაში 4:1 დაამარცხა და მერვედფინალში საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეულ გუნდს შეხვდება. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისათვის 3 მედალი აქვს. ძიუდოისტებმა - ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა! შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული. როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, შოვის ტრაგედიის გამოძიებაც კვლავ მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა,- წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში. ფარულავას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. “მინდა გამოვყო სამი ძირითადი მიმართულება: 1. შოვის განაშენიანების გეგმა და კორუფციული ინტერესები; 2. სუს-ის იუბილე და დაგვიანებული რეაგირება; 3. სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უ...