საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვტილებები მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 4 753 პირი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ის მკურნალობას ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში გადიოდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძეს განმარტებით, 6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა. „ ბავშვს ჰქონდა ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სეპტიური შოკი განვითარდა, ასევე კოვიდ ინფექცია“,-აღნიშნავს ჩხაიძე.
შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ის შეზღუდვები, რაც არსებობს, ისე გაგრძელდება. „შემსუბუქების საფუძველი არანაირი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეო...
არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბერის დასაწყისი კოვიდსიტუაციის მხრივ მშვიდი უნდა იყოს, „არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა. ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუისგან 5 929 პირი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ქალდანმა პირველი შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაამთავრა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მექსიკელი და იაპონელი მეტოქეები დაამარცხა. თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლაში ბრაზილიელ მალდონადოს დაუპირისპირდება და დამარცხდა. რევაზ ჩიკოიძე 100 კილოიან კატეგორიაში, ფინალურ შეხვედრაში ირანელ მუჰამადრეზა ხეიროლაჰზადეჰსთან იბრძოდა, თუმცა ტრამვის გამო ბრძოლა წააგო და ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.
27 აგვისტოს მონაცემებით, სულ 1 095 069 აცრა ჩატარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%, სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, 26 აგვისტოს 26 418 ადამიანი აიცრა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრები განთავსდება, სადაც მოქალაქები ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურების მიღებას შეძლებენ. "დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ესეც გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა - ევროპაშ არის ძალიან მრავალი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა. ჯამში, დაგეგმილი არის 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 73 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 4 585 პირი გამოჯანმრთელდა.
ქუთაისში 24 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ, მეოთხე დღეს გარდაიცვალა. გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ამასთანავე, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ, რიგით მეორე საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია. ამის შესახებ ინფორმაცია, ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა გაავრცელა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას 64 პაციენტი გადის. ავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 64 პაციენტი მკურნალობს. როგორც ჰჟურნალისტებთან განაცხადა, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი „სტაციონარში მკურნალობას ამ ეტაპზე 64 პაციენტი აგრძელებს. მოხდა 1 პაციენტის გადაყვანა პოლიტპროფილურ კლინიკაში. პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სატურაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ყველა პაციენტი უზრუნველყოფი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 5 611 პირი გამოჯანმრთელდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს მათი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა. „კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან მისი რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა, 2021 წლის 2 ოქტომბრის მ...
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაზე ჩინელი მეტოქე ბიან ძინი 7:15 დამარცხადა. მერვედფინალში მან იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა. საქართველო ნაკრები 14 პარასპორტსმენისგან შედგება და ისინი სპორტის 6 სახეობაში ასპარეზობენ
ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მეორე საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპისთვის 59 პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, ყველა ჟანგბადდამოკიდებული, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. „ამ ეტაპზე, ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 59 საშუალო სიმძიმის პაციენტი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა მცხეთის „ჯეო-ჰოსპიტალში“. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას, მეტწილად არიან ჟანგბადდამოკიდებულები. - განაცხადა ჩიქოვანმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 5 041 პირი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში 52 747 ტესტი ჩატარდა.
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსში კორონავირუსი 98 წლის ნუცა ჭკადუამ დაამარცხა. ის 6 აგვისტოს შეიყვანეს ფილტვების დაზიანებით და 15-დღიანი მკურნალობის შედეგად 23 აგვისტოს კლინიკიდან გამოწერეს. 98 წლის ქალი თავს ახლა კარგად გრძნობს.
დღევანდელი სიტუაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%–ს ჩამოსცდება და სკოლის პერსონალის 80% იქნება აცრილი. "დღევანდელი სიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს სადღაც 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავ...
„ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ, ეს რესურსი მობილიზებულია და კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსების მობილიზებას“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალები გეგმური ჩარევების შეჩერების ხარჯზე დამატებითი რესურსის მობილიზებას ცდილობენ. „გეგმური ჩარევების შეჩერება იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას, შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს და ...