„ჰუალინგთან“ ავარია შემთხვევა მო...

„ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. უკანასკნელი ცნობით, ინციდენტი გადაჭარბებულ სიჩქარეს უკავშირდება. ამბავს „მთავარი არხი“ იუწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალებს „ექსპრესნიუსი“ არკვევს.

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდე...

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა უკრაინის საზღვარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადაებით, იგი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში მოლაპარაკებების გამართოს. ვუზრუნველყავი და არსებული სიტუაციის გაუარესება ან ესკალაცია არ მოხდება“, - ამის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - აღმოსავლეთ ე...

„ჩვენ განვიხილავთ უფრო გრძელვადიან კორექტირებას ჩვენ პოზიციაში, ჩვენს ყოფნაზე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, აღიშნულთან დაკავშირებით ალიანსში მოლაპარეკების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილოება ჯერჯერობით, მიღებული არ არის. „ჩვენ განვიხილავთ უფრო გრძელვადიან კორექტირებას ჩვენს პოზიციაში, ჩვენს ყოფნაზე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ახლა NATO-ში მიმდინარეობს პროცესი”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

სენაკში, 12 წლის გოგონამ სიცოცხლ...

სენაკში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ფოცხოში მოხდა. გავრცელებული ცნობებით, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ,,ექსპრესნიუსი” მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.

როგორი ამინდი იქნება საქართველოშ...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება. 9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში  +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში 8 თებერვალს  უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9-10 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  დღი...

საქართველოში კორონავირუსის 11 23...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 905 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 924 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 981 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 11 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 325 838. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.37% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.99%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 130 პირი, ხოლო ჯ...

„სემეკმა“, აბონენტებზე დარიცხული...

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო.  კომისიის წარმომადგენლის თქმით, თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს  კომისიას გადაეცემა და შესაბამისი კანონმდებლობით დააჯარიმებს ან სანქციას დაუწესებს ენერგოკომპანიებს. „თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს გადაეცემა კომისიას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმსჯელებს დაჯარიმებაზე ან რაიმე სანქციაზე. თუ ეს ასე შეფასდება, როგორც კომისიამ განაცხადა, ასევე, იმსჯელებს იმ მოქალაქეების ქვითრების გასწორებაზე, რომელთაც შეეხებათ შესწორების ვალდებულება. კონკრეტული დარღვევების გამ...

საქართველოში სრულად ვაქცინირებულ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5თებერვლის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 747 141 აცრა, ბოლო 24 საათში, 4 224  ადამიანი აიცრა.  NCDC-ის ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 339 345 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 46.6%. სრულად ვაქცინირებულია 1 226 339 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 42.7%.. ამასთანავე, NCDC-ის მონაცემებით, „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 179 070 ადამიანს. „12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 942 (2.23%) სრულად აცრილია - 2 826 (1.59%) 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 465 (15.37%) სრულად აცრილია- 10 895 (13.44%)", – აღნიშნუ...

ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწა...

ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება.- ­ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში​ კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. "კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 20...

საქართველოში კორონავირუსის 23 13...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 295 505. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.28%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, ხოლო ჯამშ...

სეს-მ თბილისში ნახევარ ტონამდე გ...

თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვე...

საქართველოში კორონავირუსის 22 26...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 272 371. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.87%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო ჯამში ...

საპატრიარქოში კარანტინი გამოცხად...

საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა, მიღებებზე შეზღუდვები დაწესდა. ამბის შესახებ „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ იუწყება. გამოცემის ცნობით, მიღებული ზომები მას შემდეგ დაწესდა, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს კორონავირუსი დაუდასტურდა. „კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს. მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა, დაწესადა შეზღუდვები მიღებებზე“, - აღნიშნულია განცხადბაში.

NCDC - პანდემიის დაწყებიდან, რეი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრის შემდეგ განსაზღვრულ პერიოდში, გარდაცვალების სულ 7 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვალების 7 შემთხვევიდან 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. დარჩენილი 2 შემთხვევიდან ერთის განხილვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენამდე, დროებით შეჩერებულია. რაც შეეხება მეორე პაციენტის გარდაცვალებას, საქმე ჯერ არ განხილულა კომიტეტის მიერ. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრმდე, საქართველოში სულ იმუნიზაციის 2 514 871 შემთხვევა აღირიცხა. მათგან რომელთაგ...

DRI - 5-6 ივლისის საქმეზე დაკვირ...

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) შუალედურ ანგარიშში  2021 წლის 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული დარბევების პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტი და 5 ივლისის ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო განხილვებზე დაკვირვების შედეგები მიმოიხილა. როგორც, DRI აღნიშნავს, მონიტორინგის არეალი მოიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე ოთხ საქმეს. მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მონიტორი 15 სასამართლო სხდომას დაესწრო. "2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ  მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 5-6 ივლისის ორგან...

თამარ გაბუნია - შემთხვევების რაო...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შემთხვევების რაოდენობა მაღალია და აქტიური შემთხვევევბი 190 000 აჭარბებს. მისივე განცხადებით,  მომდევნო დღეებში დაემატება კლინიკები და ოჯახის ექიმები იმისთვის, რომ არ გვქონდეს შეფერხება. "შემთხვევების რაოდენობა მაღალია აქტიური შემთხვევევბი 190 000 აჭარბებს. კლინიკებში 3.6%-მდე. 3 ათასამდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის მობილიზებას, ოჯახის ექიმები აქტიურად ერთვებიან, რაც გვეხმარება. მზარდი ნაკადის მართვისთვის აუცილებელია კიდევ  მეტი ოჯახის ექიმი ჩაერთოს პროცესში. კიდევ დაემატება მომდევნო დღეებში დაემატება კლინიკები და ოჯახის ექიმები იმისთვის, რომ არ გვქონდეს შეფერხება არც 1522 -ის...

სემეკი შეისწავლის, რამდენად სწორ...

დღეიდან  კომპანია "თელმიკოსა" და "თელასში" სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ადგილზე შეისწავლის, რამდენად სწორად დაურიცხეს კომპანიებმა დავალიანება მომხმარებლებს. -  ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიამ მიიღო. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, კომპანიას დაევალება, ზედმეტად გადახდილი თანხები მემდევნო თვის გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს. "მარეგულირებელ კომისიაში შემოვიდა განცხადებები, მომხმარებელთა პრეტენზიები დარიცხვასთან დაკავშირებით და ასევე, სოციალურ ქსელებში მაღალია უკმაყო...

ამირამ გამყრელიძე - პიკურ პერიოდ...

პიკურ პერიოდს გადავდივართ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  NCDC-ის დირექტორი თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება. "ჩემი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ. მაღალი გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი, რაც ერთ-ერთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია აქტიურად ცირკულირებს, მაგრამ ნახტომისებური ზრდა ჯერჯერობით არ გვაქვს. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, როგორ განვითარდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 180 000-ზე მეტია, მაგრამ სისტემა უძლებს, ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება. სერიოზული დატვირთვაა ლაბორატო...

საქალაქო სასამართლომ მოქალაქეს F...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით ქართველ „Facebook-მომხმარებელს“ გასაჯაროებული („Public“) პოსტის „Only Me-ზე“ გადაყვანა დაავალა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო.  სასამართლომ ასევე დაუკმაყოფილა მოსარჩელეს მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ მოპასუხეს დაავალა „YouTube-ზე“ განთავსებული პოსტის / ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა. ამბავს JG Counselors-ს ავრცელებს. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც მომხმარებელს (მოპასუხეს) დავის დასრულებამდე აეკრძალა თავისი „Facebook Account-ის“ (ანგარიშის) წაშლა. უშუალოდ დავა შეეხება სოციალურ მედიაში („Face...

კახა კალაძე - ერთთვიანი სამგზავრ...

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება   150 ლარია. თბილისის მერის განცხადებით,  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია.  მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია  მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას  ემსახურება.  „გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე  ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც მიზანმიმართული მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. კონკრეტული ტელეარხის  ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და  ეკითხება,  აქვთ თუ არა მათ საშუალება,  &nb...