საძიებო სამუშაოებისათვის მობილიზ...

რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მერვე დღეა აქტიურად მუშაობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, საძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით. "დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები. მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მწერლები და გამომცემლები - ვუცხა...

ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს", - ამის შესახებ მწერლების, მთარგმნელების, გამომცემელებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი აღნიშნავენ, რომ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნაზე კატეგორიულად მიუღებელია და დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის მინისტრის, თეა წულუ...

ამაღლობელი - მწერალთა სახლი მწერ...

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა, - ასე ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას.  მისივე თქმით, ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაცალკევებას გამოიწვევს, აქედან გამომდინარე ის აღნიშნავს, რომ საჭიროა, ძირეული ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება არა მხოლოდ დამოუკიდებელი ინსტიტუციები, არამედ მთლიანად საქართველო. "ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარს...

ბუღაძე მწერალთა სახლში დუმბაძის ...

მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული, "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს, - ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. მისი თქმით, იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, "ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა დეგრადაცია გაგრძელდება". "მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს. ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგ...

მოსკოვში „ვიზიტის“ დროს ბჟანია კ...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციაში "სამუშაო ვიზიტის" დროს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. მედიის ცნობით, ბჟანიას კლინიკაში აუცილებელი გამოკვლევები უტარდება. "მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი მონაცემებით, მას შარდკენჭოვანი დაავადება გაუმწვავდა",- წერს აფხაზური მედია.

იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული,...

ის, რომ რაღაც დავაკელით - არაფერი არ დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი - ადამიანური ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა. მღებრიშვილის თქმით, "გარისკვის საჭიროება არ არსებობდა". "ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღა...

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფ...

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა და გააანალიზა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტები. ჯგუფი წარმოადგენს შემდეგ შეფასებას: "პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და შეედარება სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებს - კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება. გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით. თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემე...

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევ...

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამის შესახებ კულტურის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. "2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს. შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევ...

ბაზისბანკთან თანამშრომლობით, საქ...

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით. სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას CSRDG 2009 წლიდან ახორციელებს. ბაზისბანკისა და CSRDG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ კომპონენტს შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.  საქართველოს...

წალენჯიხის მერია - მუჟავას ადმინ...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში  არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება,  რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება,რათა მოხდეს დროული რეაგირება. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს ღებულობს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საკითხის შესასწავლად   და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და და...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამს...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.  ცნობისთვის, რუსულენოვანმა მედიასაშუალება "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თა...

მღებრიშვილი - შოვში საძიებო სამუ...

ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი და დარჩენილია 12 ცხედარი, რომელთა ძებნაც ამ წუთებში ინტენსიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, აქტიური სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. "დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი და დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნა ამ წუთებში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად აქტიური სამუშაო...

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი...

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთი ცხედარი ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე კი, მდინარის კალაპოტში აღმოაჩინეს. "დილის შემდეგ შეიცვალა სტატისტიკა. დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინ...

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი...

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.  უწყების ინფორმაციით, შოვში 13 დაკარგულს ეძებენ.

საგანგებო - მიმდინარე კვირაში ქვ...

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.  უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში. "აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პატრიარქი - ცხინვალის რეგიონიც დ...

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სპეციალურ მიმართვაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც პატრიარქი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში აღნიშნავს, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია. "15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ. საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძ...

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი...

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.  აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. უწყების ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 16 ადამიანის ძებნის ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ილია II - სტიქია დიდი განსაცდელი...

რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის, მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილშია ნათქვამი. სამძიმრის წერილს "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ :  "რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს; შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ა...

ღარიბაშვილი - შოვში ჩვენი მხრიდა...

მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, ყველას, მთელს ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.  „ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა მინისტრებს გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას.  კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა შოვში მთელი საქართველო შეძრ...

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვის ...

გარემოს ეროვნული სააგენტო 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ წინასწარ დასკვნას აქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. &quo...