მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკო-ს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. ცესკო-ს ცნობით, დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. „პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას ეყრდნობოდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს. ასევე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი იყოს კ...
"საქართველოს რკინიგზა" ეხმაურება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და "საქართველოს რკინიგზის", როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, თავშივე განვმარტავთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105 $ აშშ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას და არ შეესაბამება სიმართლეს. "კომპანია შპს ...
კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. "როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართვე...
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, “საქართველოს რკინიგზა” 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში; ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით. ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
21 აგვისტო, 2024 - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ზღვის კურორტებზე მომხმარებელს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი დაახვედრა. სელფი მობაილის 5G ქსელით სარგებლობა შესაძლებელია ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და კვარიათშიც. 5G -ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია. სელფი მობაილის მოზღვავებული მობილური ინტერნეტით სარგებლობისთვის, ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ინტერნეტ პაკეტები. გაიაქტიურე შენთვის სასურველი პაკეტი და საქართველოს სანაპიროზე ყველაზე სწრაფად და შორს გაცურავ. 5G -ს შესახებ პრაქტიკულ კითხვებზე პასუხებს აქ&nb...
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. "პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). √ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. სიახლეა ის რომ, არჩევნებში მონაწილე...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქი ონიდან აღმოსავლეთით, 7 კილომეტრში, სოფელ სხანართან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, „სმარტმატიკის“ ინფორმაციით დავა მიმდინარეობს ...
სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა მიმალვაშია.
„თეგეტა აკადემიაში“, პროექტის „თეგეტა ქალებისთვის“ ფარგლებში, მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო. პროექტი შესაძლებლობას აძლევს სფეროთი დაინტერესებულ ქალებს, უსასყიდლოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება და დაეუფლონ ახალ პროფესიას. 117-მდე კანდიდატიდან გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა 8 სტუდენტმა აკადემიაში სწავლა 19 აგვისტოს დაიწყო. მათ სწავლის დაწყება „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ქავთარაძემ და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა მიულოცეს. პროექტის მონაწილეები ავტომობილის ზოგადი აგებულების თეორიული კურსის გავლის შემდეგ გამოცდილი მენტორების დახმარებით მათთვის საინტერესო ...
მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. "ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებ...
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-22 საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. "დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა. "აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგი...
გერმანულმა უმსხვილესმა საავტომობილო ბრენდმა MAN Truck & Bus-მა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - კომპანიამ EcoVadis-ის მდგრადობის რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოქროს მედალი დაიმსახურა. MAN Truck & Bus-მა ყველაზე მაღალი ქულა გარემოს დაცვის კატეგორიაში მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, MAN-ის სატვირთო ავტომობილებში გამონაბოლქვის დონე 51.2%-ითაა შემცირებული. EcoVadis-ის რეიტინგით, რომელიც კორპორაციული მდგრადობის რეიტინგების გლობალური სტანდარტია, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 125 000-ზე მეტი კომპანია შეფასდა. ოთხი ძირითადი მიმართულებიდან - გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, ეთიკა და მდგრადი შესყიდვები - MAN Truck & Bus-ს უმაღლესი ქულა (80) მდგრადობის ნაწილში მიენიჭა. მნ...
"საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობამ, ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანია "საზღვაო ხაზი ე60” და ბულგარეთის რკინიგზასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. "მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებსა და ბულგარეთის პორტ "ვარნას...
ჩოხატაურში, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს. მედიის ცნობით, პირი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცნო დახმარების ჯგუფს მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მათ მემორიალურ სვეტთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. აღნიშნული პროექტის შედეგად მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, რეაბილიტაცია გაეწია...
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამუშაოებთან და ვადების გადაწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე". როგორც ცნობილია, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, მიმდინარე ეტაპზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავები...
გლდანში, სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.