ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. აღნიშნულ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გარდა ამისა, სხვადასხვა სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. "ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქობულეთში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. ქალაქში დილიდან უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს. შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მე...
ბათუმში 10 წლის მოზარდს ხელში მაშხალა აუფეთქდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "ბათუმელები" ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით წერს, მოზარდმა ერთი თვალი დაკარგა, ხოლო მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნები მატჩებს ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ. „თიბისი“, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორი, მათ საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად ემზადება და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს გამართავს. თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში სპორტის მოყვარულები ეროვნული გუნდის გამხნევებასა და გულშემატკივრობას „თიბისის“ ფან-ზონებიდან შეძლებენ. პირველი ჩვენება 9 სექტემბერს თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლის წინ ჩატარდება. რაგბის მსოფლიო თასის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს. ...
SOLO კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO ახალი თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია. მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის თვითგამოხატვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების შესათავაზებლად, თეატრი სახელოსნო 42 მაყურებლისთვის კარს სულ მალე გახსნის. თეატრის ხელმძღვანელი ლევან წულაძეა. თეატრი სახელოსნო 42-ის კონცეფციის თანახმად, თეატრი სრულიად დამოუკიდებელია და ის სხვადასხვა რეჟისორებსა თუ სამსახიობო დასებს უმასპინძლებს. პირველი სპექტაკლი, რომლითაც თეატრი სახელოსნო 42 მაყურებლის წინაშე წარდგება, „ოტელო“ იქნება...
9-10 სექტემბერს „თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიება შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. „თიბისის“ ტექნოლოგიური გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე ისაუბრებენ. „თიბისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განს...
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას. ამჯერად, ბიზნეს მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონლი დაამატა, ესენია : საკრედიტო ხაზი - კომპანიებს შეუძლიათ აითვისონ ან დაფარონ მათთვის სასურველი თანხა, დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი საჭიროებისთვის. პროცენტს კი იმის მიხედვით გადაიხდიან, თუ რამდენი დღით აქვთ აღებული თანხა საკრედიტო ხაზიდან; ბიზნეს ანაბარი - კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გახსნან ბიზნეს ანაბარი „საქართველოს ბანკში“ და შეინ...
ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული კულტურის მხარდაჭერას და ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ნიკოლოზ წულუკიძეს და სპექტაკლს „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ უმასპინძლა. ცნობილი და უცნობი ისტორიები ქართული თეატრის ცხოვრებიდან – ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე მაყურებელმა მოისმინა ამბები რეპერტუარიდან მოხსნილ თუ ცენზურას დაქვემდებარებულ და ექსპერიმენტულ სპექტაკლებზე, გაეცნენ თეატრის კრიტიკოსების ძველ რეცენზიებს და გაიხსენეს სხვადასხვა სცენაზე შექმნილი ცნობილი თეატრალური პერსონაჟები. ნიკოლოზ წულუკიძემ, ქართული თეატრის აქამდე უცნობი, არქივში გადანახული ისტორიები, თეატრის დიდ სცენაზე მონაწილეებთან ერთად, ...
წინასასკოლო აქციები „ფარმადეპო“-ში შეიძინე სასურველი პროდუქტები ფასდაკლებით 16 სექტემბრის ჩათვლით შეიძინეთ აფთიაქებში ან ონლაინ, ჩვენს აპლიკაციაში https://onelink.to/qpufbx
„ფარმადეპო“-ში წინასასკოლო აქციები დაიწყო შეიძინე საკვები დანამატები თქვენი პატარებისთვის 50%-მდე ფასდაკლებით 16 სექტემბრის ჩათვლით შეიძინეთ აფთიაქებში ან ონლაინ, ჩვენს აპლიკაციაში https://onelink.to/qpufbx
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. პრე-აქსელერატორში, წინასწარი განაცხადების საფუძველზე შერჩეული, 20 ადგილობრივი სტარტაპი ჩაერთვება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 24 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადი...
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, პროექტის - „Code IT“- ის პირველი მოდული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში საქართველოში არსებულ ყველა ტექნოპარკში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, თბილისი) სატრენინგო სერია კოდინგის სფეროში Web და Software Development-ის მიმართულებით ჩატარდა. Code IT – ის მიზანია, მოსწავლეები დააინტერესოს Web Design-ით და Web Development-ით, დაეხმაროს იმ ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რომელიც მათ სამომავლოდ ტექნოლოგიური პროფესიებისთვის მოამზადებს. Code IT - ის პირველმა მოდულმა სტარტი 4 ივლისს აიღო დ...
3 აგვისტოს, რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად „თიბისი ბანკში“ გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე დღეისათვის 700 000 ლარია შეგროვებული. აქედან, „თიბისის“ დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 200 000 ლარი მოქალაქეების, კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გაღებული თანხაა. შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, „თიბისი“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობს. წითელი ჯვარი „თიბისის“ მიერ შექმნილ შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს გაუწევს ადმინისტრირებას. დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა ...
სამშენებლო კომპანია ინსი 2007 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი მიმართულებებია ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა, წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა. დღემდე, კომპანია ინსს 170-მდე დასრულებული პროექტი და ჯამში 500 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. საიდანაც ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია რამდენიმე ეტაპი. განხორციელდა შენობის საძირკვლის გამაგრებითი და ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები. სრულად შეიცვალა სახურავის საფარი და დასრულდა შიდა სივრცეების რეაბილიტაცია. განახლდა გათბობა-კონდიცირ...
„თიბისი კონცეპტი“ ყოველთვის მხარს უჭერდა ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას და შენარჩუნებას, ახალი სახით აუდიტორიისთვის მიწოდებას და პოპულარიზაციას. „თიბისი კონცეპტის“ კამპანიის ფარგლებში „ზაფხულის ერთი დღე“, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია. კამპანიის ფარგლებში, „თიბისი კონცეპტის“ ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა, სადაც თითქმის ყველა იმ პერიოდის აქტუალური ქართველი კომპოზიტორის სიმღერაა შესული და სწორედ მის ქართულ, ასევე...
შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწე...
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მადლობას უხდის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიპლომატიური მისიის პერიოდში, ელჩი საქართველოს მიმართ გამოხატავდა. როგორც სამადლობელ წერილშია აღნიშნული, კელი დეგნანის მიმართ "პოლიტიკურად მოტივირებული შეურაცხყოფისა და კრიტიკის მიუხედავად", ელჩის მოთმინებით სავსე პასუხები ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას და წარმოაჩენს დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეს. ერთობლივ წერილს 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. "ქალბატონო ელჩო, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებ...
„თიბისიმ“, Signify-ის პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესების გამარტივების მიზნით, დისტანციური ხელმოწერა დანერგა. ბანკი მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ელექტრონულ ხელმოწერას სთავაზობს ისეთი საბანკო პროდუქტების სარგებლობისას, როგორებიცაა: სესხები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, სადეპოზიტო, სახაზინო და ნაღდი ფულის მართვის პროდუქტები. „თიბისიში“ ციფრული ელექტრონული ხელმოწერის საპილოტე პროექტი, პანდემიის პერიოდში, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით დავნერგეთ მაშინ, როდესაც დისტანციური კომუნიკაცია აუცილებლობად იქცა. პროდუქტის შედეგად გამარტივებულმა ბიუროკრატიამ და დაზოგილმა რესურსმა, კონტრაქტების ხელმოწერის ელექტრონული, რისკებისგან დაცული და ტექნ...
თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები. "მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ქვევრში ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე აცხადებს, კაცი ქვევრში მის გასაწმენდად ჩავიდა და შეუძლოდ გახდა, რის შემდგომაც მის დასახმარებლად მეორე კაცი ჩავიდა, რომელიც ასევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა სამუშაოები, დავით ნოზაზე ასევე აღნიშნავს, რომ გეოლოგების დასკვნა დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი. "გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს წერილობით მოგვ...