კობახიძე - გილოცავთ შობას, ვულოც...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს. „ქართული ოცნების“ ლიდერი საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს საშობაო ეპისტოლესთვის და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. „გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას.  მადლობას გადავუხდი პატრიარქს ეპისტოლესთვის, როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე. პატრიარქმა საგანგებოდ  უსურვა მშვიდობა უკრაინ...

პაპუაშვილი - ეს დღე გვახსენებს, ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები წმ. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრნენ. საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე მოისმინა. საშობაო წირვის დასრულების შემდეგ,  შალვა პაპუაშვილმა ქრისტიანულ სამყაროს  შობის დღესასწაული მ...

ზურაბიშვილი - დღევანდელი დღე სიყ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს მაცხოვრის შობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. "ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!“- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ღარიბაშვილი - იესო ქრისტეს შობა ...

იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" წერს. მთავრობის მეთაური ქრისტესშობას სრულიად საქართველოს ულოცავს. "ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით  და აღვნიშნავთ. იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშ...

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირები...

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გ...

ღარიბაშვილი - ქრისტეს შობასა და ...

ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. მთავრობის მეთაური მშვიდობასა  და კეთილდღეობას უსურვებს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს. "ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყველასთვის, ვინც გულითა და სულით ზეიმობს ამ დიდ დღესასწაულს. მშვიდობასა  და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას!", - წერს პრემიერი.

ბათუმი-ახალციხის გზაზე, სოფელ გუ...

უხვი ნალექის შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელ გულების მონაკვეთზე განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.  „ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა...

ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სა...

ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული მხედველობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრ...

პენტაგონი - აშშ-მა ერაყში დაჯგუფ...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში დაჯგუფება "ჰარაკატ ალ-ნუჯაბაზე" იერიში განახორციელა და მისი ლიდერი მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი მოკლა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. პრესსპიკერის თქმით, იერიშის დროს დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი მოკვდა. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარტყმა განხორციელდა თავდაცვის მიზნით. არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა",- თქვა რაიდერმა.

იაპონიაში საქართველოს ელჩი - მიწ...

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე. „ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი, 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია დ...

გარემოს ეროვნული სააგენტო - 3-5 ...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმე...

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. "გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნუ...

ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ ა...

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. აღნიშნულ განცხადებას კომპანია "ავერსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანია ,,ავერსმა" კონკურენციის სააგენტოს  ყველანაირად არგუმენტირებული და დასაბუთებული მტკიცებულებები წარუდგინა, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიებს შორის რაიმე სახის გარიგებულ ქმედებას. სააგენტომ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა „ავერსის" არგუმენტირებული მტკიცებულებები. კომპანია ,,ავერსი" არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან ,,ავერსს" არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე.  აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ავერსი" აუცილებლა...

მერია - გარე განათების სამუშაოებ...

გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 30 დეკემბერს, 01:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. "მთა...

ახმეტაში მამაკაცს, რომელიც სატელ...

ახმეტაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა კაცი სატელეფონო ანძებს ასწორებდა. მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა, ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც "ინტერექსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებ...

თბილისში, ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.  ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გიული ალასანია სააკაშვილზე - დაზ...

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებებს მისი დედა, გიული ალასანია "მთავარი არხის" ეთერში გამოეხმაურა. როგორც ალასანია აღნიშნავს, სააკაშვილის ხერხემლის დაზიანება პროგრესირებს და არ არის გამორიცხული, სათანადო მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში, მან საერთოდ ვეღარ გაიაროს. "დაზიანებული ხერხემალი, რა თქმა უნდა პროგრესირებს. ფეხების სისუსტის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის სწორედ, დაზიანებული ხერხემალი. ითქვა, რომ თუ ესე გაგრძელდა, თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიაროს". - განაცხადა გიული ალასანიამ.

აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერ...

აბაშაში ერთმანეთს ავტობუსი და ავტომანქანა შეეჯახა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. "ინტერექსპრესი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს. მასალა განახლებადია.

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენ...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.  სემეკის ცნობით, შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.   კომისიამ სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინა. "უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს &bdqu...

ბაზისბანკმა წეროვანის დასახლებაშ...

ბაზისბანკმა წეროვანის დევნილთა დასახლების სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. პატარებს სხვადასხვა სახის საჩუქრები და ტკბილეული გადაეცათ. ბაზისბანკი საქველმოქმედო კამპანიებს პერმანენტულად ახორციელებს. მსგავსი აქტივობები მათთვის, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება, კვლავაც აუცილებლად გაგრძელდება და მათ მეტად მასშტაბური სახე მიეცემა.