ავიაკომპანია Georgian Airways მათ ოფისთან გამართულ აქციას სახელწოდებით „რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 20 მაისიდან, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემთხვევაში, დაიწყებს პირდაპირ ფრენებს რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. "ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი, მიმდინარე წლის 20 მაისიდან, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემთხვევაში, დაიწყებს პირდაპირი რეისების შესრულებას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. მომხდართან დაკავშირებით Georgian Airways-ის თანამშრომლებმა ავიაკომპანიის სახელით ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ავიაკომპანიის წინააღმეგ დაწყებულია ბინძური კა...
„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საზოგადოების პროტესტი Georgian Airways-ის ოფისთან. აქციის მონაწილეებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ქვეყანის ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. "საქართველო მთავრობა ცდილობს, ევროკავშირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს - გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირმა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ კვლავ რუსეთის გუბერნია, რასაც ჩვენ, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოება არ შევეგუებით", - განაცხადა ...
16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, 2023-2024 სასწავლო წლისთვის დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა პირველ კლასში გააგრძელონ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. როგორც მათ მიერ განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. "აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023-2024 სასწ...
ბათუმში, TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში კრედიტ ოფიცერი დაჭრეს. როგორც "ინტერექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
2023 წლის 10 მაისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, „Fitch Ratings“, ბაზისბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა. მდგრადობის რეიტინგი (VR), ასევე „B+“-ზე დადასტურდა. Fitch-ის განმარტებით, პროგნოზის განახლება, ბაზისბანკის მომგებიანობის სტაბილიზაციამ და ძლიერმა კაპიტალიზაციამ, ასევე, საქართველოში ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა, რისი შედეგიც მოგების მდგრადი ზრდა, აქტივების მაღალი ხარისხი, ბანკის სოლიდური კაპიტალიზაციაა. „თანმიმდევრული განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პოზიციების განმტკიცები...
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass, ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ავიაკომპანიამ უკვე გამოითხოვა განრიგი მოსკოვი-თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით. "ვადასტურებთ, რომ Red Wings არის დანიშნული გადამზიდავი საქართველოში. ავიაკომპანიამ უკვე გამოითხოვა სლოტები [განრიგი] მოსკოვი-თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. განრიგის შედგენისა და რეისების დაწყების პროცესში კომპანია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს", - აცხადებენ ავიაკომპანი...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით, გიორგი მეგრელიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. "საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალუ...
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით,- ამის შესახებ ნათქვამია გაცხადებაში, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. "საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოს...
მიმდინარე წლის 11 მაისს, საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას. საქართველოს ფოსტის ცნობით, აღნიშნული პროექტი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება ერთი წელი. "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და...
რამდენადაც ვხვდები, რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიცია და 7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია, - წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი შაიშმელაშვილი და უწყებას სამოქალაქო პოზიციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, უწყებაში სამსახურიდან დათხოვის მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახელეს, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, ამას საერთო არ აქვს რეალურ მიზეზთან, რადგან, მას ბოლო წელიწადში არაერთი ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული და არც ერთი სიტყვიერი შენიშვნა. "რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრმა, აი იმან ლიბერალიზმს რომ მიიჩნევს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ და ჯარიც ალბათ ლიბერალებთან ბრძოლის იარაღი ჰგონია, სამსახურიდან გამათ...
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 44 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ჩეჩენი ჟურნალისტი, ჟალავდი გერიევი, რომელიც რუსეთში პატიმრობაში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და აწამეს, საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ავრცელებს. გერიევის თქმით, ის ბუდაპეშტიდან თბილისში შაბათს, 6 მაისს ჩამოვიდა და როდესაც მესაზღვრემ მის პასპორტში დაინახა, რომ ის ჩეჩნეთში იყო დაბადებული, საბუთები დამატებით შესამოწმებლად ჩამოართვეს. "ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში", - განუცხადა გერიევმა OC Media-ს. მან საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის მიმართ „არაპროფესიონალურ“ და დისკრიმინაციულ ქცევაში დაადანაშაულა.
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა, აღსანიშნავია, რომ არცერთი ცხოველი აცრილი არ ყოფილა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 ადამიანთან უფიქსირდება, ყველა მათგანს აცრა უკვე ჩაუტარდათ. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
17 მაისს, საქართველოს საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან" დაკავშირებით მსვლელობა-ლიტანიობას გამართავს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსვლელობამდე მეუფე შიო მუჯირი ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისს აღასრულებს. "17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოე...
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე. „წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი". პროექტი განსაზღვრავ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება. კანონპროექტის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენო...
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის - დედაქალაქის მერია.
ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების გადაწყვეტილებას, კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის შეწყვატის შესახებ. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას. "ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ. ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვის შედეგად, უკვე აქვთ გარკვეული წინსვლა თავიანთი შვილების ინტერესების სასარგებლოდ. ჩემი მხრი...
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა, იშვიათი დაავადების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა შორის დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს მშობლები გაეცნენ სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პროტოკოლზე მუშაობენ, მათგან კი მშობლებმა სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომლის თანახმადაც, პროტოკოლის დამტკიცების ვადა იქნება მაქსიმუმ 10 ივნისი. "მორიგი შეხვედრა დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროში. 1. გავეცანით ექიმების სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პროტოკოლზე მუშაობენ და გაგვაცნეს, რა ეტაპზე არიან ახლა. მათგან მივიღეთ სიტყვიერი დაპირება პროტოკოლის დამტკიცების ვადაზე - მა...
ბაზისბანკი, განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, განაგრძობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე. „საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და მათ მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა სტუდენტე...