აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა. “მინდა ყველას მოგესალმოთ. გაგიზიაროთ ჩემი და მთლიანად საქართველოს სიხარული. მე მომეცა დღეს გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც ბევრი ასპექტით ძალიან სამაგალითოა...
"საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 19 მარტს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა. "საქართველოს ფოსტის" ინფორმაციით, საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები. "მნიშვნელოვანია, რომ "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში არსებული სტრატეგიული კომიტეტისა და საუკეთესო პრაქტიკის კომიტეტის წევრია. &nb...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ვგეგმავთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ...
"ლიბერთი" აგრძელებს სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს. ამჯერად, "ლიბერთისა" და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - "მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, "ლიბერთის" ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, "ლიბერთის" მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი ...
ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ხიდის მდგომარეობიდან და დიდი ფინანსური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაცია გამოირიცხა. „აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. ის არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ და პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკვე მიმართეს. ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად, "ლიბერთის" ლოიალობის პროგრამა CashBack და სოციალური საწარმო "ბაბალე" ტრადიციას არ არღვევენ და ამ დღეს, "ლიბერთის" მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექს სთავაზობენ. გამოფენა-გაყიდვა "ბაბალეს“ სოციალურ საწარმოში გაიმართება. “ბაბალეს” ყველა თანამშრომელი დაუნის სინდრომის მქონე პირია და ყველა პროდუქტი სწორედ მათი შემოქმედებაა, შესაბამისად, აქციის ყოველი მონაწილე და მომხმარებელი, ქეშბექის მიღებასთან ერთად, მათ პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებაში შეიტანს წვლილს. ამისათვის მომხმარებლებმა უნდა: 1. გაიაქტიურონ ბაბალეს შეთავაზება CashBack - ის აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე: https://bit...
„ლიბერთი“, ქართულ საფინანსო სექტორთან ერთად, ტრადიციულად წელსაც შეუერთდა გლობალურ ინიციატივას - „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის", რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარდა. ღონისძიება, საქართველოში უკვე მეშვიდედ გაიმართა და მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტიციების გაზრდას მიეძღვნა. ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაში, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სამწუხაროდ, საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც ხელს უშლით მათ არა მარტო დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესსაქმიანობები, არამედ საკუთარი წვლილი შეიტანონ თემების ცხ...
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30-მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე. „რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების და...
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, სპექტაკლების ბილეთებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. სპეციალური შეთავაზება გულისხმობს 50% ფასდაკლებას თეატრის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებისთვის. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია: - მიბრძანდეთ თეატრის სალაროში; - წარადგინოთ სტუდენტის ბარათი; - ერთ ბარათზე გაიცემა ერთი ბილეთი; აქცია მოქმედებს მხოლოდ სპექტაკლის დღეს, 19:00 – 20:00 სთ. პერიოდში. სტუდენტური ფასდაკლება არ მოქმედებს პრემიერის დღეებზე. „ბაზისბანკი მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში,...
„საქართველოს რკინიგზამ“, კომპანია „იუჯითისთან“ ერთად, კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში პირველად განხორციელდა. „აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „იუჯითის“ ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ ...
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. "თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)&ndas...
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. "თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)...
აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა, რომლებიც, მექსიკის გავლით, აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება კავშირზეა მექსიკის საემიგრაციო სამსახურთან და არკვევს საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. „საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
N302-ის, N308-ისა და N314-ის შემდეგ, MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. „კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილ...
ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს იმიტომ, რომ თურმე, პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე განაცხადა. პრეზიდენტმა მომხდარს "კულტურული ბოლშევიზმი" უწოდა. "თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია. სამწუხაროა, მე მინდა, მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რ...
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. "საქართველოს ფოსტის" ინფორაციით, 2024 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, გახლავთ „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც, იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ („Write a letter to future generations about the world you hope they inherit“). „საერთაშორისო...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. "საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. ...
"უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტებს უზღუდავენ. როგორც თამთა კალანდაძე აღნიშნავს, პაემნის შეზღუდვა არის ხელოვნური ბარიერი, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროცედურული მიზეზებით ხსნიან. "უკვე 2 თვე გავიდა, ტელეფონზე კი გვირეკავს ხოლმე, მაგრამ პაემანი არ გვქონია. თებერვლის თვეში დაუწერია განცხადება, რომ უნდოდა პაემანი, მაგრამ უთხრეს, რომ არ არის ადგილები. ახლა 24 მარტისთვის დაუწერია განცხადება და ეს დღე უწევს კვირა. მამაჩემმა გუშინ, ციხეში რომ იყო და რომ იკითხა, რა შეგვიძლია ...
15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობენ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ლიბერთი" ავრცელებს. განცხადების თანახმად, "ლიბერთი ბანკის" გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით - შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელი იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და "ოვერდრაფტებს". "ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი...