ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. "მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია - უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად - სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები. შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის...
თბილისში, სამტრედიის ქუჩა მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც შენობიდან მცხოვრებლები გამოიყვანეს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობის პროტესტს პასუხობს. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში, "რადიკალურმა ჯგუფებმა სამუშაოები კანონდარღვევით შეაფერხეს". "დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი. გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ი...
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. "ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავ...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება. მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტ...
დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს. „16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმ უბნებისთვის, სადაც ეს მარშრუტები გადის, დიდი შეღავათია. ამ მიმართულებით იყო პრობლემები, გადატვირთული ავტობუსები, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებას ართულებდა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე შემ...
GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც. თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ – 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, 2 მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო, უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლო. უწყების ინფორმაციით, მაშველებმა მოზარდი 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. "ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება",- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ადამიანი შექმნა ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად - პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, თუ როგორ უყურებენ აღნიშნულ საკითხს. "ვაჟი რომ გაგიჩნდება, როგორ გიხარია ქალს ხომ? გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და შემდეგ თურმე, თვითონ ირჩევს, ვინ არის, ბიჭია თუ გოგოა. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი და ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ ეს არის უდიდესი სისულელე. სხვა ქვეყნებს თუ მოსწონთ, იყვნენ ასე და ღმერთთან მერე...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) პატარაია, უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე და ორგანიზაცია ,,ვეძებ” დამფუძნებელი თამარ მუსერიძე. "საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განს...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 8 მარტს თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაავრცელა. როგორც ერდოღანმა სოციალურ ქსელში დაწერა, დაგეგმილია მასსა და ზელენსკის შორის შეხვედრა, რა დროსაც საუბრის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობასა და "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან" დაკავშირებული საკითხები იქნება. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ლიდერები ყურადღებას ორმხრივ ურთიერთობებზეც გაამახვილებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის განცხად...
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. "თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია",- აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე, ზოგადად საზოგადოებაში. კორპორაციული მდგრადობა "სელფის" განუყოფელი ნაწილია და როგორც გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი, "სელფი" ზრუნავს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. "სელფისთვის", რომლის მმართვ...
აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რომ მას თავს დაესხნენ. როგორც ფერაძე აღნიშნავს, ის სოფელ დიღმის პოლიციაში იმყოფება და გამოთქვამს იმედს, რომ პოლიცია რეაგირებას იქონიებს. "სოფელ დიღმის პოლიციაში ვარ, საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვესივნენ ორკები ყვირილით და გინებით, გვაიძულეს გამოგვესწრო უსაფრთხოდ თავად იღებდნენ ტელეფონით, არ გავრისკე ტელეფონის ამოღება იმედია პოლიცია ამოიღებს ვიდეოთვალის ჩანაწერებს და იქონიებს რეაგირებას", - წერს ფერაძე.
"ლიბერთისა" და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად "ლიბერთი", მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის "ჩვენი ვეფხისტყაოსანი" ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა. პრემია "ჩვენი ვეფხისტყაოსანი" მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას წარუდგენს "ვეფხისტყაოსნის" სწავლების გამორჩეული პრაქტიკის მქონე ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად ჩართავენ მოსწ...
"ლიბერთის" მხარდაჭერით და განათლების კოალიციის ორგანიზებით, ბათუმში "ედკემპ საქართველო 2024" კონფერენციაზე, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა და ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის დეტალები გამოცხადდა. კონკურსი წელს მერვედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღედა ახალი ინიციატივა, "ლიბერთის" თანადგომით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია "ჩვენი ვეფხისტყაოსანი". "ლიბერთისა" და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფ...
რუსი მკვლელები პასუხს აგებენ,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერის გაცემას. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელეს. "მათ განახორციელეს და ახორციელებენ ტერორისტულ კამპანიას ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. განახორციელეს დარტყმები ჩვენს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის აშკარა დანაშაულები - რუსეთის ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსი მკვლელები პასუხს აგებენ",- აცხადებს ...
ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულებისთვის შემოდგომაზე დაიწყება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება. „ეს ხედვები, ცხადია, ახალგაზრდული პოლიტიკის ზოგად ხედვაში სათა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყის მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლის წაკიდებას მიზანმიმართულად ახდენდა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მამაკაცი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, ხანძრის კერა დააფიქსირეს. ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცე...