„საქართველოს ფოსტა“ მაღალმთიან რ...

"საქართველოს ფოსტამ", კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. "პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების ბაგა-ბაღებს: სტეფანწმინდა, არშა-გარბანი, გუდაური.  აღნიშნული პროექტი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის...

დეკანოზი გიორგი მამალაძე - საპყრ...

მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია,- ამის შესახებ ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში, რომელსაც მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. დეკანოზის განცხადებით, გათავისუფლების მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა დასახელებული. "საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია, ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "არარაი არს დაფარულ...

ჯანდაცვის სამინისტრო - რესპუბლიკ...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება - კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება, თუმცა, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტა...

„ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, მესტი...

„ბაზისბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, სვანეთში, ზურულდის მთაზე, ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური შეჯიბრი - „თეზოს თასი 2024“ მეათედ გაიმართა. სათხილამურო შეჯიბრი ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენს, „ბაზისბანკისგან“, ფულადი პრიზი გადაეცა. „ბაზისბანკის“ და „თეზოს თასის“ პარტნიორობა წლების განმავლობაში გრძელდება და აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებას. თეზო ჯაფარიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტად ქც...

თავისუფალ ჭიდაობაში, ორგზის ოლიმ...

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ადასტურებს. ლევან თედიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონია. "ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა", - წერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

გარემოს ეროვნული სააგენტო - საქა...

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგეტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. "საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხა...

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2...

ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის...

ბაზისბანკი უკვე მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია და აღნიშნული პარტნიორობა თეატრის 96_ე სეზონზეც აქტიურად გაგრძელდება. ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ახლო მომავალში გაიმართება რეჟისორ ციცინო კობიაშვილის  სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ საპრემიერო ჩვენება. უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებ...

თორნიკე მამალაძე - 7-წლიანი ტანჯ...

ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. როგორც თორნიკე მამალაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს დეკანოზი გიორგი. ხოლო, ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დეკანოზი პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. "7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია", - წერს თორნიკე მამალაძე. შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავის...

პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოვე...

საქართველოს პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტი, რომელზეც კომიტეტმა დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა, მათ შორის დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად,  კომპლექსური დოკუმენტია, რომლის მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის - ძაღლის და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.  „ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან (FAO), რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება როგორც პატრონიანი ცხოვ...

კახა კალაძე - გმირთა მოედნიდან ს...

გმირთა მოედნის მიმდებარედ, სანაპიროზე ჩამსვლელ საგზაო მონაკვეთში დამატებითი ზოლი მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. „გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია. ამ პროექტთან დაკავშირებით, გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემა, გავაკეთეთ ვიდეომოდელირებაც. საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი საგზაო ზოლის მოწყობა. პროექტზე რამდენ...

კალაძის განცხადებით, აკაკი წერეთ...

1-ელი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან  მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ.  „განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდება...

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური...

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტრო მათთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.  "ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.  2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორ...

ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრ...

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი უმკაცრესად დასჯა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. „დავაყენეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ გვეცოდინება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ორ მათგანთან დაკავშირებით. როგორც კი რა...

ონკოპაციენტებისთვის 25 000-ლარია...

როგორც აქამდე არ ტოვებდა სახელმწიფო ონკოპაციენტს ყურადღების მიღმა, ისევე გაგრძელდება, უბრალოდ ამ ყურადღებას კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი, პოზიტიური ამბავი, ახალი 25 000-ლარიანი პაკეტი დაემატა იმისთვის, რომ თავიდან ვისაც რა დასჭირდება ამ ფარგლებში იმკურნალონ,  ხოლო  შემდეგ, როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება მათი მკურნალობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა სენსიტიური თემაა და  25 000-ლარიანი პაკეტი მათი დახმარების დამატებით რესურს წარმოადგენს.   „მას შემდეგ რაც დამატებითი რესურსის სა...

ომბუდსმენმა ვეტერანებისთვის სოცი...

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, ომბუდსმენმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის  მიღებაც ეკრძალებათ.  "საქართველოს სახალხო დამცველმა მოცემული წი...

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპო...

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აკრძალვა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება. "რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა)  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგო...

პრემიერი რესპულიკურ საავადმყოფოზ...

ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და "ამ შემთხვევაშიც, საჭიროა, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები". "ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, გადაწყვეტილების მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერ...

პრემიერი - მზადდება დოკუმენტაცია...

შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სტიქიების შედეგად, დაახლოებით, 400 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, საიდანაც 300-ზე მეტის შემთხვევაში ამოტუმბვის სამუშაოები დასრულდა, ხოლო საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. „გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ს...

რესპუბლიკური საავადმყოფოს 250-მდ...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.  "რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრძელდება კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.  პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და...