საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება. ზურაბიშვილი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე ყურადღება გაამახვილოს. "ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერ...
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, "არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ". „რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. კეთილი ინებეთ და საზოგადოებას მოუხადეთ ბოდიში, რო...
დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის „არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა“. „დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკ...
კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმეში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო. უწყების ცნობით, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან ფსიქოლოგი მუშაობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვლისწინებით“, - აღნიშნავენ უწყებაში.
კახეთში 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა, რის შემდეგაც თავდამსხმელი გოგონას ბიძამ დაჭრა. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გოგონას ბიძა კი პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მერია - წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. "კერძოდ, N311, N 327 ავტობუსები და N458, N 476, N 504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლ...
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედურ შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. "ბორჯომი TV" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, 35 წლამდე კაცი ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა, რომელიც მომხდარის შედეგად დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 65 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და დავით თარხან-მოურავიც არიან გამოსახული. როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხატზე გამოსახული მანდილოსანი ხატია დეკანოიძეს, ხოლო მამაკაცი სერგი კაპანაძეს „უფრო ჰგავს“. „არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მით უმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი. ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე. დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგ...
მათი დასკვნაა, რომ მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი. როგორც ალასანია აღნიშნავს, მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, თუ როგორ ეგუეხბა მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. "მათი დასკვნაა ასეთი, რომ ეს მკურნალობა, რომელიც მას უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მის გამოჯანმრთელებაზე არავითარ შემთხვევაში. ეს რას ნიშნავს - ეს იმას...
მე ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში არის მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო, - ასე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილზე ზედამხედველობას პენიტენციური დაწესებულება აწარმოებს და ყველა აუცილებელ ღონისძიებას სწორედ ისინი ატარებენ. "ზედამხედველობას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულება და ამიტომ ის აუცილებელი ღონისძიებები, რასაც ისინი ატარებენ, ეს გაწერილია მათ მიერ და ამაზე პასუხისმგებელი არის შესაბამის...
ბაზისბანკმა, პროექტის "დააფინანსე შესაძლებლობა" ფარგლებში და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდთან პარტნიორობით, უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა. ბაზისბანკის სტიპენდიანტი ყოველთვიურ, 300-ლარიან სტიპენდიას მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მიღებული სტიპენდიით პროგრამირების კურსის გავლას გეგმავს, რაც მას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდამჭერ აქტივობებშ...
„ლიბერთის“ თანადგომითა და პარტნიორობით, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის მიერ, ფინანსური სექტორის წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია - ბუღალტერთა და ფინანსისტთა დაჯილდოება - 2023 ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულად 4 წელია რაც ბუღალტერთა კავშირის მიერ ტარდება და მისი მიზანია ფინანსურ სექტორში გასული ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი მოვლენების გაცნობა და საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება. წლევანდელი ღონისძიების მონაწილეები ბუღალტერთა კავშირის წლიურ ანგარიშს გაეცნენ, რითაც შეფასდა პროფესიული ორგანიზაციის საქმიანობა და გასული წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები. ,,4 წელია რაც ბუღალტერთა კავშირი აწყობს ფინანსისტთა და ბუღალტე...
პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია (კომპენსაცია) იზრდება, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითმ, მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. შსს-ში აცხადებენ, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით: პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება უმცროსი სპეციალური ...
გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. "ინტერექსპრესი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილების პროექტი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. "ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი, და...
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ადმინისტრაციის ცნობით, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. "შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სა...
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროში დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "გილოცავთ საქართველოს დროშის დღეს",- წერს საელჩო. ცნობისთვის, დღეს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გამოცხადდა.
საქართველოში უკრაინის საელჩო ქართველ ხალხს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ძვირფასო ქართველო ძმებო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ",- ნათქვამია საელჩოს მილოცვაში. ცნობისთვის, დღეს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
13 და 14 იანვარს, "ლიბერთის" Mastercard-ის მფლობელებს გაზრდილი CashBack-ის განსაკუთრებული აქცია ელოდებათ. City Mall-ის საბურთალოს ფილიალში, მაღაზიაში "ETAM" თანხის დახარჯვის შემთხვევაში, მომხმარებლებს ყველაზე მაღალი, 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე! დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი 200 ლარია. აქცია ვრცელდება მხოლოდ საბურთალოს City Mall-ში მდებარე ფილიალზე შეგახსენებთ ქეშბექის დაბრუნების აუცილებელ პირობებს: გაიაქტიურეთ შეთავაზება ქეშბექის ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში: https://bit.ly/3RXmnWY გადაიხადეთ თანხა "ლიბერთის" Mastercard ბარათით, "ლიბერთის" ტერმინალზე. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს &quo...