ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ოკუპირებული აფხაზეთის დროშის სტიკერის გაკვრისთვის გაათავისუფლეს. საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომლის მიხედვითაც მე-11 კლასის მოსწავლემ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ცალკე რესპუბლიკად წარდგენა გააპროტესტა და აფხაზეთის დროშასთან ერთად, სტენდიდან რუსეთის დროშაც ჩამოხსნა. მოსწავლის მშობლის განცხადებით, შემთხვევის გამო, დირექტორმა დაიბარა და მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა მოსთხოვა. "ყველაფერი დაიწყო აფხაზეთის დროშის გამო. კლასში ბავშვებმა განაცხადეს, თუ რატომ იყო სტენდზე აფხაზეთის დროშა. ბავშვმა რუსეთის დროშა თავისი ხელით ჩამოხსნა. დამიბარა დირექტორმა და მითხრა, რომ გადაიყვანე ბავშვი სადაც გინდაო. დღეს დროშა ჩამოხია და ...
„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს - ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს. კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გადაადგილებასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გამოწვევები არსებობს, თუმცა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კრიტიკა და რჩევები მისაღებია, რადგან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დროს, მოქალაქეების თანადგომა აუცილებელია. „ყველა წარმატებული პროექტის უკან, რაც ბოლო წლებში დედაქალაქში მიმდინარეობს, დგახართ თქვენ, რიგითი ადამიანები, ვისაც ქალაქის წარმატება და განვითარება უხარია. თქვენგან კრიტიკაც მოდის, რაც მისაღებია, თუმცა, ეს კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი. მოქალაქეების არცერთი წერილი, რჩევა ყურადღების...
„PSP დაზღვევა“ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიით ავტოდაზღვევის ხუთეულშია, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში, მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებს თიბისი დაზღვევასთან ერთად. პსპ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციებს და მოზიდული სადაზღვევო პრემით პირველ ხუთეულშია. „დაზღვევის ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამედიცინო დაზღვევის განვითარებას სხვადასხვა სტიმულირების მექანიზმებით და ამით გაიზარდოს...
აპლიკაციის გამოყენებით გაქვთ საშუალება ონლაინ შეუკვეთოთ 14 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტი და მიიღოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები და სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს მიიღოთ შეკვეთა, სასურველ მისამართზე. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ შეუკვეთოთ როგორც თქვენთვის სასურველი მედიკამენტები ისე პროდუქცია პარაფარმაცევტული კატეგორიებიდან. განახლებულ აპლიკაციაში დაგხვდებათ თქვენთვის ნაცნობი PSP ვებვერსია და როგორც ვებზე, აპლიკაციაშიც მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ სასურველი ფარმაცევტული პროდუქტის ძიება როგორც სახელწოდებით, ასევე მოქმედი აქტიური ნივთიერების მიხედვით; აპლიკაციაში შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ პროდუქციის დეტალურ ანოტაციებს და აღწერილობის გაცნობა. ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო. , აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა „საფარის“ ადვოკატის თანდასწრებით. "გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ...
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ხვალიდელ მატჩში წარმატებას უსურვებს და ამბობს, რომ „ლივერპულს“ აუცილებლად დაამარცხებს. „ხვალ, 7 სექტემბერს, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულს“ ეთამაშება. კვარა, თავის დროზე, „თბილისის დინამომ“ მრისხანე „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა. დარწმუნებული ვარ, ხვალ მათ შენ დაამარცხებ! წარმატებები ჩემი და საქართველოს სახელით!“,- ამბობს ოქრიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ამტკიცებს პრეზიდენტს მოსმენებთან დაკავშირებით არასწორი განცდა აქვს. "შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო ეხლა როგორ გითხრათ. ქუჩაში იყიდება პატარა ჩამწერი მოწყობილობები. თუ პრეზიდენტს აქვს განცდა, მე მგონია მცდარი განცდაა. მე მაგალითად არ მიჭირს ტელეფონით საუბარი, არ მიჭრის ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მათ შორის ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არ მინდა სხვამ გაიგოს. არ მაქვს ეს განცდა" განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. შეგახსენ...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. ანგარიში სრულად ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას. ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) წარმოადგენ...
ახლოვდება სკოლის დაწყების დღე და #ფარმადეპო-ში “Back to school” აქციები დაიწყო. ფარმადეპო გთავაზობთ ყველა იმ საჭირო მედიკამენტს, რომელიც ბავშვებს გაუმარტივებს ახალ სასწავლო წელთან ადაპტირებას. საუკეთესო ფასი მოქმედებს მედიკამენტებზე, რომლებიც აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას მეხსიერების და დასწავლის უნარს აძლიერებს იმუნურ სისტემას შეხვდი სასწავლო პროცესს მზად, ფარმადეპოსთან ერთად! შეიძინეთ აფთიაქში, ან ონლაინ აპლიკაციაში - Pharmadepot Pharmacy https://onelink.to/qpufbx
სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ფარმადეპოში სუპერ ოთხშაბათები გრძელდება. 24 აგვისტოს, გადაიხადე ფარმადეპოს ნებისმიერ აფთიაქში ლიბერთის სოციალური ბარათით და მიიღე 35-40%-იანი ფასდაკლება კარდიოლოგიურ მედიკამენტებზე. ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასები ფარმადეპოში.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი. ბერდიას დის ინფორმაციით, ქართველ მებრძოლი ქაშვეთის ტაძარშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დღეს საღამოს 8 საათამდე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი 12 აგვისტოს, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედაგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას გარდაცვლილის და ავრცელებს. მისი ცნობით, ბერდია ჯოხაძე 12 აგვისტოს, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედაგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა. "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის. 19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდ...
პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში, სასკოლო ექსკურსიაზე, გარდაცვლილი სოფიო ნიკოლეიშვილის საქმეზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. განცხადების თანახმად, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა ,,ალბიონი"-ს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება, 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ იქნა ცნობილი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენ...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი. მათივე ცნობით, გამოძიებას აწარმოებ...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა. პური და პურპროდუქტები + 29.3% მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 21.3% ყავა, ჩაი და კაკაო + 18.2% შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.1% ზეთი და ცხიმი + 17.5% რძე, ყველი და კვერცხი + 16.9% თევზეული + 14.9% ხილი და ყურძენი + 13.7% ...
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, ვარკეთილის მესამე მასივში ჩანაცვლდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კააძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი უკვე შედგენილია. „სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა", - განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა,...
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელების უზრუნველსაყოფად შექმნილი სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ, დევნილებს მოქალაქეები აქტიურად ეხმარებიან. მისივე თქმით, ხალხის წყალობით არცერთი უკრაინელი არ დარჩება უსახლკაროდ. "უამრავი ადამიანი გვეხმიანება, თმობენ ბინებს, მოდიან მანქანებით, რიცხავენ ფულს. ეს გამოცდაც ჩაბარებულია, არცერთი უკრაინელი არ დარჩება გარეთ ხალხის წყალობით ირიცხება 3 ლარი, 5, 10 და 1000 იც. თელავიდან დარეკა ქალბატონმა ნათელამ, მზესუმზირას ყიდის და 50 ლარი მოვაგროვე უნდა დავდოო, ქართველი დევნილები თავაზობენ საკუთარ ფართს, ქალბატონმა დარეკა ტურისტებზე ვაქირავებდიო, მაგრამ ეხლა უკრაინელებს დავუთმობო (...
თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა. უწყების ცნობით, რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება. &...