მედიაკოალიცია - კეზერაშვილის წინ...

ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელის და მთავარი დამფინანსებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში მის მიმართ მიმდინარე პროცესები, კრიტიკულ ტელევიზიაზე ზეწოლას ისახავს მიზნად. - ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ავრცელებს. "დღეს, 2021 წლის 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს და დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ეს არ არის კეზერაშვილის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიღებული ერთადერთი გადაწყვეტილება. ...

თავდაცვის სამინისტრო - ტელევიზიი...

თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. "მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელე...

ISFED-ის ანგარიშით, ოპოზიციური პ...

"სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 318 ოფიციალური ორგანიზაციული ფეისბუქგვერდი. ყველაზე მეტი გვერდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობდა. მას აქტიური გვერდების რაოდენობით  პარტია „საქართველოსთვის“ მოჰყვება. ინტერაქციით კი, წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად,  „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდები გამოირჩევა. სამართლიანმა არჩევნების მონაცემებით,  მუნიციპალიტეტების მერობისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების 228 გვერდი იყო აქტიური. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, აქტივობით გამორჩეოდა ანა დოლიძის გვერდი,...

ღარიბაშვილი - კეზერაშვილის წინაა...

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ შეტანილი სარჩელი გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს ეხება. მისი თქმით, მსგავს ფაქტებზე გამოძიებას შესაბამისი რეაგირება ექნება. "ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა, როდესაც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბატონი კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, ზოგადად ამ გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის. კერძოდ, თუ არ ვცდები 5 მილიონი იქნა გადარიცხული ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არავითარი არც სერვისი არ იქნა გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრავი და რა თქმა უნდა, გამოძიება ყველა ამ ფაქტს გასცემს შესაბამის პასუხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილ...

ლომჯარია - კეზერაშვილის საქმეზე ...

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელს გამოეხმაურა. ლომჯარიას თქმით,  სასამართლომ გადაწყვეტილება დაჩქარებუულად მიიღო. "ჩვენ დავინტერესდით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როდესაც გამოვითხოვეთ გადაწყვეტილება, პირველი პასუხი იყო, რომ სასამართლოს არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილი გადაწყვეტილების. მათ პირველად, დაჩქარებულად მიიღეს გადაწყვეტილება, ალბათ, მთავარი იყო, რომ განაჩენი ყოფილიყო გამოტანილი, თუმცა, გადაწყვეტილების პროცესში, სამოტივაციო ნაწილი, რითიც სასამართლო ხსნის, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლოს არ ჰქონდა მი...

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა  შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.  კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

სუს-ი - შესაძლებელია ნიკა გვარამ...

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის თქმით, ნიკა გვარამიას შესაძლო ლიკვიდაციაზე გამოძიება მიმდინარეობს.  „კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლევლობის მომზადების ფაქტზე, შეაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილ...

„სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისსა და რეგიონებში გამოკრულ ე.წ სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. აღნიშნული უწყების მიერ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ. „2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“. აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია ...

გამოვლინდა კორონავირუსის 1 743 ა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2266 პირი.

მთავრობამ 89 ჰექტარი ზღვა „ამბას...

საქართველოს მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და აღნაგობის უფლებით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გადასცემს .  შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“  კუნძულს ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მიიღო და შესაბამის მემორანდუმს მოაწერა ხელი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ადგილზე ინვესტორი ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულს მოაწყობს. მისივე თქმით, კუნძულზე გაშენდება ახალი უბანი, ჯამურად ხუთასი სასტუმრო ნომრით. მოეწყობ...

ჟურნალისტების საქმიანობა სიცოცხლ...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნების წინ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიაგარემოს მიმართებით მდგომარეობამ ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის.  „საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მ...

საქართველოში გამოვლინდა 1 929 შე...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 1 914 პირი გამოჯანმრთელდა.

ცესკო „სისხლიან ბანერებზე“ - და...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოიკვლია და დაადგინა, რომ ბანერის დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს ალმას შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება. მისივე თქმით, ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ფიზიკური პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამარლებრივი საფუძვლები არ არსებობს. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ ბანერების განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.  ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგ...

თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ნაწილ...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი შეუზღუდავია და ვაქცინაციის გეგმის შესასრულების სამიზნე აბსოლუტურად რეალისტურია. მისი თქმით, მღელვარება ვაქცინების ვადებთან დაკავშიირებით საფუძველს მოკლებულია და ამერიკის წამლისა და კვების სააგენტოს ცნობის შესაბამისად "ფაიზერის" ვაქცინებს შენახვის ვადა დამატებით კიდევ 3 თვე აქვს. "ვაქცინაციის გეგმის სამიზნე იყო 60% მოზრდილი მოსახლეობის, რაც ჯამურად ნიშნავს მინუს 700 000 მოქალაქეს. ჩვენ ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე, რაც არის რა თქმა უნდა, ოდნავ მეტი ვიდრე ნახევარი ამ შესრულების. რეალისტურად ის ვადები, რომელიც დარჩენილია ვფიქრობ არის საკმაოდ კარგი ვადე...

თამარ გაბუნია მშობლებს კვლავ მოუ...

"უნდა გაგრძელდეს თანამშრომლების ვაქცინაციაც და მშობლებიც ვაქცინაციაც"- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვის გარემოცვის აცრა, მოგვცემს ვირუსის გავრცელების პრევენციის შესაძლებლობას. "ეპიდემიური რისკები ჩვენ გარშემო მუდმივად იქნება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ისეთი პროცესების ხელშეწყობაში, როგორიც არის საკლასო გარემოში სწავლების აღდგენა.  გვაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინაცია, რომლის მაჩვენებელიც არის კარგი სკოლის თანამშრომლებს შორის, მოგვცემს ვირუსის გავრცელების პრევენციის შესაძლებლობას. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლების ვაქცინაციაც და მშობლებიც ვაქცინაციაც.  ვინაიდან, მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ...

თამარ გაბუნია - უნდა გავზარდოთ ვ...

ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. "ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება, შემთხვევების რაოდენობა რჩება მაინც 1500-დან 2000-მდე შუალედში, დღევანდელი მაჩვენებელი გარკვეულწილად მოიცავს შაბათ-კვირის დარჩენილ შემთხვევებს, რომელიც დღეს გამოვლინდა. 2000-მდე იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში, ასევე საყურადღებოა გარდაცვალების მაჩვენებელი და იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელიც რე...

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ს...

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტობრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკასო ოთახებსა და აუდიტორიებში, ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლადე აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულ...

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია დისკვალიფიცირებულია. გარდა ამისა საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას ფინანსური სანქციები დაეკისრა. "საქართველომ ვერ შეძლო მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანა WAF-ის ხელმძღვანელობა და წევრები, რამაც ორგანიზაციას სერიოზული ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა", - წერია მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

DRI - სასულიერო პირები პოლიტიკურ...

"საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, რომლის მიხედვით, ეკლესიას შეუძლია პირდაპირ მოუწოდოს მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე, ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირების მცდელობას წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან." - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს.  DRI-ის განცხადებით, სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. "საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს,  რაშიც საქართველოს საპატ...

საქართველოში გამოვლინდა 2 185 შე...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 2010 პირი გამოჯანმრთელდა.