კალაძე - უბედნიერესი ადამიანი ვა...

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ გადაცემა „იმედი ლაივში“  2023 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტები შეაჯამა და თქვა, რომ 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში არაერთი  ცვლილება განხორციელდა, რამაც  თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.  "2017 წლიდან რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ, რის შედეგადაც, უამრავი ოჯახი გაბედნიერდა.  არსებობდნენ სამშენებლო კომპანიებისგან, „სვეტი“ „ცენტრ პონტი“, „ოლიმპიური ვარკსვლავი“ და სხვ. დაზარალებულები, ისინი შეგუებულიები იყვნენ,  რომ ...

როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვ...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა.  ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.  „ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ესაა განსხვავება მათსა და ჩენს შორის. როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მო...

საპატრიარქო - დეკანოზმა ცქიფურიშ...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი, არა ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, არამედ, სასულიერო პირების შეურაცხყოფის გამო მიიღო. სინოდალური კომისიის დასკვნით, დეკანოზი ცქიფურიშვილი წარსულშიც არაერთგზის იყო გაფრთხილებული დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის: "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა", - წერია განცხადებაში.

გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე...

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში, სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ბაზისბანკის მხარდაჭერით ილიაუნის...

ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 15 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიაუნის სტუდენტებისთვის წლის შემაჯამებელი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბაზისბანკი წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს თავისი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლ...

ყაზბეგში, მყინვარწვერზე მაშველებ...

ყაზბეგში, მყინვარწვერზე მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები 23 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

ბაზისბანკმა სულხან-საბა ორბელიან...

ბაზისბანკი, განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, განაგრძობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის გაზრდისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება. „ბაზისბანკისა და ...

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპ...

ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„საქართველოს რკინიგზა“ - სამგზავ...

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს. „ძვირფასო მგზავრებო, ამ დროისათვის ყველა რეისმა განაახლა მოძრაობა“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ გაჩერებულები.

თქვენი ლოცვით, ღირსეულად განვაგრ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს. პრეზიდენტის მილოცვას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს, თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს! ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე, რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისთვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მ...

ღარიბაშვილი - პატრიარქის უდიდესი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა, ღირსშესანიშნავი თარიღი პატრიარქს ოჯახთან ერთად, პირადად მიულოცა. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს. თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს. მისი ...

მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)...

მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. "გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო ...

26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რთული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი შენარჩუნდება. "26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური  პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი, 6 ბალამდე  შტორმი.  საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებ...

გზების დეპარტამენტი - ყველა მიმა...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზების დეპარტამენტის ცნობით, ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. "ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გ...

გარდაბანში ძლიერი ქარის გამო მთა...

გარდაბანში, ძლიერი ქარის გამო, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი დაზიანდა.  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ და ადგილზე მუშაობდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები",- ნათქვამია გარდაბნის მერიის ინფორმაციაში.

ბათუმში ძლიერმა ქარმა ინფრასტრუქ...

ბათუმში გვიან ღამით ძლიერი ქარი იყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა. მათივე ცნობით, დაზიანებულია მრავალბინიანი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, თუნუქის შეფუთვები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. "მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე გაჩენილ...

თბილისში, ხორავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში გაჩნდა და ის უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გახდა. "საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზ...

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ჩხაიძე სააკაშვილზე - ამ ეტაპზე ს...

ვინაიდან პაციენტი იმყოფება კლინიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება მკურნალობა, - ამის შესახებ "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ "მთავარ არხთან" საქართველოს მესამრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე სტაციონარის პირობებში მკურნალობა ესაჭიროება. "ვინაიდან პაციენტი იმყოფება კლინიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა ამ ეტაპზე... ამ ეტაპზე მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელა...