საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ეჭვობს, რომ განცხადება, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაწერილი არ არის. როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ სოციალურ ქსელში "პოსტები" აქვეყნოს. "მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ ცოტა ხანში. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც მესამე პრეზიდენტი მის შესაძლო მოწამვ...
თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. აღნიშნული ცნობა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდება. მედიის ცნობით, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და მას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა 23 სექტემბერს, ვარკეთილშიც მოხდა, რა დროსაც პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, ასევე, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს.
მინდა განვაცხადო, რომ არასდროს, არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "საკითხის ზედმეტად პოლიტიზება საჭირო არ არის". "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. "ვივამედის" ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას&q...
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოწამვლის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონ...
ჯპს-ში გათამაშება და 1+1 აქციები ბავშვთა კვებაზე დაიწყო. მხოლოდ დღეს, 18 ნოემბერს 1+1 სასაჩუქრე აქცია ბავშვთა კვების წამყვან ბრენდებზე. რძის ფორმულები 1+1 რძიანი და ურძეო ფაფები 1+1 პიურეები 1+1 ორცხობილები 1+1 ასევე, ჩაერთე ჯპს-ის გათამაშებაში და მიიღე 200₾ ღირებულების ჰეინცის სასურველი პროდუქცია. კომენტარში დაწერე: #ჰეინციპატარებისთვის მონიშნე 1 მეგობარი იქნება 2 გამარჯვებული გამოვლინდება შემთხვევითობის პრინციპით MY GPC-ს აპში ბავშვთა კვებაზე მოქმედებს 40% ფასდაკლება App store: https://apple.co/3FxT8SQ Play store: https://bit.ly/3qSFyFf #ჯპსაფთიაქიდამეტი
სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოში BLAK FRIDAY-ის დღეები გრძელდება. ფარმადეპომ ამჯერად პატარების გახარება გადაწყვიტა - მათთვის ყველაზე საყვარელ რძის ნარევებზე 1+1 აქცია ვრცელდება. ერთი რძის ნარევის შეძენის შემთხვევაში მეორეს მიიღებთ საჩუქრად. აქცია მოქმედებს მხოლოდ დღეს, 18 ნოემბერს შეგახსენებთ, რომ ყოველ დახარჯულ 20 ლარზე, მიიღებთ 1 ბეჭედს.
სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში Black Friday-ს კვირეული უკვე დაიწყო. 50% ფასდაკლება გელით კოსმეტიკის რჩეული ბრენდებზე. აქცია მოქმედებს როგორც ფილიალში, ასევე MY GPC-ს აპში. App store: https://apple.co/3FxT8SQ Play store: https://bit.ly/3qSFyFf #ჯპსაფთიაქიდამეტი
PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 17-25 ნოემბერს ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. მომდევნო წლებში მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთღებული შეთავაზებებით „მადლიერების კვირეული“ ტრადიციად აქცია. მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი,...
სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოში „BLACK FRIDAY“ დაიწყო. ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით ყველასთვის საყვარელ ბრენდებზე და ყოველ დახარჯულ 20 ლარზე მიიღეთ 1 ბეჭედი. აქციები ვრცელდება როგორც აფთიაქებში ასევე ონლაინ შენაძენზე, ჩვენს აპლიკაციაში-https://onelink.to/qpufbx ავენი-50% ნუქსი-50% ვიში-50% ტოპიკრემი-50% ცერავე-50% ურიაჟი-50% ISIS,ACM-50% ატირანსი-50% ამბრიოლისი-50% ლაროში-50% ბალბოშაპ-50% სოსკინი - 50% ბატისტე- 50% ბიობლას-50% ბიოდერმა-50% ბიოოილი- 50% ბიოქსინი-50% დიპლონა-50% დოქტორ რენო-50% ეუცერინი-50% ვანდინი-50% ზოლინგენი-50% ლა კუღ ბოტე-50% პიეგა ვივა-50% სი ელ-50% ფეშენ ნატურა-50% ფიტო-50% ჯოვაე-50% ჰელოუ ნეიჩა-50% ჰუბერტი-5...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს "ვივამედიდან" სამედიცინო კვლევებისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. "მთავარ არხს" აღნიშნული ინფორმაცია "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა და უთხრა, რომ კვლევების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" დააბრუნეს. "კვლევაზე გვყავდა გადაყვანილი, დასრულებულია კვლევა და ადგილზეა პაციენტი... რაც იყო რეკომენდირებული ჩვენი კონსულტანტების მიერ, ჩაუტარდა შესაბამისი ემერაი კვლევა", - ამბობს ჩხაიძე, თუმცა რომელ კლინიკაში იყო გადაყვანილი მესამე პრეზიდენტი, არ აკონკრეტებს.
PSP ფარმასა და შვეიცარულ კომპანია „დოქტორ ვაილდს“ შორის მოლაპრაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა და ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტის გაფორმდა. „დოქტორ ვაილდი“ შვეიცარიის ბაზრის ლიდერი კომპანიაა პირის ღრუს მოვლის საშუალებების წარმოებისა და გაყიდვების მიხედვით. 90 წლიანი ისტორიის კომპანია 1940 წლიდან წამყვან დენტალ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ქმნის ინოვაციურ და ექსკლუზიურ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს როგოც ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე სპეციფიური საჭიროებებისა, პირის ღრუს პრობლემებისა და მისი სიჯანსაღისთვის. კომპანია პროდუქციას შვეიცარიის ქალაქ მაინტსში არსებულ საკუთარ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში აწარმოებს და მუდმივად აკონტროლებს მაღ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, იგი ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც განხორციელდა მისი უკანონო დაკავება. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა. "უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებ...
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IDFI-ის ინფორმაციით, კვლევის, სახელწოდებით "რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში" შედეგად გამოიკვეთა შემდეგი: 2022 წლის 25 თებერვლიდან 10 აგვისტომდე, შემოსავლების სამსახურმა სულ გამოწერა 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რითაც უკან გაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთები. ომის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, საბაჟო კონტროლის დროს რუს...
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს. საკუთარ საცხოვრებელ სახლში ის ცოტა ხნის წინ მიასვენეს. 38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ხუთშაბათს დაკრძალავენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 24 ქართველი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 40 წლის გურგენ გაგნიძე დღეს, გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. გურგენ გაგნიძეს ზესტაფონში გადაასვენებენ და 8 ნოემბერს, სამხედრო პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ქართველი მებრძოლი ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის დროს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა. გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო. რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქართულ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-სა და ევროპულ კომპანია Combino Pharm-ას შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. „Know-how“-ს გადმოცემის ხელშეკრულება. Combino Pharm-ი ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია Medichem-ს (https://www.medichem.es), რომელიც სპეციალიზდება მყარი სამკურნალწამლო ფორმების შექმნასა და წარმოებაში. Medichem-ი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში, საკუთარი ბრუნვის 10%-ს ხარჯავს ახალი მედიკამენტების კვლევასა და განვითარებაში (R&D), გააჩნია წარმოებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა (EU GMP, US FDA), ფლობს რამდენიმე R&D ცენტრსა და ფარმაცევტულ საწარმოს...
კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა და მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის. „საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღებ...
დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მეუღლე სოფო ლილუაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება. როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, კონკრეტული საქმის მოსამართლეები საერთაშორისო საზოგადოებისგან სათანდო პასუხს მიიღებენ. "მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს დღეს ამ მოსამართლების იმიტომ, რომ ვიცი, კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ამიტომ, მხოლოდ წინ და მხოლოდ გამა...
საქართველოს საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწესებს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოზი ამბობს, რომ მედიის შეზღუდვის მცდელობა კანონის ფარგლებში ხდება, შესაბამისად საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, ჟურნალისტებს ექნებათ გამოყოფილი სივრცეები, დასჭირდებათ აკრედიტაცია, რითაც გადაწყდება შეძლებენ თუ არა დასწრებას. "სვეტიცხოველში რაც მოხდა, ბოლო სვეტიცხოვლობას ეს იყო ბოლო წერტილი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რაზეც ვიკავებდით თავს. უკანასკნელ წლებში, არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას არ შემქნია ისეთი წინააღმდეგობა, როგორც მართლმადიდებე...
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცვები მუშაობენ.