საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომ...

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.  "საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან ...

პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ ...

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დახურვის დღეს ქართველმა აკაკი ჯინჭარაძემ იასპარეზა. პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პარაწოლჭიმის ტურნირის გამარჯვებული კი ირანელი ამინ ზადე გახდა. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედლის მოპოვება შეძლო.

მარნეულში კაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში კაცის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ეკუთვნის კაცს, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცესკო - 11 სექტემბერს, ქვეყნის მ...

სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.    "ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები ...

„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით...

სექტემბრის სამზადისი დაიწყო და “ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამა CashBack VISA - სთან ერთად 60%-მდე გაზრდილი ქეშბექის აქციას იწყებს. 9-დან - 17 სექტემბრის ჩათვლით, “ლიბერთის“ ვიზა ბარათით სარგებლობისას, მომხმარებლები შეძლებენ ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტის შეძენას და დახარჯული თანხის 60%-მდე მომენტალურად დაბრუნებას! აქციაში მონაწილე ობიექტებია: 9 სექტემბერი - მინისო • Miniso | მაღაზია, ელ.კომერცია | 40% ქეშბექი | ლიმიტი 50 GEL 9 სექტემბერი - Person • პერსონი | ელ.კომერცია | 60% ქეშბექი | ლიმიტი 200 GEL 10 სექტემბერი - XIAOMI GEORGIA • შაომი საქართველო | ელ.კომერცია| 40% ქეშბექი|...

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშე...

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ. პარიზიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ფეხბურთის ქომაგებს დღეს, 19:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნებათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. პარალიმპიადაზე კი ქართველი პარალიმპიელების ანგარიშზე, 5 ...

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები ...

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი უნდა აირჩიონ. “მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ასარჩევად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არც დაწყებულა, და შესაბამისად, არც არის ცნობილი თუ ვის აირჩევენ აღნიშნულ პოზიციებზე, უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა. ჩართული მხარეების სხვადასხვა  წარმომადგენელი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ასარჩევ პირთა სტიგმატიზაციას და მი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 49 კმ ქალაქ დმანისთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდას შეადგენდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზ...

დღეს, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩს გამართავს. გუნდებს შორის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.

ცესკოში აშშ-სა და ევროპის არასამ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები გააცნო. მან ასევე პარტიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიმდინარე მდგომარეობაზე და პარტიული სიების წარდგენის საკითხებზე ისაუბრა. “შეხვედრი...

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშე...

ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისას უდიდეს როლს ჩვენი ავტომობილები ასრულებს. სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის სათანადო მომზადება მისი გამართული და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა. უსაფრთხო მგზავრობაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საზრუნავია და ავტომობილის გასამართად მომხმარებელს საშემოდგომო სეზონისთვის აქციებს სთავაზობს. ლაშა ჭიტაძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის პროცესების მართვის ჯგუფის უფროსი: „როგორც წესი, მძღოლები ავტომობილებს ზა...

„სელფი“ TEDxTbilisi 2024-ის პარტ...

"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც  საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში იდეების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  პლატფორმის ღონისძიების, TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია. TED-ის პირველი კონფერენცია აშშ-ში 30 წლის წინ ჩატარდა. მას მერე TED-ი მსოფლიო მასშტაბის პლატფორმა გახდა და დღეს სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა TEDx-ი, TED-ის ფორმატით განხორციელებული ადგილობრივი კონფერენცია.  TEDxTbilisi-ი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების შთაგონებასა და კრეატიული აზროვნების სტიმულირებას. TEDxTbilisi წელს მთლიანად ახალგაზრდებს ეთმობათ და ღონისიების მთავარი თემა ...

პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ნაკრები...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა. “საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს - 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურ...

ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი პარალიმპიადის ნახევარფინალშია. ზურაბიანმა მეოთხედფინალში ჩილელი იოჰან ერერა დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი პარაძიუდოისტი ფინალში გასასვლელად ალჟირელ იშაკ ულდკუდერს შეხვდება.

Toyota 10 - სპეციალური შეთავაზებ...

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ. ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება „ტოიოტას“ ოფიციალური დილერებისგან შესყიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გეგმური ტექნიკური მომსახურება ასევე ოფიციალურ სადილეროებში აქვთ ჩატარებული. Toyota 10 არ ეხება ამერიკულ ან სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს. ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, ხოლო ჰიბრიდულ...

საგანგებო - ბორჯომის ხეობაში ხან...

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. "მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღა...

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილ...

პარიზის პარალიმპიადის მეექვსე დღეს საქართველომ კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა. ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია. ნინა თიბილაშვილის ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეშვიდე მედალია. აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო - ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ი...

„საქართველოს რკინიგზა“ - 4-5 სექ...

გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  მოძრავი  “ჯრს“  (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს “ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო,  მგზავრებს დამატებით ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი მოემსახურება. “იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით. გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავ...

პარიზის პარალიმპიური თამაშების ჩ...

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში პარატაეკვონდოსა და პარამძლეოსნობის ნაკრების წევრები, მათ შორის - პარალიმპიადის ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე დაბრუნდნენ. წარმატების მისალოცად ქართველ პარალიმპიელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი დახვდნენ. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც. გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ...

„ლიბერთის" მხარდაჭერით, გოგონათა...

"ლიბერთი" "მერსი ქორფსთან" მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და "ლიბერთის" სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის'' ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა. აღნიშნული ბანაკი, რუსთავისსაერთაშორისო სკაუტურიცენტრის  ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობს.   ბანაკისსაგანმანათლებლო პროგრამა, ქალთა დაგოგონათა მიმართძალადობის საკითხებს, უსაფრთხოებისა და  კუ...