ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.- ამის შესახებ ინფორმციას „მთავარი არხი „ ავრცელებს. მათივე ცნობით, ოპერატორი ლევან აბლოთია ჟურნალისტ ბექა ყორშასთან ერთად იმყოფებოდა გადაღებაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულ ფაქტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. გვარამიას განცხადებით, აბლოთია ოცნების წევრებმა გადმოაგდეს მეორე სართულიდან. „მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი...
2015 წლიდან დღემდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 800 393 700 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. "უკანონო ფარული მიყურადება წლებია, აქტუალური პრობლემაა. ჯერ კიდევ 2012 სექტემბერში სხვადასხვა ქსელით გავრცელდა ჩანაწერები, რომელიც მოიცავდა უკანონო ფარული მიყურადებით შეგროვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას. ჩანაწერები ძირითადად 2003-2012 წლებში უკანონოდ იქნა შეგროვებული სხვადასხვა ძალოვანი უწყების მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერები მოიცავდა დაახლოებით 29,000-მდე ვიდეო და აუდიო ჩანაწერს. ბოლო 2 თვის განმავლობაში უკანონო მოსმენების შესახებ 2 ჯერ გა...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 16-17 სექტემბერს ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი 13 სექტემბერს მედიასა და ინტერნეტში გავრცელებული ფარული მოსმენისა და თვალთვალის ფაქტს ეხმაურება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს. "ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს. გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ი...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი გასულ წელტან შედარებით, 177.9 ლარით გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით); • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით); 2021 წლის II კვ...
დღეიდან, სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა. წყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.”, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2 829 პირი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში 32 207 ტესტი ჩატარდა.
საქართველოში 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა ქალაქ დმანისის დასავლეთით, 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2 990 პირი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში 37 717 ტესტი ჩატარდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, ძალიან ცუდია, თუ უკანონო მოსმენები სიმართლეა, თუმცა აქვე ამბობს, რომ კომენტრის გაკეთებას არ იჩქარებს. „ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება. ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ»,...
საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების 36% სრულად, 55% კი, ერთი დოზით არის აცრილი, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირანნ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, პედაგოგთა აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 70% თბილისში ფიქსირდება. „საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია 33%, პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%, კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით 64%-ია აცრილი, სრულად კი, 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში, 70%“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის სტუდენტების მხოლოდ 17%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. „სამწუხაროდ, ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები, იქ აცრის საშუალო მაჩვენებელი სრულად აცრილების 17% გვაქვს, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა დასწრებული სწავლება იყოს, უფრო აქტიურად ვიყოთ, მაგალითი მივცეთ. სტუდენტებში დაახლოებით 9.5%-ში გვაქვს ინფექცია გადატანილი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. "არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ...
ღამით ინტერნეტში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები აიტვირთა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ფაილებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და პატრიარქის თანაშემწეების ყოველდღიურ თვალთვალს ახორციელებდა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ საპატარიარქოს წარმომადგენლებს საძინებლებში უთვალთვალებდნენ, აკონტროლებდნენ მათ საბანკო გადარიცხვებს. ერთ-ერთი ფაილიდან ირკვევა, რომ მღვდელმთავარს ჰყავდა საყვარელი, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუ...
დღეიდან საქართველოში ვაქცინარებული პირების წახალისების მიზნით ლატარიის გათამაშება დაიწყო. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს. ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ერთჯერადად აცრილი მოქალაქეებიც. ლატარიაში ყოველდღიურად 100-დან 500 ლარამდე გათამაშებდა, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, შემაჯამებელ გათამაშებაში კი 100 000 ლარი. საბოლოო გათამაშება იქნება ლოტოტრონის პრინციპით. მოგებული თანხის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ვებგვერდის www.stopcov.lotto.ge-ს მეშვეობით. გამარჯვებულებს ინფორმაციას მიაწვდიან ტელეფონითაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 4 351 პირი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში 17 192 ტესტი ჩატარდა.
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. პირბადის ტარება, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში კვლავ სავალდებულოა. ამასთანავე, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 1 491 371 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 593 944 ადამიანი მოზრდილი მოსახლეობის 20.8% სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 897 427 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.4% 11 სექტემბერს 21 199 ადამიანი აიცრა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს და თავიდან არის ასაშენებელი. "ბაქანი არის მთლიანად თავიდან ასაშენებელი, აქვს პრობლემა. გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურზე „გოცირიძე“ არ ჩერდებიან. მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სა...
ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მარინა ცერცვაძემ გამოიტანა. პროკურორმა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა, იმ მოტივით დააყენა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა, გაანადგუროს მტკიცებულებები და მიიმალოს. ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.დაკავებულის ინტერესების დამცველი გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (...