ზუგდიდში, პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა. ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი, საბა კუხალეიშვილია. - ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კუხალეიშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზად ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას დაკავებას ასახელებს. ცნობისთვის, სამეგრელოში 21 ოქტომბერს სპეცოპერაცია ცატარდა, რომლის დროსაც ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. ასევე გაჩხრიკეს რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. არნიშნული სპეცოპერაციის შემდეგ, თანამდებობა შსს-ს სამმა თანამშრომლმა დატოა, ესენი არიან: რევაზ ლაზიშვილი , ჭაბუკა რაფავა და ომარ არქანია.
სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურმალიტებთან განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრი თვლის, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ამასთან ეკატერინე ტიკარაძე მოლქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „მნიშველოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომლებიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 762 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 43 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 3 953 პირი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე, ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა. შესწავლა მედიასაშუალების მიერ 2021 წლის 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით, არჩევნების კენჭისყრის დღეს, ქ. რუსთავში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები მიმართული იყო უშუალოდ საარჩევნო კაბინებისკენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ: საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ სივრ...
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კოვიდინფიცირებული 108 პაციენტი მკურნალობს, მათგან 57 ბავშვი, 51 კი, მშობელია. ისინი საშუალო ან მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 51 მშობლიდან მხოლოდ ერთია ვაქცინირებული. ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 694 182 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 9 788 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა, კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 635 611-ს შეადგენს.
სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, მულტიფუნქციურია. კალაძის თქმით, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სწორედ იქ გადაიყვანენ და მიხედავენ. "თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას", - განაცხადა კალაძემ.
ნეკრესის ეპარქიაში, ყვარლის დუბის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ივლიტა კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ვირუსმა ღვთისმსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გააუარესა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თვის წინ, კორონავირუსით ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი გარდაიცვალა. მეუფეს, თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ. Covid 19-ის შემთხვევა დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ, ბოდბის მონასტერშიც, თუმცა ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროება არ დგას. მისი თქმით, უნდა გატარდეს წამახალისებელი ღონისძიებები და მნიშვნელოვანია, იმ მიზეზების გამოკვლევა, თუ რატომ ამბობს უარს მოქალაქე ვაქციანზიაზე. „ერთპიროვნულად არავინ წყვეტს ამ საკითხს - ჩვენ საკოორდინაციო საბჭოზე ვმსჯელობთ და შემდეგ ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია. ჩვენ ვაწარმოებთ არაერთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც, ძირითადად, დაყრდნობილია საინფორმაციო კამპანიასა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდა...
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის. „რაც შეეხება ქალბატონი ნინო ლომჯარიას დასკვნას, მასში ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი პირადად მისი ინიციატივით იქნა მოწვეული სამუშაო ჯგუფში. რატი ბრეგაძემ ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. იგი პირადად ჩე...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ისაუბრა. "მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა - ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 942 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 46 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 4 650 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ნოემბერში გადაწყდება. მისი თქმით, მომხრეა რომ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია იყოს, ხოლო მეორეს მხრივ ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. "მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 436 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 43 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 4 483 პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, ბოლო კვირაში, სკოლის მოსწავლეებს შორის Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო. ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%. ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუ...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის ინიციატივით, რომ მიღებულ იქნას გადაუდებელი ზომები მედიცინის მუშაკების დასაცავად, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. როგორც ტედროს გებრეიესუსი აღნიშნავს, ექიმებს პროფესიულად „გადაწვის“ ნიშნები აღენიშნებათ, ასევე მედპერსონალში არასაკმარისია ვაქცინების მოცვა და შესაბამისად, მაღალი სიკვდილიანობაა. ჯანმო-ს დირექტორი ახალ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო 17 თვის განმავლობაში კოვიდ19-სგან, მსოფლიო მასშტაბით, 115 ათასი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა და აღნიშნავს, რომ აუცილებელია სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს პრიორიტეტული წვდომა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. ბოლო ...
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის წევრებთან, ხობში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში განუცხადა. პრემიერის შეფასებით, გასაგებია, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ხობში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული და „ქართული ოცნების" კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. „ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, მჩაგვრელ და ბოროტ ძალას პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის", სააკაშვილის ხელისუფლები...
სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს და სადგურ "ანაკლიის" უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რევაზ ლაზიშვილის თქმით, პროტესტი სამეგრელოში იმ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ გამოიწვია, რომელსაც ღირსეული ადამიანები ახასიათებს. "ვარ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება.&n...
„რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახის შურისძიებას, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", – უპასუხა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტს შეკითხვაზე, თითქოს საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არის „შურისძიება". „ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არიან, მათ შორის, სახალხო დამცველი, პარლამე...
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თუ მასიური ვაქცინაცია არ დაიწყო, ქვეყანაში ძალიან ცუდი ვითარება შეიქმნება. ამის შესახებ ლევან რატიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. "თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება აღმავალი პიკი, დაღმავალი პიკი... ძალიან მეშინია ხოლმე ამ სიტყვის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე დადგება პერიოდი, როცა ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა, მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, ეპიდვითარება საყურადღებოა. მინისტრმა ვაქცინაციის ტემპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში არის კლება, თუმცა ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი, აჭარა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ლიდერობს. „ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, ვატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას. აღსრულების ნაწილში შრომის ინსპექცია არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ მონიტორინგი გაუწიოს, თუ რამდენად სრულდება ის რეგულაციები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ჯანდაცვის სამინისტროდანაა მოწოდებული როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ვაქცინაციის პროცესშიც არის კლება, რაც მოსალოდნელი იყო, გამომდინარე...