გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკა...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მამაკაცს ჰიდრავლიკურ ამწეზე დამაგრებული ავტომობილი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "კახეთის ხმა" ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ავტოხელოსანია. მათი თქმით, ამწე დაზიანებული იყო, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ჩამოვარდნილმა ავტომობილმა მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. როგორც მედია წერს, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაი...

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ლეგენდარული მსახიობის, გივი ბერიკაშვილის შვილი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.  ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. იგი გერმანიაში მკურნალობის კურსს გადიოდა.  ზურა ბერიკაშვილი ლეგენდარული მსახიობის, გივი ბერიკაშვილის შვილი და კულტურის ყოფილი მინისტრის, მანანა ბერიკაშვილის ძმა იყო. მსახიობი მარჯანიშვილის თეატრში 1990 წლიდან მუშაობდა.

ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს, გა...

მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ, სად არის მათი საარჩევნო უბანი,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. "26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავ...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გასული წ...

გასული წლის ივლისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ანთაძემ აღნიშნა, უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად კონსულტაციები გრძელდება. “ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური დისკუსია. მთავარი შედეგი არის, რომ ხვალ უკანონო პატიმრობაში მყოფი რამაზ ხეთერელი გადმოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გრძელდება კონსულტაციები, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდეს თავიანთ ოჯახე...

ცესკო - საარჩევნო ტექნოლოგიების ...

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი გუშინ განხორციელდა.  "იმიტირებული კენჭისყრა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართა. ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოქალაქეებმა გაიარეს ხმის მიცემისთვის საჭირო პროცედურები - რეგისტრატორის მაგიდ...

კალანდარიშვილი - თანამშრომლობის ...

თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია, უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს - თანამშრომლობის გადახედვა მომავალში აკრედიტაციის გაუქმებას არ გულისხმობს,- ასე ეხმაურება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორის, ნოდარ მელაძის განცხადებას. კალანდარიშვილის თქმით, ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება საშუალება, საარჩევნო პროცესი გააშუქოს. „მინდა, გამოვეხმაურო ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ...

ნოდარ მელაძე - ცესკოს თავმჯდომარ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს "შაბათის ეთერის" გუნდზე და მუქარით აიძულებს, შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება,- ამის შესახებ "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა.  მელაძე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები "მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას გადახედავს". "დღეს, 12 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო "TV პირველის" ჟურნალისტებს ც...

კალანდარიშვილი - თანამშრომლებზე ...

2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმე „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობას ეხება. "სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკ...

მერია - დიღმის მასივში, ბორის პა...

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის გახსნის ღონისძიების გამო, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.  ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა 12 სექტემბრის 08:00-დან 13 სექტემბრის 06:00 საათამდე იმოქმედებს. დროის ამავე მონაკვეთში ავტომობილების მფლობელები ვერც პაიჭაძის ქუჩაზე არსებული საპარკინგე სივრცით ისარგებლებენ.  "შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება პაიჭაძისა და ევგენი მიქელაძის ქუჩების კვეთამდე, ასევე, პაიჭაძისა და ნოდარ ახალკაცის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძოლები გადაადგილებას შეძლებენ რობაქიძი...

„სელფი“ Ad Black Sea-ს პარტნიორია

"სელფი" მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს უკვე ტრადიციული პარტნიორია. ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს იმართება. Ad Black Sea 2024-ს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ ვორქშოპებს და გასართობ ღონისძიებებს. ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარი მოვლენა რეკლამის კონკურსი და მისი გამარჯვებულების გამოვლენაა. წელს ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კონკურსანტები 13 ნომინაციაში წარსდგებიან...

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა...

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ჯვაროსნები გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, 71-ე წუთზე დაწინაურდნენ და ანგარიშით 0:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი თამაში 7 სექტემბერს, თბილისში ჩაატარა, სადაც ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

„საქართველოს რკინიგზის“ ორგანიზე...

საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით, ბათუმში, მულტიმოდალური მარშრუტის  CASCA+ -ის მორიგი ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და  თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა  ბოლო პერიოდის გადაზიდვების მაჩვენებლები, არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისა და მარშრუტის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მათივე ცნობით, "საქარველოს რკინიგზამ" სამუშაო შეხვედრაზე  მარშრუტის განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი ხარჯებისა და რესურსების დაზოგვის გზით,  გადაზი...

კახა კალაძე - გამოვხატავთ მზაობა...

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ.  როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს.  „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მ...

ცესკო - ხელოვნურად ორგანიზებული ...

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას,- ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. როგორც იოსელიანმა დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტ...

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ...

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. კონკურსი, "ლიბერთი ბანკის" სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ტარდება და საუკეთესო ათეულის წევრებს "ლიბერთი ბანკი" ტრადიციულად წელსაც დააჯილდოვებს. 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, არიან: გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნ...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 10 სექტემბერს "ერთა ლიგის" მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.  მატჩი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში უკვე გამართა. ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.  აღსანიშნავია, რომ "ერთა ლიგის" ახალი გათამაშება საქართველომაც და ალბანეთმაც გამარჯვებით დაიწყეს. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. 

მერია - პირველი რესპუბლიკის მოედ...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს. "დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან...

ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიე...

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. "მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნ...

ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გათა...

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მ...

საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადე...

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების მიმართ მუქარა და ზეწოლა ხორციელდება.  როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია "უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი" მაინც ხდება. "ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზეწოლა გა...