რაგბის კავშირის პრეზიდენტი - რაც...

ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხმამაღლა ვიძახით, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.  მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების სახით იმდენს აკეთებს ქართული რაგბისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტი ზოგადად სპორტშიც არ არის. “ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხმამაღლა ვიძახით, რომ ქართული რაგბი იქნება და არის დაკავშირებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ცალსახაა. ის კონტრიბუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ქველმოქმედების სახით, არავის გაუკეთებია მსოფლიო სპორტში, არათუ რაგბში. რაც შეეხება მეორეს, მთავრობა, რომელიც...

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა...

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი  ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ ...

სულ წევს, უჭირს მოძრაობები - მახ...

სულ წევს, უჭირს მოძრაობები - მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექიმების აზრით, ექსპრეზიდენტი, რომელსაც 47 დიაგნოზი აქვს დასმული, მძიმე ავადმყოფია. "რომ მივდივარ ადამიანთან, სულ წევს, უჭირს მოძრაობები, უჭირს ყველაფერი, ფაქტობრივად და ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში". ჩვენ გვყავდა ძალიან ავტორიტეტული ხალხი ჩამოყვანილი და ზოგიერთი აქაური - ძალიან ცნობილი სახელები. ყველას ერთსულოვანი აზრით, არის მძიმე ავადმყოფი. 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან 3 არის უმძიმესი", - აც...

„დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის ...

"დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი", - ამ სახელწოდებით დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც მოძრაობა  "ხალხის ძალის" დეპუტატის, დავით კაჭარავას რაგბის  კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებას მოითხოვს. პეტიციაში ნათქვამია, რომ დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე,  არ შეიძლება განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ის არის შემჩნეული ანტისახელმწიფორებრივ და მოღალატეობრივ პოზიციაში. "რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გად...

ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმში ...

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის წახალისებას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ედ კაპიტალმა, ბათუმში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Cozy Loft Hotel გახსნა.  პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 1.5 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. 25 ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანი, ღვინის მარანი, ლაუნჯ ბარი ტერასებით და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმრო კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სასტუმროდან იშლება ქალაქისა და ზღვის...

ქართველი მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძე...

ქართველი მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში თურქი მუსტაფა საფა ილდირიმი დაამარცხა და გამარჯვება ჰპოვა. დიეგო ჩხიკვაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

სამართალდამცავებისთვის ცეცხლის წ...

„მოლოტოვის კოქტეილებით“ და სამართალდამცავებისთვის ცეცხლის წაკიდებით, ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა წარმოუდგენელია,- ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო 7-8 მარტს მიმდინარე აქციებს, სადაც მოსახლეობა "უცხოური აგენტების" კანონს აპროტესტებდა. საპატრიარქომ ასევე შეაფასა 14 მარტს, პრორუსული მოძრაობის მიერ გამართული აქცია, სადაც „ალტ-ინფოს“ წევრებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ადგილზე მყოფი სასულიერო პირი თვითნებურად მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით. "რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაცი...

მეუფე ზენონი - 20% ოკუპირებულია,...

საქართველოს ესაჭიროება ევროკავშირის და ზოგადად, დასავლეთის მყარი მხარდაჭერა და თანადგომა. მით,უმეტეს იმ მოცემულობაში, რაშიც დღეს საქართველოს სახელმწიფო იმყოფება, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ასევე, ადგილი აქვს საეკლესიო ოკუპაციას რუსეთის ეკლესიის მხრიდან, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს. მეუფე ზენონის განცხადებით, გაუგებარია კითხვა - სად უნდა ვიყოთ და ვისთან? - რადგან საქართველო ისტორიულად ევროპაა და "ახლა რაც მოგვეთხოვება, არის ის, რომ მოვახდინოთ ჩვენი სამშობლოს მენტალური დეოკუპაცია რუსეთისგან, რაც საქართველოს ბუნებრივ წიაღში დაბრუნების საფუძველი და საქართველოს სრული - ტერიტორიული დეოკუ...

სახალხო დამცველი - მზად ვარ შევხ...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადაა, 7-9 მარტის აქციების მონაწილე სტუდენტებს შეხვდეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იოსელიანი მზად არის შეხვდეს ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე დაირღვა მათი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. "სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას და აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის...

კალაძე - 20 მარტიდან A კატეგორიი...

20 მარტიდან  A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. „20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მ...

ბაზისბანკი წარმატებული 2022 წლის...

ბაზისბანკის 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა.  ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 68%-ით გამსხვილდა და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკმა გასული წლის განმავლობაში,  ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა და იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის ზრდამ 324 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წე...

დედა სიდონია - საპატრიარქო გეგმა...

ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით, - ამის შესახებ დედა სიდონიამ განაცხადა. დედა სიდონიამ ასევე აღნიშნა, რომ ის იდგება ყოველთვის იქ, სადაც ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მამავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდობა იქნება.  “ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით... ხმამაღლა ვაცხადებ, მე მონაზონი სიდონია ვიდგები ყოველთვის და ყველგან, იქ სადაც იდგება ჩვენი ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მამავლისთვის მებრძ...

„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტის...

პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.  ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია.  „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე ანტიდასავლური და ძალადობრივი განცხადებებიც გააკეთეს.  "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, პრორუსული მოძრაობის მიერ ნასროლი ქვა მათ ოფისში შევარდა, რის გამოც ერთი ადამიანი დაშავდა.  "არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვ...

ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაშ...

რიკოთის ახალი ავტობანი, ხარაგაულის რაიონის სოფელი ძირულაში, მშენებარე ავტობანი უხარისხო სამუშაოების გამო ჩამოიშალა. ამ ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაუარა და განაცხადა, რომ მშენებლობის პარალელურად ავტობანი იშლება. ხაბეიშვილმა ასევე მიმართა საავტომობილო მოძრაობის დეპარტამენტს. "ძირულა, ხარაგაულის რაიონი... მშენებლობის პარალელურად იშლება ავტობანი", - წერს ხაბეიშვილი.

ომბუდსმენი - საგამოძიებო უწყებებ...

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება, არაპროპორციული ძალის გამოყნების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმიანობის შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. „სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწუმებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან, რამდე...

ბაზისბანკის საგაზაფხულო სოციალურ...

ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას. ამჯერად,  ბანკის თანამშრომლების ინიციატივითა და ჩართულობით, მრავალშვილიან დედებს მარტის დღესასწაულები მიულოცა. საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ბენეფიციარებად შეირჩნენ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების გვერდით დგომა. „ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა, რომ კამპანიაში დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის გუნდის წევრები საქართველოს ყველა რეგიონიდან. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავ...

„შეწყდეს საქმის წარმოება“ - არას...

არასამთავრობო ორგანიზაციები, 2-3 და 7-9 მარტს აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე გრძელდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ. ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უწყებებს დაკავებულების საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუ...

ალასანია - მაკრონის განცხადება ძ...

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ". როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით "ყველა ერთსულოვანია", თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა. "ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები არის მოქალაქე საფრანგეთის. ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში, განსხვავებული აზრი მე არ მომისმენია....

მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე პი...

ლას ვეგასში, UFC 221-ზე ქართველმა სპორტსმენმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, დივიზონის ყოფილ ჩემპიონი პიოტრ იანი დაამარცხა.  დვალიშვილისა და იანის 5-რაუნდიანი დაპირისპირება ქართველი სპორტსმენის სრული უპირატესობით წარიმართა. მსჯების გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა UFC-ის რუსი მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ქართველ სპორტსმენს ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.

„ქალები ტოტალური კონტროლის წინაა...

ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ - ქვეყნის 12 ქალაქში ქალების მარში გაიმართა. ქალთა მოძრაობის წევრებმა მსვლელობა "პირველი რესპუბლიკის მოედნიდან" პარლამენტის შენობამდე გამართეს, რის  შემდეგაც საზოგადოებას რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ მანიფესტი გააცნეს. "ტრადიციულად, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა ყურადღებას ვამახვილებთ მიმდინარე გამოწვევებზე - ფემიციდზე, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ხელშეწყობაზე, ოჯახში ძალადობაზე, ადრეულ ქორწინებაზე და ა.შ. დღეს, ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ გაუპატიურების ხარვეზიან კანონპროექტზე, შრომით უფლებებზე, ეკონომიკურ ძალადობაზე და სხვა სისტემურ პრობლემებზე, მაგრამ რუსული კანონპროექტი, რომლის დაკანონებასაც ს...